სენაკის მეორე საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Senaki
  • სენაკის მეორე საჯარო სკოლა

სენაკის მეორე საჯარო სკოლა სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლა

გვინდა, სიხარულით გაგიზიაროთ ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლის VIII ა კლასის მოსწავლის, თამარი ადამია...
30/09/2026

გვინდა, სიხარულით გაგიზიაროთ ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლის VIII ა კლასის მოსწავლის, თამარი ადამიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. ( დამრიგებელი მაია დგებუაძე, ინგლისურის მასწავლებელი ნინო ჯოჯუა)

სტრასბურგში გამგზავრებამდე საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კორპუსის მიერ გამოცხადებულ ანალიტიკური ესეების კონკურსში თამარმა წარმატებით იასპარეზა და კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა სტრასბურგში ვიზიტის 50%-იანი თანადაფინანსება.

მიღებული დაფინანსების საფუძველზე თამარი სტრასბურგში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ევროპარლამენტის ინტერაქტიულ როლურ თამაშში.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროპარლამენტში საპარლამენტო დებატებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მათ წარმოადგინეს განსხვავებული პოზიციები, დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრებები, აწარმოეს მოლაპარაკებები და იმუშავეს საერთო გადაწყვეტილებებისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თამარის აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა ორგანიზაციამ მადლობის წერილით დააფასა, რომელიც დღეს ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლამ მიიღო.

ვულოცავთ თამარს ამ მნიშვნელოვან წარმატებასა და საერთაშორისო გამოცდილებას!
ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებს!

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჟიული შ...
30/09/2026

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი
„ჩვენი 33-ე ტკივილიანი შემოდგომა“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. მათ მიერ წარმოდგენილმა თემატურმა ნომრებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენები და გამოხატა პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითი დატოვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი გიორგი სუთიძე,დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა,საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ელისო შურღაია და სასკოლო საზოგადოება.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ გეოგრაფიის მასწავლებელი გულნარა ბარკალაია.

ხსოვნა, რომელიც თაობებს აერთიანებს , ისტორია, რომელიც არასოდეს უნდა დავივიწყოთ.

2026 წლის 24 სექტემბერს, IV-ა კლასში , დამრიგებლის მეგი გრიგოლიას ხელმძღვანელობით , სოხუმის დაცემისა და ეროვნული გმირის,...
24/09/2026

2026 წლის 24 სექტემბერს, IV-ა კლასში , დამრიგებლის მეგი გრიგოლიას ხელმძღვანელობით , სოხუმის დაცემისა და ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სამშობლოსადმი სიყვარულის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივისცემა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირები, ისაუბრეს ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს პატრიოტული ლექსები და პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებულთა ხსოვნას. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას მუზეუმის სპეციალისტი ქალბატონი მარინე აბრამია, ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ქალბატონი ლალი გულუა, კულტურის სახლის თანამშრომელი ნატო საჯაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების განყოფილების უფროსი სოფიო გვარამია. სკოლის დირექტორი ბატონი დემნა ჭანტურია და დირექტორის მოადგილე ქალბატონი თეა ფუტკარაია. სტუმრებმა მოსწავლეებს ესაუბრეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე და პატივი მიაგეს ქვეყნისთვის თავდადებული გმირების ნათელ ხსოვნას.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული ღირებულებების გააზრებას.

⚽️ სასკოლო სპორტული კვირეული 2026სასკოლო სპორტული კვირეულის 2026 წლის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N 2...
24/09/2026

⚽️ სასკოლო სპორტული კვირეული 2026
სასკოლო სპორტული კვირეულის 2026 წლის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მინი ფეხბურთის შეჯიბრება გოგონებს შორის.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ VIა და VIბ კლასების გუნდები. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ 3:2 ანგარიშით გამარჯვება VIა კლასის გუნდმა მოიპოვა. 🏆
მასწავლებლები ხვიჩა სანაია და ცოტნე ჯღამაძე
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ ორივე კლასის მოსწავლეებს! 👏⚽️

🏆 სასკოლო სპორტული კვირეული 2026სასკოლო სპორტული კვირეულის 2026 წლის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 ს...
23/09/2026

🏆 სასკოლო სპორტული კვირეული 2026

სასკოლო სპორტული კვირეულის 2026 წლის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მინი ფეხბურთის შეჯიბრება ვაჟებს შორის. მასწავლებლები, ხვიჩა სანაია და ცოტნე ჯღამაძე.
პირველ ეტაპზე ერთმანეთს VIა და VIბ კლასები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება VIბ კლასმა მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შემდეგ ეტაპზე VIბ კლასი VIIბ კლასს შეხვდა. თამაში განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოოდ გამარჯვება VIIბ კლასმა მოიპოვა და შეჯიბრების შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილე ყველა მოსწავლეს! ⚽🏆

🏀 სასკოლო სპორტული კვირეული 2026სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N 2 საჯარო ...
22/09/2026

🏀 სასკოლო სპორტული კვირეული 2026

სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრება მინი კალათბურთში, 3×3 ვაჟებს შორის.
შეჯიბრებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ VIIა და IXა კლასების მოსწავლეები.
დაძაბული და საინტერესო სპორტული ბრძოლის შედეგად, გამარჯვება VIIა კლასის გუნდმა მოიპოვა!

ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლა შეუერთდა სასკოლო სპორტულ კვირეულს, რომლის დევიზიც არის ,,ვისწავლოთ გ...
21/09/2026

ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლა შეუერთდა სასკოლო სპორტულ კვირეულს, რომლის დევიზიც არის ,,ვისწავლოთ გამარჯვება".

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის VII ა  კლასის მოსწავლე ანასტასია კუჭავა ახალი ქართული სერიალის  „სამზა...
16/09/2026

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის VII ა კლასის მოსწავლე ანასტასია კუჭავა ახალი ქართული სერიალის „სამზარეულო“ შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია.

ვულოცავთ ანასტასიას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ დიდ წარმატებას, საინტერესო როლებს, შემოქმედებით წინსვლასა და უამრავ ახალ შესაძლებლობას!

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!გისურვებთ მშვიდ, წარმატებუ...
15/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ მშვიდ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს, ახალ მიღწევებს, საინტერესო აღმოჩენებსა და დასახული მიზნების განხორციელებას.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, მათთვის დღეს სკოლის ცხოვრების პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. გისურვებთ, თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში წარმატებული, საინტერესო და ბედნიერი იყოს.

ასევე 2026 -2027 სასწავლო წელი მნიშვნელოვანია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის , გისურვებთ წარმატებით დაასრულოთ სკოლის წლები, ღირსეულად გადალახოთ ყველა გამოწვევა და თავდაჯერებით შეხვდეთ ცხოვრების ახალ ეტაპს.

დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვის იყოს ცოდნის გაღრმავების, პიროვნული განვითარების, წარმატებისა და დასახული მიზნების განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპი. ვუსურვებთ ჩვენს სასკოლო საზოგადოებას ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.

პატივისცემით სკოლის დირექცია.

საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიასაუნივერსიტეტო კონფერენცია ბათუმში: ,,უნივერსიტეტი სკოლას, სკოლა - ...
13/09/2026

საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია

საუნივერსიტეტო კონფერენცია ბათუმში: ,,უნივერსიტეტი სკოლას, სკოლა - უნივერსიტეტს"

მომხსენებელი, ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი ქალბატონი ნანა თავართქილაძე

Address

ახალგაზრდობის ხეივანი #13
Senaki
4100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სენაკის მეორე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სენაკის მეორე საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category