ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, Education, ც. დადიანის 7, Senaki.

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას; უზრ

Photos from ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი's post 16/10/2024

2024 წლის 11 ოქტომბერს ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII-XI-XII კლასის მოსწავლეებმა პროექტი "სამკურნალო წყლები და მათი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში"-ს ფარგლებში - მოაწყვეს ლაშქრობა ნოქალაქევის თერმული წყლების ტერიტორიაზე. ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა ნაირა ბერულავამ გააცნო მოსწავლეებს მინერალური წყლის მნიშვნელობა სამკურნალო თვალსაზრისით, ხოლო გეოგრაფიის მასწავლებელი ბესიკ ბესელია მოსწავლეებს ესაუბრა თერმული წყლების აღმოჩენის ისტორიაზე.

პროექტის მონაწილეებმა დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია, შეისწავლეს თერმული წყლის შეერთების ადგილი მდინარე ტეხურთან და გაეცვნენ ცივი და ცხელი წყლის შეერთებით მიღებულ ქანებს.

08/10/2024

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ქალბატონ ელისო შურღაიას ინიციატივითა და რესურსცენტრთან არსებული მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა მასწავლენლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ_ლიტერატურული კომპოზიცია ,,განათლების ელჩები".,რომლის მიზანი იყო მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა მუსიკალურ-ქორეოგრფიული ნომრები საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
ღონისძიებაზე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:
1. ჟიული შარტავს სახელობის ქალაქ სენაკის მეორე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ქალბატონი გულნარა ბარკალაია;
2.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებელი ქალბატონი რიმა კუპრეიშვილი;
3. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი გეჯეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქალბატონი ნატალია სახოკია;
4.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორშის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ქალბატონი ეკა ჭითავა;
5.კერძო სკოლა მარიოტას ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი ნინო ჯოლოხავა;
6.სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ქალბატონი მზია ჩემია;
7.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი თინათინ ყალიჩავა;
8.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ზანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი ნანი სიჭინავა;
9.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ეკის საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი ქალბატონი დალი ცხვიტავა;
10.კერძო სკოლაპელაგონის გეოგრაფიის მასწავლებელი ქაბატონი თამრიკო ნარსია;
11.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის ქიმიისა და ხელოვნების მასწავლებელი ქალბატონი ვიანა სანაია;
12.ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ბატონი ბექა ნაროუშვილი;
13.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი უშაფათის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ბატონი დემური შეროზია;
14.თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნარგიზა ნარსია;
15.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი სოფიკო შალიკაშვილი;
16.კერძო სკოლა- ლიცეუმის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ქალბატონი ლალი კვარაცხელია;
17.გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის პირველისაჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი ნესტან გოგოხია;
18.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი სენაკის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ბატონი ამირან დავითაია;
19.ქალაქ სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქალბატონი ლია ბუკია;
20.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელის საჯარო სკოლის სპეც. მასწავლებელი ქალბატონი ნაზიბროლა წულეისკირი;
21..სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი მენჯის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი იმედო ბერაია;
22. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოსირის საჯარო სკოლის ისტ-ის და მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი თამარ მილორავა.
ღონისძიების სპონსორი იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი მამუკა კუჭავა და სენაკის ტექნოპარკის მენეჯერი თამარ მალანია.
მადლობას ვუხდით ღონისძიების ყველა სტუმარს მობრძანებისთვის, მასწავლებელთა ასოციაციას ღონისძიების ორგანიზებისათვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.

05/10/2024

ძვირფასო მასწავლებლებო!

გილოცავთ პროფესიულ დღეს. სწავლების ხელოვნება, ხომ აღმოჩენასა და დახმარების გაწევის ხელოვნებაშია. ბევრი აღმოგეჩინოთ და კიდევ უფრო მეტისთვის ყოფილიყავით ის ერთადერთი და დაუვიწყარი, რომელმაც შთააგონა, აღაფრთოვანა და გზად ბედნიერ_განცვიფრებული ფიქრის ფიქრად გააყოლა: "ეს რომ არ მცოდნოდა რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდა"

მომავალი განათლებაშია.

02/10/2024

ყურადღება!!!

ა/წ 7 ოქტომბერს 17:00 საათზე სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ტარდება მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
"განათლების ელჩები" .
გთხოვთ გვეწვიოთ.

პატივისცემით,
ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან არსებული ,,სენაკის მასწავლებელთა ასოციაცია".

Photos from ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი's post 30/09/2024

სსიპ გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის #1 საჯორო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა (რუსული სექტორი) წარადგინეს ნამუშევრები მოქალაქეობაში თემაზე: ,, სახელმწიფოს არსი ,,
ამ საკითხის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა გაიგეს, რა არის სახელმწიფო, რა მიზნით იქმნებოდა და ვითარდებოდა სახელმწიფოები. რას წარმოადგენს თანამედროვე სახელმწიფო, რით განსხვავდება ის ძველი სახელმწიფოებისგან, მაგალითად, როგორ იზღუდება მისი ძალაუფლება.
შეაფასეს წინარე ცოდნა. დაფიქრდნენ, რა სახის ინფორმაცია და აქტივობები დასჭირდებოდათ, რომ დავალების შესრულების შემდეგ უკეთესი შედეგი მიეღოთ.
კომპლექსური დავალების პირობა:
,,მოირგეთ ისტორიკოსის როლი, წარმოიდგინეთ, რომ ამ ეტაპზე მუშაობთ დოკუმენტურ ფილმზე, რომლის მიზანია, მაყურებელს გააცნოს დემოკრატიული სახელმწიფოს არსი. ამისთვის გეგმავთ შექმნათ სცენარი/ვიდეორგოლი. გსურთ, მაყურებელი უკეთ გაარკვიოთ, ზოგადად, რა მიზნით და როგორ იქმნებოდა სახელმწიფოები, რა გზა განვლეს მათ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებამდე და რა არის მათი ახლანდელი დანიშნულება.,,
სცენარში/ვიდეორგოლში მოსწავლეებმა თვალნათლივ წარმოაჩინეს:
-თანამედროვე სახელმწიფოს პრინციპები და დანიშნულება მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მხრივ;
-რით განსხვავდება ის ძველი ტიპის სახელმწიფოებისგან;
-მოქალაქეთა როლი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესში;
-ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა, როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწი- ფოებისთვის და მათი დაცვის მექანიზმები ძველ და თანამედროვე სახელმწიფოებში.

29/09/2024

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! 🆘️

ძლიერი ქარის გამო 30 სექტემბერს ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიის არც ერთ საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი არ განხორციელდება. 30 სექტემბრის, ორშაბათის, ცხრილით სწავლა 5 ოქტომბერს, შაბათს ჩატარდება.

Photos from ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი's post 23/09/2024

ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბაზაზე შეიქმნა მასწავლებელთა ასოციაცია.
ასოციაციის მიზანია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების ქსელურ მუშაობაში ჩართვა, ერთობლივად ღონისძიებების, პროექტებისა და ვორკშოპების მოწყობა, თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
ყველა პედაგოგს შეუძლია გაერთიანდეს აღნიშნულ ასოციაციაში. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ასოციაციის თავმჯდომარეს ქალბატონ მაია არჩაიას.

23/09/2024

ყურადღება!!!

ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში
შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების
ექსტერნატის ფორმით დაძლევის:
გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 სექტემბრიდან 2024
წლის 27 სექტემბრის ჩათვლით;
გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდა 2024 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 18 ოქტომბრის
ჩათვლით.

Photos from ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი's post 19/09/2024

დღეს, 19 სექტემბერს, ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ელისო შურღაიამ ჩაატარა შეხვედრა საჯარო სკოლების ექიმებთან და ექთნებთან. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფაზე, სამედიცინო პერსონალის კონპეტენციებსა და სკოლების საჭიროებებზე.
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რესურსცენტრის უფროსმა მისცა რეკომენდაციები. დაისახა თანამშრომლობითი ღონისძიებები.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 11/09/2024

https://mes.gov.ge/content.php?id=13856&lang=geo

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდ....

Want your school to be the top-listed School/college in Senaki?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address

ც. დადიანის 7
Senaki
4100