15/06/2020
📣📢📢 თქვენი თხოვნით ჩვენო ძვირფასო მსმენელებო, ვინც დღეს ვერ მოახერხა აღნიშნულ ტრენინგი მონაწილეობა ისევ გაგრძელდა რეგისტრაცია ტრენინგზე: ,, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის აქტუალური საკითხები (უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა);
📢 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: shorturl.at/dfyLW
📢 ვინ შეიძლება ისე კომპეტენტურად წაიკითხოს აღნიშნული ტრენინგი თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა,( ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორანტმა) ბ-მა ვახტანგ ბოხაშვილმა!
ტრენინგზე დასწრება შეუძლია როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე მოქმედ ადვოკატებს, იურისტებს, რომელთაც პრაქტიკული შეხება აქვთ ანალოგიურ საქმეებთან,იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან
🔴 ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 21 ივნისს 13 სთ-იდან 18 სთ-მდე;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი,
🔵 ღირებულება - 40 ლარი.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
📖 მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული მიწის რეფორმა, მისი სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზები;
📖 1999-2004 წწ. და 2012 წ. სისტემური რეგისტრაციების მიმოხილვა და მათი სამართლებრივი მნიშვნელობა;
📖 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი და მნიშვნელობა;
📖 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და რეგისტრაციის საკანონმდებლო რეგულაცია: სარეგისტრაციო პროცესის მიმოხილვა, დოკუმენტების შეგროვება და სისტემატიზაცია;
📖 მიწაზე უფლების დამდგენი დოკუმენტების კლასიფიკაცია;
📖სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზება;
📖საკუთრების უფლების რეგისტრაცია კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე;
📖მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სპორადული და სისტემური რეგისტრაციის არსი, მიზანი და შედეგები;
📖 თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვება; მუნიციპალიტეტების როლი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში;
📖 საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურა;
📖სანოტარო მედიაცია მიწის დავებში; დოკუმენტების კუთვნილების ფაქტის დადგენა.
👉 კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს;
‼ ტრენინგი ჩატარდება პროგრამა zoom-ში, ტრენინგში მონაწილე მსმენელებს შეეძლებათ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ჩაწერა, ეკრანის გაზიარება, კომენტარების და ჩანაწერების გაკეთება, შეკითხვის დასმა.
🎯 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი" სკოლა"-ს მსმენელებზე, ხოლო 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ვიქტორინის გამარჯვებულებზე.
🌐 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა"-ს სერთიფიკატი;
💥 იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია, სულ 15 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას ვებინარში და გამოხმაურება ძალიან დიდია!
☎ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:5 92 340 310