22/06/2026
💡 ხედვა — არ ისწავლება!
რამდენიმე წლის წინ, ლიდერშიფის შესწავლა დავიწყე და შემდეგ სწავლებაც მომიწია, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში.
კვლევებს ჩავუღრმავდი. ძალიან ბევრს ვეძებდი და ვქექავდი — მინდოდა, მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით მეთქვა ადამიანებისთვის, რომ ლიდერული უნარების დასწავლა და განვითარება ყველას შეუძლია...
აღმოჩნდა, რომ ასეც იყო:
Harvard Business Review და Forbes ხშირად ამტკიცებენ, რომ ლიდერშიფის ბევრი ტექნიკური უნარი — ფინანსები, დაგეგმვა, ეფექტური კომუნიკაცია თუ დელეგირება — „მყარი უნარებია“ (Hard Skills), რომელთა ათვისება კურსებით სრულიად შესაძლებელია, მაგრამ — ხედვის არა. ❌
ბევრი ფსიქოლოგი და ბიზნეს-თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ ხედვა “შინაგანი მოცემულობაა”. ის უკავშირდება ადამიანის კრეატიულობის დონეს, რისკისადმი ტოლერანტობასა და აზროვნების მასშტაბს (Big-picture thinking). თუ ადამიანს ბუნებრივად არ აქვს მიდრეკილება აბსტრაქტული აზროვნებისკენ, მას ამას ვერცერთი წიგნითა თუ ლექციით ვერ ასწავლი.
🖤
თემურ უგულავას ხედვებმა მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმები და სივრცეები შექმნა.
სულ მქონდა განცდა და სიმშვიდე, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩამოსულ, ნებისმიერი ინტერესის თუ გამოცდილების მქონე ადამიანს აღვაფრთოვანებდით, მისი იდეების წყალობით. ვიმედოვნებ, უდიდესი მემკვიდრეობა გაგრძელდება…
🏢✨
RIP TEMUR UGULAVA.
🕯️ვწუხვარ, სამყარომ ნამდვილი ვიზიონერი დაკარგა.
პატივისცემით,
ქრისტინე მალანია