17/09/2026
ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის პროექტის ,, ხელოვნების საკვირაო სკოლის” ფარგლებში აცხადებს მიღებას ჯგუფში: „ქართული კალიგრაფიული ხელოვნება“.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
კალიგრაფიის საფუძვლებს;
კალიგრამის შექმნის ტექნიკას;
ორნამენტის აგებასა და რიტმს;
ტექსტისა და ვიზუალური ფორმის შერწყმის პრინციპებს.
სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის მიზანია ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავება და მონაწილეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.
ჯგუფში მიიღებიან 10 წლის ასაკიდან. კურსის ხანგრძლივობაა 9 თვე.
საბუთების მიღება იწარმოებს 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა, წერეთელის ქ.1.
სწავლის პროცესი ჩატარდება სამხატვრო სკოლაში, რუსთაველის ქ. №158 საკონტაქტო ტელეფონები: 555 33 03 07, 579 92 74 74.
სასწავლო პროცესი 3 ოქტომბრიდან დაიწყება. სწავლა ფასიანია.