ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი, Education, ლეონიძის 26ა, Rustavi.

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 20/05/2026

დღეს განსაკუთრებული დღეა სკოლებისთვის - ბოლო ზარი დაირეკა.

სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 სკოლა 110-მა მოსწავლემ დაამთავრა!

კიდევ ერთი თაობის თორმეტ წლიანი ოდისეა დამთავრდა, კიდევ ერთი თაობა დაემშვიდობა მშობლიურ სკოლას და შეუდგა დიდი ცხოვრების გზას, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით, ოცნებებით, პასუხისმგებლობითა და გამარჯვებებით.

გისურვებთ, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იპოვოს საკუთარი გზა, შეინარჩუნოს სიკეთე, ღირსება და სიყვარული სამშობლოს მიმართ.

გვწამს სკოლაში მიღებული ცოდნა, უნარები, გამოცდილება, მეგობრობა და ღირებულებები მუდამ თქვენი ძალა იქნება.

გისურვებთ ღირსეულად გევლოთ, უფლის შემწეობით აღგესრულებინოთ ,,სრბაი კეთილი’’.

დალოცვილი იყოს თქვენი გზა-სავალი, რომელიც არ იქნება იოლი, მაგრამ იქნება საინტერესო. არ დაივიწყოთ ,,ვისი გორისა ხართ’’ და მყინვარობას ნუ დახარბდებით, თერგი იყავით! სათიბ ბალახად დარჩით, ნუ მოინდომებთ ცელობას! მუდამ გახსოვდეთ, რომ ,,ამქვეყნად მხოლოდ ერთი საქართველოა და ისიც ჩვენია’’.

ჩვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენით.

ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ.

14/05/2026

🔎 პირველკლასელთა რეგისტრაცია (III ეტაპი — ტერიტორიული პრინციპი)

🔗 ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ საჯარო სკოლებშია შესაძლებელი მისი რეგისტრაცია:
🌐 https://experience.arcgis.com/experience/a88e0630cc8342f3b44f4dc6b306e436/

📖 დეტალური ინსტრუქცია — როგორ გადაამოწმოთ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
🔗 https://emis.ge/posts/127

📊 სკოლებში არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაცია:
🌐 https://skolebi.emis.ge/

⏰ რეგისტრაცია დაიწყება 15 მაისს, 09:00 საათზე
და გაგრძელდება
📅 25 მაისის 24:00 საათის ჩათვლით

🔗 რეგისტრაციის მისამართი:
🌐 https://registration.emis.ge/

🎥 რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
🌐 https://www.youtube.com/watch?v=dTkrkCSEtZg&t=1s

🏙 ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში:

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

🌐 რეგისტრაცია განხორციელდება ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისი სასკოლო უბნის საჯარო სკოლებში.

📘 რეგისტრაციის III ეტაპის დეტალები:
🌐 https://skolebi.emis.ge/details?key=2c5e0778-a83e-4e20-9e2a-b5a06be65c83

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის
📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#პირველკლასელები #სკოლისრეგისტრაცია #განათლება #საჯაროსკოლა

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 13/05/2026

🌍 2023 წლიდან ჩვენი სკოლა ოფიციალურად ჩართულია გაეროს სასკოლო მოდელირების პროექტში. წარმატებული სტარტის და შვედეთში საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებების შემდგომ, სასკოლო მოდელირებისათვის დელეგაციის მომზადება, აგერ უკვე მეოთხე წელია ტრადიციად ვაქციეთ. 2026 წლის დასკვნითი კონფერენცია 9-10 მაისს გაიმართა. 😊

დაწყებიდან დღემდე პროექტს, ისევ ერთგულად და თავდაუზოგავად ხელმძღვანელობს ორი ტრენერი - სალომე ჯანიაშვილი და ნათია კრაწაშვილი

კონფერენციის ფარგლებში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლე-დელეგატებმა ისეთ სერიოზულ საკითხზე იმუშავეს, როგორც შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში ადამიანთა უფლებების დაცვაა. ორდღიანი მწვავე დებატების, დისკუსიებისა და მოლაპარაკებების შემდეგ კი მიიღეს საბოლოო რეზოლუციები. უდიდესი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ამჯერად, ჩვენი დელეგაციის მთავარი კოორდინატორი და დასკვნითი კონფერენციის სამდივნოს გენერალური მდივანი გახლდათ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი კურსდამთავრებული, გაეროს სასკოლო, ეროვნული და საერთაშორისო მოდელირებების წარმატებული დელეგატი, ანა შუბითიძე, რომელიც დღეს უკვე ლეგის აკადემიის სამართლის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 💙

🏆 კონფერენციამ გამოავლინა პროექტის ოფიციალურ ნომინაციებში გამარჯვებული შემდეგი მოსწავლე-დელეგატები:

🥇 ნომინაცია “კონფერენციის საუკეთესო დელეგატი”
• მარიამ ყაჭეიშვილი - 10ა კლ. (დამრიგებელი ლ.კაპანაძე)
• გიორგი მძელური - 11ბ კლ. (დამრიგებელი მ.ჩიკვილაძე)

👏 ნომინაცია “გენერალური სამდივნოს საპატიო სიტყვიერი შექება“
• ანანო ღვინიაშვილი - 10ე კლ. (დამრიგებელი თ. ზაქარიაძე)
• ნია ნოზაძე - 11ბ კლ. (დამრიგებელი მ.ჩიკვილაძე)

📝 ნომინაცია „საუკეთესო პოზიციის განაცხადი“
• კატო თარიმანიშვილი - 10გ კლ. (დამრიგებელი ე. სულხნიშვილი)
• მარიამ ოქრაძე - 11ა კლ. (დამრიგებელი გ.უნგიაძე)

ვულოცავთ პროექტის თითოეულ მონაწილეს დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვეთ წარმატებებს ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე! 🌟😊

08/05/2026

იმედია, ბევრს დაგაინტერესებთ!

📢 9 და 10 მაისს სკოლაში გაიმართება გაეროს მოდელირება (Model United Nations).

📍 ადგილი: 213-ე ოთახი
📅 თარიღი: 9–10 მაისი, 2026

📋 გიზიარებთ ღონისძიების დღის განრიგს:

📅 09.05.2026
10:00–12:00 — პირველი საკომიტეტო სესია
12:00–13:00 — შესვენება
13:00–15:00 — მეორე საკომიტეტო სესია
15:00–15:30 — ყავის შესვენება
15:30–17:00 — მესამე საკომიტეტო სესია

📅 10.05.2026
11:00–12:30 — მეოთხე საკომიტეტო სესია
12:30–13:00 — შესვენება
13:00–15:00 — მეხუთე საკომიტეტო სესია
15:00–16:00 — რეზოლუციების წარდგენა / კენჭისყრა
16:00–17:00 — დახურვის ცერემონია

სურვილის შემთხვევაში, მოხარული ვიქნებით თქვენი სტუმრობით.
სალომე ჯანიაშვილი
Natia Kratsashvili

Send a message to learn more

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 07/05/2026

🏆 5 მაისს ქალაქ თბილისში გაიმართა ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026’’ — აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები მძლეოსნობაში, სადაც ჩვენი სკოლის ვაჟთა გუნდმა საპატიო II ადგილი მოიპოვა! 👏🥈

ჩვენი სკოლა კიდევ ერთხელ ასახელეს მძლეოსანმა ვაჟებმა:
დავით ნამგალაძემ, დავით შაშვიაშვილმა, დავით გრიგოლავამ, ამირან ხურციძემ, გიორგი მჭედლიძემ და დავით ჩეკურიშვილმა. 💙

გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის სკოლის სპორტის მასწავლებელს —ქალბატონ ნუნუ ჭავჭავაძეს. 🌟

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 05/05/2026

🎉ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს კინგსის ლიგის წლევანდელ კონკურსში წარმატებულ მონაწილეობას, რომელიც სამ საგანში ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ტარდებოდა. მათ ანგარიშზეა 🥇 14 ოქროს მედალი 🥈 3 ვერცხლის მედალი
📜 2 სერტიფიკატი

საპატიო დიპლომი გადაეცა სკოლასაც მოსწავლეების საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური მონაწილეობისა და მათ მიერ მიღწეული წარმატებებისათვის.

🏅 ოქროს მედალოსნები არიან:
• ალექსანდრე ნადარეიშვილი (2დ კლ) - ინგლისური ენა
• ნინა მოსულიშვილი (2ბ კლ) - ქართული ენა
• ანო გაბარაული (3დ კლ) - ქართული ენა
• რუსუდან ჯაფიაშვილი (3გ კლ) - ქართული ენა
• მილანა მოისეევა (3ა კლ) - ქართული ენა, მათემატიკა.
• მათეო ტალახაძე (3ა კლ) - მათემატიკა
• მათე გოგლიძე (3გ კლ) - ქართული ენა
• ერეკლე ნეფარიძე (3დ კლ) - ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა
• ოლივია ენდელაძე (4ე კლ) - ინგლისური ენა
• ლიზი ინასარიძე (4დ კლ) - ქართული ენა, მათემატიკა

🥈 ვერცხლის მედალს დაეუფლნენ: საბა ნარიმანიძე (2გ კლ) - მათემატიკა; გაბრიელ მაზმიშვილი (3ე კლ) - ინგლისური ენა; თეკლე ზავრადაშვილი (8ე კლ) - ინგლისური ენა

📜 მონაწილის სერტიფიკატი გადაეცათ: ნინა მოსულიშვილი (2ბ კლ) - მათემატიკა; ნიკოლოზ ალბორაშვილი (5ე კლ) - ქართული ენა.

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 24/04/2026

„პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!“
— გ. ლეონიძე

პოეტური სულით გასხივოსნებული დედიკოები ეწვივნენ ჩვენს სკოლას ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულში და თავიანთი შემოქმედებით, ხელოვნებით, სიყვარულით, გაზაფხულის სურნელით, სილამაზით სხივნარა დღე გვაჩუქეს. 🌸

პოეზია სულის მდგომარეობა, განსაკუთრებული ხედვა და სამყაროს შეგრძნებაა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სტრიქონებით, ესაა უნარი, დაინახო სილამაზე და პოეზია ყველგან.

მაიკო ხაჩიძე-ბებიაშვილის მიერ დანახულ სამყაროს, საოცრად ფაქიზ პოეტურ სტრიქონებს, ჩანახატებს მონუსხულნი უსმენდნენ მასწავლებლები თუ მოსწავლეები. გულის გულსა და გონებაში განსაკუთრებით გაიარა იმ ჩანახატებმა, მოზარდებისათვის აქტუალურ თემებს რომ შეეხო, ეს მათ თვალებში იკითხებოდა.

ლიკა წიქორიძე-პაპუაშვილის დახვეწილი ხელნაკეთი ნივთებით, აქსესუარებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა დიდ-პატარა.

ნინო ხუციშვილის შვილთან ერთად შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა ხიბლი შემატა გაზაფხულთან და პოეზიასთან ჩვენს პაემანს. 🎶

კიდევ ერთხელ დაგვატკბო თავისი ფაქიზი ნაკალმარით ჩვენმა შორენა მასწავლებელმა, შორენა ჭიღლაძე მართლაც სიტყვის დიდოსტატმა.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ უპირველესად საუკეთესო შვილების აღზრდისათვის, მადლობა იმ სიხარულისა და სილამაზისათვის, მწვანე აპრილის წვიმიანი დღე და დამსწრეთა გულები რომ გაამზიანეს! 💛🌿

24/04/2026

ვინ თქვა, რომ მათემატიკა მოსაწყენია? 🧐✖️➕

ჩვენმა კვირეულმა საპირისპირო დაამტკიცა! ბევრი ხალისი, ცოტა "ტვინის ჭყლეტა" და უამრავი გამარჯვებული ღიმილი.

ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები ნამდვილ მკვლევარებად და აღმომჩენებად იქცნენ. მათ დაამტკიცეს, რომ ლოგიკა, კრეატივი და გუნდური მუშაობა ნებისმიერი რთული ამოცანის გასაღებია. 🗝️

ამ ვიდეოში თავმოყრილია ის ემოციები, ხალისი და სამუშაო პროცესი, რომელმაც კვირეული ასეთი ფერადი გახადა. 🎬

მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისთვის და მასწავლებლებს მხარდაჭერისთვის!

#მათემატიკისკვირეული #სასკოლოცხოვრება #განათლება

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 24/04/2026

🌍✨ ჩვენს სკოლაში წელსაც წარმატებით ხორციელდება eTwinning-ის საერთაშორისო პროექტები!

სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი აქტიურად არის ჩართული სამ სხვადასხვა პროექტში, სადაც ევროპის სკოლებთან თანამშრომლობით მოსწავლეები მუშაობენ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე: ცხოვრებისეული უნარები, მედიაწიგნიერება და ლეგენდები.

20 აპრილს პროექტის ფარგლებში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ონლაინ პრეზენტაციები წარუდგინეს ევროპელ თანატოლებს და გააცნეს ქართული ლეგენდები — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კულტურათაშორისი დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. 🌏

წლის ბოლოს კი გაიმართება პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია.

Photos from ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის  N4 საჯარო სკოლა/ოფიციალური გვერდი's post 24/04/2026

ჟიური შარტავას სახელობის ქ. რუსთავის №4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეების საგანმანათლებლო ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-ის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში. 🚒

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ მეხანძრე-მაშველის პროფესია, მიიღონ ინფორმაცია ხანძრის პრევენციის, უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციებში სწორი ქცევის შესახებ. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას და უსაფრთხოების წესების დაცვას.

შეხვედრის დროს გაიმართა საუბარი ხანძრის დროს თავდაცვის საშუალებებზე. სპეციალისტებმა მოსწავლეებს აუხსნეს, როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის შემთხვევაში, როგორ დაიცვან თავი და სხვები საფრთხისგან.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ის საჭირო აღჭურვილობა, რომელსაც მეხანძრეები იყენებენ თავდაცვისა და ადამიანების გადარჩენის დროს, მათ შორის სპეციალური ტანსაცმელი, ჩაფხუტი, ჟანგბადის ბალონი და სხვა უსაფრთხოების საშუალებები. 🔥

ვიზიტი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო, რადგან მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უკეთ გაიგეს, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს. 📚✨

#საგანმანათლებლოვიზიტი #მეხანძრე #სკოლა

Want your school to be the top-listed School/college in Rustavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

ლეონიძის 26ა
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 08:30 - 17:00
Tuesday 08:30 - 17:00
Wednesday 08:30 - 17:00
Thursday 08:30 - 17:00
Friday 08:30 - 17:00