FinEdu - ფინედუ

FinEdu - ფინედუ ფინანსური განათლების პორტალი.
ჩემი ფინანსური მეგზური.
(1)

🚀 UNI4VERSE 2026 იწყება და წელს მისი მთავარი თემა ფინანსური განათლებაა!თუ ხარ სტუდენტი, შეკრიბე გუნდი, აირჩიე 5 ფინანსურ...
15/09/2026

🚀 UNI4VERSE 2026 იწყება და წელს მისი მთავარი თემა ფინანსური განათლებაა!

თუ ხარ სტუდენტი, შეკრიბე გუნდი, აირჩიე 5 ფინანსური გამოწვევიდან ერთ-ერთი და შექმენი იდეა, რომელიც რეალურ პრობლემას გადაჭრის 💡

მთვარი გამოწვევები:
🎓 ყოველდღიური ფინანსებისა და ბიუჯეტის მართვა
🎓ფინანსურ უსაფრთხოებასა და კიბერთაღლითობა
🎓გრძელვადიან ფინანსურ დაგეგმვა
🎓ფინანსური სერვისების ინტეგრაცია
🎓მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების პროგნოზირებას

ფინალისტებს ელოდებათ AI/ML-ის, Software Development-ისა და მეწარმეობის ტრენინგები, მენტორებთან მუშაობა და FabLab-ში საკუთარი იდეის პროტოტიპირება.

🏆 გამარჯვებული გუნდი WEB SUMMIT-ზე გაემგზავრება, გამარჯვებული უნივერსიტეტი კი ინოვაციური მეწარმეობის ცენტრის განვითარებისთვის 20 000 ლარის გრანტს მიიღებს.

📌კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17+ წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ნებისმიერი ფაკულტეტიდან

📌გუნდი უნდა შედგებოდეს 2-4 სტუდენტისა და 1 მენტორისგან

📅 რეგისტრაცია 6 ოქტომბრამდეა
🔗 https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

🤝 UNI4VERSE წელს GITA-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატოფრმა FinEdu-ს პარტნიორობით ტარდება.

🤝პარტნიორი ბანკები: MBC • ემბისი | Credo Bank / კრედო ბანკი | | TBC - თიბისი | ტერაბანკი - Terabank | Basisbank - ბაზისბანკი | Visa

14/09/2026

კონკურსი „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“, მისი მნიშვნელობა და ფინანსური განათლების როლი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრებაში „ახალ დღეში“ სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ 🎬🎙📚

🎙️ სტუმრები:
• ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ამირან ხიმშიაშვილი

• საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი თინათინ გუჯაბიძე

#ფინანსურიგანათლებისეროვნულიჯილდო
#ფინედუმასწავლებლებისთვის

14/09/2026

ფინანსური განათლება სკოლაში 🍏📚

რატომ არის მნიშვნელოვანი, როგორ ვითარდება ეს მიმართულება საქართველოში და რა როლი აქვს ამ პროცესში ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს 👇🎬

#ფინანსურიგანათლებასკოლაში #ფინანსურიგანათლებისეროვნულიჯილდო

„ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე“ კონფერენციისა და ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მნიშვნელო...
12/09/2026

„ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე“ კონფერენციისა და ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი პროფესიული გამოცდილება, ცოდნა და დრო კონკურსის შეფასების პროცესს დაუთმეს 🚀💡

🙏 😍 მადლობას ვუხდით ჟიურის თითოეულ წევრს ჩართულობისთვის, ობიექტური შეფასებისთვის და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ ფინანსური განათლების სფეროში მასწავლებელთა ინიციატივების აღმოჩენასა და წახალისებაში შეიტანეს

🏦 ეროვნული ბანკის წარმომადგენლები:

▪️ ბექა დოჭვირი, აღმასრულებელი დირექტორი
o თეა რუსიტაშვილი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი
▪️ ირმა ჯალაღონია, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი
▪️ ქეთევან ახალკაცი, ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი
▪️ მაია მარქარაშვილი, ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი
▪️ თინათინ გუჯაბიძე, ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი

📚განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი:

🔸 მარიამ ჩიქობავა, ზოგადი და სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

🤝 კონკურსის მხარდამჭერის, ბაზისბანკის ჯგუფის წარმომადგენლები:

🔹 ნიკოლოზ ხაბეიშვილი, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი
🔹 თინათინ ცხადაძე, მარკეტინგის მენეჯერი

🖋️ საზოგადოებრივი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები:

▫️ ნინო გვარამაძე, პედაგოგიკის დოქტორი, სამოქალაქო განათლების ექსპერტი, სასწავლო რესურსების ავტორი და მასწავლებელთა ტრენერი
▫️ ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, კომპანია წარმატების პლატფორმა - საქართველოს დირექტორი, მოძრაობა მერიტოკრატიისთვის ინიციატორი
▫️ ნათია ზედგინიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ERASMUS + საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი, აკადემიური პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი
▫️ მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ლიბერთი ბანკის (ბაზის ბანკის ჯგუფის წევრი) სამეთველყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
▫️ ნინო ჭიაბრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი, სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი

თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ფინანსური განათლება მოსწავლეებისთვის უფრო პრაქტიკული, საინტერესო და ხელმისაწვდომი გახადონ 💡📚

#ფინანსურიგანათლებისეროვნულიჯილდო

12/09/2026

კონკურსი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო, მისი მნიშვნელობა და ფინანსური განათლების როლი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრებაში - „შაბათ-კვირის დილაში“ სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ 🎬🎙📚

🎙️ სტუმრები:

• ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ამირან ხიმშიაშვილი

• საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების ხელმძღვანელი მაია მარქარაშვილი

11 სექტემბერს მასწავლებელთა კონფერენცია „ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე“ გაიმართა 🗓️კონფერენციის...
12/09/2026

11 სექტემბერს მასწავლებელთა კონფერენცია „ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე“ გაიმართა 🗓️

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების შესაძლებლობებზე, არსებულ პროგრამებსა და რესურსებზე და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე 🤝

პანელური დისკუსიების მთავარი თემები იყო:
🎙️🚀 ფინანსური განათლება სკოლებში: ეროვნული ხედვა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა;
🎙️🎓 ფინანსური განათლება საკლასო ოთახში: პროგრამები, რესურსები და მხარდაჭერა მასწავლებლებისთვის;
🎙️🏦 საფინანსო სექტორის როლი: როგორ შეუძლია სექტორს ხელი შეუწყოს მომავალი თაობის ფინანსურ განათლებას.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული მასწავლებელთა ვორქშოფები 🧩

კონფერენციამ განათლების, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და მასწავლებლები გააერთიანა გამოცდილების გასაზიარებლად და სკოლებში ფინანსური განათლების განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად 😍

#კონფერენცია
#ფინანსურიგანათლება

✨
11/09/2026

✨

11/09/2026

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026 - ის გამარჯვებულის პირველი ემოციები ✨🏆📚

#ფინანსურიგანათლება #ფინედუმასწავლებლებისთვის
#ფინანსურიგანათლებისეროვნულიჯილდო

10/09/2026

გაიცანით კონკურსის "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026" ფინალისტი ირმა ჯოჯუა 🌟📚

#ფინანსურიგანათლება #ფინედუმასწავლებლებისთვის
#ფინანსურიგანათლებისეროვნულიჯილდო

10/09/2026

გაიცანით კონკურსის "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026" ფინალისტი მაია არახამია 🌟📚

#ფინანსურიგანათლება #ფინედუმასწავლებლებისთვის
#ფინანსურიგანათლებისეროვნულიჯილდო

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322406406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FinEdu - ფინედუ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to FinEdu - ფინედუ:

Shortcuts

Share