12/07/2026
რუსთავის მერიამ ქალაქის წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. უაღრესად ამაყები ვართ, რომ დაჯილდოებულთა შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც არიან! 🥇✨
წარმოგიდგენთ სკოლა „რუსთველის“ ოქროსმედალოსნებს:
🥇 საბა კალაიჯიშვილი
🥇 ნატალი ბერძენიშვილი
🥇 ნინო ჯაჭვაძე
🥇 ნინო პეტროვსკაია
დაიმახსოვრეთ ეს სახელები! ეს ნიჭიერი ახალგაზრდები მომავალში აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს, კიდევ ბევრჯერ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და მშობლიურ სკოლა „რუსთველს“.
ვულოცავთ ჩვენს რუსთველელებს ამ უდიდეს მიღწევას, ვუზიარებთ ამ სიხარულს მათ ოჯახებსა და მასწავლებლებს! წინ დიდი და ნათელი მომავალია! 🚀🎓🏆
#რუსთველი