სამართლის აქტუალური საკითხები

სამართლის აქტუალური საკითხები

Share

ქართული სამართლის აქტუალური საკითხები. მრავალფეროვანი სამართლებრივი ინფორმაცია.

გვერდი განკუთვნილია როგორც სამართლით დაინტერესებული მკითხველისთვის, აგრეთვე ფართო საზოგადოებისთვის. გვერდზე განთავსებული სტატიები, ცნობარები, მიმოხილვები და ყველა სხვა სახის სამართლებრივი ინფორმაცია შემუშავებულია ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის და განთავსებულია მხოლოდ ჩვენს გვერდზე. სამართლებრივ მასალებში წარმოდგენილია კანონმდებლობის ანალიზი და მისი პრაქტიკული მხარე.

გვერდზე განთავსებული ინფორმ

04/02/2025

🔐 რატომ არის მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობა თქვენი ბიზნესის წარმატების გასაღები?

📣 დღევანდელ ციფრულ სამყაროში, როდესაც პერსონალური მონაცემები ბიზნესის უმნიშვნელოვანეს აქტივს წარმოადგენს, DPT Consulting გთავაზობთ კვალიფიციურ მხარდაჭერას, რათა თქვენი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან.

⁉️ რატომ არის მონაცემთა დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი?

📊 კანონდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები მნიშვნელოვნად დააზარალებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.
👥 მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თქვენს რეპუტაციას.
🌐 მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა შეზღუდავს თქვენს წვდომას საერთაშორისო ბაზრებზე.

🤝 რას გთავაზობთ DPT Consulting-იჯ გუნდი?

✓ კომპლექსურ აუდიტს და შესაბამისობის ანალიზს;
✓ ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციას კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით;
✓ სრული დოკუმენტაციის მომზადებას და რეგულარულ განახლებას;
✓ უწყვეტ მხარდაჭერას საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტაციაში.

📲 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
+995 599 08 61 98
📧 [email protected]
🌐 dpt.ge
#მონაცემთადაცვისგუნდი

სად შეიძლება მოვიძიო ვიდეომონიტორინგის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნის საერთაშორისო სტანდ 20/09/2024

სად შეიძლება მოვიძიო ვიდეომონიტორინგის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნის საერთაშორისო სტანდ გიზიარებთ მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს (EDPB) რეკომენდირებულ ვიდეომონიტორინგის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშ.....

Photos from სამართლის აქტუალური საკითხები's post 29/07/2022

📜 რა განსხვავებაა კანონსა და ორგანულ კანონს შორის?! (ორგანული კანონები - დეტალურად) ✍️

📖 მრავალფეროვანი ინფორმაცია ქართული სამართლის შესახებ ⚖️

26/07/2022

📖 მცირე ინფორმაცია სამართლიდან ⚖️

22/07/2022

🔪 ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით იყავით ფრთხილად და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ცივი იარაღის ტარება გარკვეულ შემთხვევაში წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუმცა ზოგ შემთხვევაში იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ⚖️
🆘 სწორედ ამიტომ, გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები რომელიც ცალ-ცალკე არის დარეგულირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში 📖

Photos from სამართლის აქტუალური საკითხები's post 14/07/2022

🔰 არაქონებრივი (მორალური) ზიანის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები ✅

📖 მრავალფეროვანი ინფორმაცია ქართული სამართლის შესახებ ⚖️

08/07/2022

✅ როგორ მოგეხსენებათ, 2022 წლის 29 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებლის უფლებების დაცვის გარანტიებს. ამ მხრივ, საინტერესო სიახლეს წარმოადგენს მომხმარებლის უფლება, ზემოაღნიშნული კანონის დარღვევის თაობაზე განცხადებით მიმართოს სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. ცხადია, ასეთი მექანიზმის არსებობა მომხმარებელს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტის უფლებას. ⚖️

✍️ შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი და საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რომელმაც შესაძლებელია სასამართლო დავას აგვარიდოს. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო აღჭურვილია საკმაოდ ფართო უფლებამოსილებებით. მაგალითად, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, მოიწვიოს მხარეები/დაინტერესებული პირები ახსნა-განმარტებების მისაღებად, უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა და ა.შ. 🔍

🕵️‍♀️ საქმის შესწავლის შედეგად მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მას მოსთხოვს დარღვევად მიჩნეული ქმედების ან/და აკრძალული ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეწყვეტას. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. 📑

⏳ სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. ⏱

01/07/2022

📢 როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მომრავლდა ფინანსური პირამიდის მსგავსი ე.წ. პროექტები, რომლებიც საკმაოდ მიმზიდველია და პერსპექტიული წინადადებებით გამოირჩევა 🔺 ასეთ სქემებს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ არ აღვიქვათ ინოვაციად 💡 "ტყუილი" ადამიანთა შორის თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება ყოველთვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არ შევიდეთ შეცდომაში და გავთვალოთ ყველა შესაძლო რისკი ✅ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სქემების ავტორები ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობებზე მუშაობას. სწორედ ეს ფაქტორი ასრულებს გადამწყვეტ როლს და არწმუნებს ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს არარეალური შემოთავაზებების განსაკუთრებულობაში 💸
◼️ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში გვხვდება ცალკეული რეგულაციები, რომლებიც გვიცავენ მსგავსი შემთხვევებისგან (მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მექანიზმები), თუმცა ეს რეგულაციები სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ ჩვენს დაცვას, თუ ჩვენ თავად არ გამოვიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დასაწყისშივე ⚖️
◼️ პრობლემურია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი სქემები უმეტესად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მომდინარეობს და ძირითადად ელექტრონული ფორმით. ეს ფაქტი რამდენჯერმე ართულებს ჩვენი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას 💻
◼️ გაითვალისწინეთ რის სანაცვლოდ გვიხდიან თანხას. ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ განსახორციელებელი ქმედებები, რომლისთვისაც გვთავაზობენ ფულის გადახდას იმდენად არარეალურია, რომ დასაწყისშივე შესაძლებელია ამ ფაქტით დაეჭვება. ასეთია მაგალითად, გარკვეულ ლინკებზე გადასვლა, ვიდეოს ყურება (განსაკუთრებით ისეთი ვიდეოს ყურება, რომელიც არ არის სარეკლამო ხასიათის), ღილაკზე ხშირი დაკლიკება, გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდებზე გადასვლა, სიარული და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, იქ სადაც არ იხარჯება ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, სადაც არ ვქმნით რაიმე პროდუქტს და ჩვენი ქმედებით არ იღებს სარგებელს დამკვეთი, ძნელად წარმოსადგენია საქმე გვქონდეს რეალურ პროექტთან ❌
◼️ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი სქემების ავტორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფულს სინამდვილეში გვიხდიან და ამ ფაქტით ასმაგად უფრო დიდ ნდობას მოიპოვებენ. ეს თავის მხრივ გვარწმუნებს, რომ უსაფრთხოა კიდევ უფრო მეტი თანხის გაღება და გვჯერა, რომ უკან გაცილებით დიდ თანხას დავიბრუნებთ. ეს ყველაფერი არის უბრალოდ მეთოდი, მოიპოვოს სქემის ავტორმა ჩვენი ნდობა 🤝
◼️ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ინფორმაციას იღებენ ჩვენგან, რამდენადაც შესაძლებელია სქემამ რეალურად გადაგვიხადოს მაგალითად 10$, თუმცა სანაცვლოდ ჩვენგან წაიღონ ინფორმაცია რომელიც გაცილებით მაღალი ღირებულების არის. მათ შორის, შესაძლებელია ამ ინფორმაციით უკანონოდ მოიპოვონ ჩვენივე თანხა 🆘
◼️ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს ვინ დგას ამ სქემების უკან. თუმცა, მხოლოდ ამ ფაქტით ვერ ვიმსჯელებთ, რადგანაც იმდენად ხშირი და პოპულარული გახდა მსგავსი სისტემების გამოყენება, რომ საკმაოდ ცნობადი სახეები და კომპანიები ჩაერთვნენ ორგანიზების პროცესში. ეს იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ასეთ პროექტებს კანონიერი სახე ეძლევა და შეიძლება ისე დავკარგოთ თანხა, რომ თაღლითობის ნიშანიც კი ვერ ვიპოვოთ. ყველაფერი გახდა ერთგვარი თამაში, სადაც გვჯერა რომ გარკვეულ ფაქტორებზე არის დამოკიდებული თანხის გამომუშავება. სინამდვილეში ეს არის უბრალოდ თაღლითობის ინოვაციური მეთოდი 🎁
◼️ საფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმ პროცენტულ მაჩვენებელს რასაც გვთავაზობენ ჩვენს მიერ დაბანდებული თანხისთვის. აუცილებლად შეისწავლეთ ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული სარგებელი არარეალურად აღემატება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან 📈
◼️ და ბოლოს, ნებისმიერი წამოწყებისას უნდა გავითვალისწინოთ რა სამართლებრივი მექანიზმები გვაქვს ხელთ იმ შემთხვევაში თუ საქმე გვექნება თაღლითობასთან. შესაძლებელია თუ არა ჩვენი თანხის დაბრუნება, ან სულაც შესაძლებელია თუ არა თაღლითის პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ვიმეტებთ მსგავსი რისკისთვის. უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რისკის მასშტაბებს 💵

Photos from სამართლის აქტუალური საკითხები's post 29/06/2022

🤝პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება ⚖

📖 მრავალფეროვანი ინფორმაცია ქართული სამართლის შესახებ ⚖

ტექსტი იხილეთ: https://bit.ly/3ue8b0z

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

Tbilisi