Do it in Georgia

Do it in Georgia რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას.

რატომ არის პროგრამირება მომავლის პროფესია: კარიერული პერსპექტივები და მთავარი მიმართულებებიგაეცანით სტატიას და აღმოაჩინე...
23/09/2026

რატომ არის პროგრამირება მომავლის პროფესია: კარიერული პერსპექტივები და მთავარი მიმართულებები

გაეცანით სტატიას და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები: https://edu.doit.gov.ge/news/5d22b181-d025-4203-bfa4-6510e0d3e5e4

თუ ტექნოლოგიები გაინტერესებთ და გსურთ ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღება, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5,000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ ფარგლებში რეგისტრაცია 1 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გაინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და გსურს შეიძინო ახალი ცოდნა და გამოცდილება?საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სა...
21/09/2026

გაინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და გსურს შეიძინო ახალი ცოდნა და გამოცდილება?

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5,000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.

რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყება 1 ოქტომბერს და გაგრძელდება 22 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე — edu.doit.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://edu.doit.gov.ge/news/60171ba3-790d-4f26-ab1d-ea58bcf20b60

დაეუფლე ციფრული ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სრულიად უფასოდ!საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო...
17/09/2026

დაეუფლე ციფრული ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სრულიად უფასოდ!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის ფინალურ, მე-5 ეტაპზე განაცხადების მიღებას 1 ოქტომბრიდან იწყებს.

მოინიშნე თარიღი და არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. შეიძინე ახალი ცოდნა და გადადგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ.

დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცანით სტატიას: https://edu.doit.gov.ge/news/60171ba3-790d-4f26-ab1d-ea58bcf20b60

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 5000 IT სპეციალისტის გადამზადების მასშტაბური პროგრამის ფინალურ,...
15/09/2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 5000 IT სპეციალისტის გადამზადების მასშტაბური პროგრამის ფინალურ, მე-5 ეტაპზე განაცხადების მიღებას 1 ოქტომბრიდან იწყებს.

არ გამოტოვო შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლო ციფრული ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიებს!

პროგრამა მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას:

• პროგრამირება
• ხელოვნური ინტელექტი
• დიზაინი
• მართვა / მხარდაჭერა

რეგისტრაციის ვადები: 1 – 22 ოქტომბერი

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://edu.doit.gov.ge/news/60171ba3-790d-4f26-ab1d-ea58bcf20b60

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აგრძელებს სასწავლო პროგრამას Code-IT 14-18 წლის მოსწავლეებისთვი...
02/09/2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აგრძელებს სასწავლო პროგრამას Code-IT 14-18 წლის მოსწავლეებისთვის!

პროგრამის მესამე მოდულის ფარგლებში, მონაწილეები 16 სალექციო კურსის განმავლობაში, შეისწავლიან React & Next.js -ს.

CODE IT პროგრამის შერჩევის ეტაპები:

* რეგისტრაცია edu.doit.gov.ge-ზე და კურსის არჩევა
* დავალების შესრულება, რომელიც სარეგისტრაციო პერიოდის დასრულების შემდეგ, გაეგზავნება ყველა აპლიკანტს ელ. ფოსტაზე
* გასაუბრება ტექნოპარკის მენეჯერთან/პროგრამის კოორდინატორთან
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატს.

CODE IT პროგრამის პარტნიორია საქართველოს ბანკი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://edu.doit.gov.ge/courses/269c20aa-04e5-47df-b835-9aea2039d733

✋გაიცანით, ელიზავეტა მაკალათია, 16 წლის ქალაქ ფოთიდან, რომელიც Code IT პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა.👩‍💻ელიზა...
09/07/2026

✋გაიცანით, ელიზავეტა მაკალათია, 16 წლის ქალაქ ფოთიდან, რომელიც Code IT პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა.

👩‍💻ელიზავეტა კოდირების სფეროთი ყოველთვის იყო დაინტერესებული და გარკვეული საბაზო ცოდნაც ჰქონდა. სწორედ ამ ცოდნის გაღრმავების სურვილმა განაპირობა მისი პროგრამაში მონაწილეობაც.

💬“Code IT-ის პროგრამის განმავლობაში, ვისწავლე კოდის დამოუკიდებლად წერა და სხვადასხვა საიტის შექმნა. აქ მიღებული გამოცდილება და ცოდნა მოზარდებს სამომავლო პროფესიის არჩევაში დაეხმარება, შესაბამისად ყველას ვურჩევდი მონაწილეობას“.

🤝პროექტი ხორციელდება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park-ის მიერ და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia და Tech Association of Georgia.

მადლობა ფოთის ახალგაზრდული ჰაბი / Poti Youth Hub-ს პარტნიორობისთვის.

✋გაიცანით, ანა კევლიშვილი, 14 წლის, ქალაქ გორიდან, რომელიც Code IT პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა.👩‍💻ანა ტექნო...
17/06/2026

✋გაიცანით, ანა კევლიშვილი, 14 წლის, ქალაქ გორიდან, რომელიც Code IT პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა.

👩‍💻ანა ტექნოლოგიების სფეროთი 1 წლის წინ დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, თავიდან ეს მიმართულება საკმაოდ რთული და კომპლექსური ეჩვენებოდა, თუმცა სწავლის დაწყებისთანავე აღმოაჩინა, რომ გამოწვევები მისთვის დიდ მოტივაციად იქცა და ინტერესი კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

💬 „Code IT პროგრამაში მონაწილეობას ვურჩევდი ყველა ჩემს მეგობარსა და თანატოლს, ვისაც IT მიმართულებით სურს კარიერის დაწყება. პროექტის ფარგლებში მივიღე ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რაც ჩემს მომავალ პროფესიულ გზაზე დიდ როლს შეასრულებს და ბევრ რამეში დამეხმარება.“

🤝 პროექტი ხორციელდება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park-ის მიერ და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia და Tech Association of Georgia.
მადლობა გორის განვითარების სააგენტო - Gori Development Agency-ს პარტნიორობისთვის.

👋 გაიცანით ნიკოლოზ ოსიევი, 20 წლის, თბილისიდან - Code-IT-ის მენტორის ასისტენტი, რომელიც ტექნოლოგიების სფეროთი ჯერ კიდევ ...
29/05/2026

👋 გაიცანით ნიკოლოზ ოსიევი, 20 წლის, თბილისიდან - Code-IT-ის მენტორის ასისტენტი, რომელიც ტექნოლოგიების სფეროთი ჯერ კიდევ 8-9 წლის ასაკიდან იყო დაინტერესებული.

💻 ნიკოლოზი პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, რომელიც პარალელურად ვებ-ტექნოლოგიებს სწავლობდა და აქტიურად ცდილობდა ცოდნის გაღრმავებას პრაქტიკით. პროგრამის დასრულების შემდეგ, ის მენტორის ასისტენტი გახდა და დღეს უკვე 14-18 წლის მოსწავლეებს თავად ეხმარება ცოდნის მიღებაში.

🚀 მისი თქმით, ძალიან ბევრ დამწყებს აქვს შიში, რომ პროგრამირება მხოლოდ რთული მათემატიკაა, ეს პროგრამა კი ამ სტერეოტიპს ამსხვრევს და აჩვენებს, რომ მთავარი ლოგიკა და მონდომებაა. სწავლის პროცესი დინამიური და პრაქტიკაზეა ორიენტირებულია, სადაც სტუდენტები გუნდურად მუშაობენ, ერთმანეთისგან სწავლობენ და რეალურ ამოცანებზე მუშაობით იღებენ გამოცდილებას.

🤝 პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia და Tech Association of Georgia

👋 გაიცანით ცოტნე შონია, 22 წლის, ზუგდიდიდან — Code-IT-ის მენტორის ასისტენტი, რომლის პროფესიული გზაც სწორედ ამ პროგრამიდა...
18/05/2026

👋 გაიცანით ცოტნე შონია, 22 წლის, ზუგდიდიდან — Code-IT-ის მენტორის ასისტენტი, რომლის პროფესიული გზაც სწორედ ამ პროგრამიდან დაიწყო.

💻 ცოტნე პროგრამას სტუდენტის სტატუსით შეუერთდა და თავიდანვე გამოირჩეოდა აქტიურობითა და ჩართულობით. მან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მალევე გადაიტანა და კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მენტორის ასისტენტი გახდა.

🚀 როგორც ცოტნე აღნიშნავს, Code-IT მხოლოდ სასწავლო კურსი არ ყოფილა. ეს იყო გარემო, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ პროექტებად იქცა, ხოლო ლექტორებისა და მეგობრების მხარდაჭერამ მას პროფესიული თავდაჯერებულობა შესძინა.

💡 მისი თქმით, Code-IT-ის პროგრამა ახალგაზრდებს ეხმარება თავიანთი პოტენციალის გამოვლენაში და უქმნის ისეთ სივრცეს, სადაც შეცდომების დაშვება სწავლის პროცესის ნაწილია, რაც მათ აძლევს თავდაჯერებულობას და ამ სფეროში განვითარების მოტივაციას.

🤝 პროექტის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia და ICT Association of Georgia

👋 გაიცანით შიო ჟამურაშვილი, 20 წლის, გურჯაანის რაიონიდან - Code-IT-ის მენტორი, რომლის გზაც ამავე პროგრამაში სტუდენტობით ...
13/05/2026

👋 გაიცანით შიო ჟამურაშვილი, 20 წლის, გურჯაანის რაიონიდან - Code-IT-ის მენტორი, რომლის გზაც ამავე პროგრამაში სტუდენტობით დაიწყო.

💻 შიო პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო პირველივე ნაკადში. მოგვიანებით ასისტენტად შეუერთდა პროექტს, სადაც სტუდენტებს სწავლის პროცესში ეხმარებოდა და პარალელურად ლექციებს ესწრებოდა. დროთა განმავლობაში კი ეს გზა მენტორობამდე მივიდა. შიო დღეს უკვე თავად უზიარებს ცოდნას ახალ თაობას და ეხმარება მათ ტექნოლოგიების სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

🚀 მისი თქმით, Code IT-ის პროგრამის ფარგლებში, სწავლების პროცესი მეგობრული და სტუდენტებზე ორიენტირებულია - აქ მთავარი არა მხოლოდ თეორიული მასალის გავლაა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენება. სტუდენტები ერთად მუშაობით პრობლემების გადაჭრაზე, რაც მათ რეალურ გამოცდილებას აძლევს და ბევრად საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს.

🤝 პროექტის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia და ICT Association of Georgia

Shio Zhamurashvili

Address

7, Innovation Str
Tbilisi
0114

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Do it in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Do it in Georgia:

Shortcuts

Share

Category