06/03/2026
✅🫂რამდენიმე დღის წინ ჩვენი კლასის გოგონებმა პატივისცემით მიულოცეს ბიჭებს 2️⃣3️⃣ თებერვალი, დღეს კი ბიჭებმა ლამაზი ჟესტით უპასუხეს ამ ყურადღებას და 8️⃣ მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრებით გაახარეს გოგონები.
✅ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი საზოგადოებაში — დედის, დის, მეგობრისა და თანაკლასელის. ქალი არის სითბოს, ზრუნვისა და ძალის სიმბოლო, ამიტომაც განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
✅ბიჭების მხრიდან გამოხატული ყურადღება და მადლიერება სწორედ იმ ღირებულებებს უსვამს ხაზს, რომლებიც ერთმანეთის დაფასებასა და პატივისცემაზეა აგებული.
💜🌸ვულოცავთ ჩვენს გოგონებს 8️⃣ მარტს და ვუსურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და უამრავ ლამაზ მომენტს ცხოვრებაში! 💐✨