25/05/2026
🎓 სსიპ ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლის დირექცია გულითადად ულოცავს XII ა, XII ბ და XII გ კლასების მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულებას!
ეს დღე განსაკუთრებული და ემოციურია — სრულდება ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი შესაძლებლობებით, გამოცდილებითა და ოცნებებით სავსე გზა.
ვუსურვებთ თითოეულ თქვენგანს ბედნიერ, წარმატებულ და ნათელ მომავალს, დასახული მიზნების მიღწევას, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას, პროფესიულ და პიროვნულ წინსვლას. დაე, მუდამ გაგყვეთ ცოდნა, სიკეთე, მეგობრობა და ის ღირებულებები, რომლებიც სკოლაში შეიძინეთ.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებლებსა და მასწავლებლებს გაწეული შრომის, სიყვარულის, მხარდაჭერისა და თავდადებისთვის. ასევე მადლობას ვუხდით მშობლებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში შვილებთან ერთად იდგნენ, ამხნევებდნენ და მათი წარმატების თანამონაწილენი იყვნენ.
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ წარმატებულ მომავალს, ღირსეულ გზას და ბევრი ბედნიერი ოცნების ახდენას! 🌟
19/05/2026
სსიპ ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლემ, იუსიფ კურბანოვმა მონაწილეობა მიიღო 2026 წლის „EUROPEAN FESTIVAL“-ში, რომელიც გაიმართა თურქეთში, ალანიაში, 3-11 მაისს. 🇬🇪✨
მოსწავლემ წარმატებით დაიკავა I ადგილი . 👏🏆
ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ გარჯვებას 💫
19/05/2026
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მოთხოვნითა და მშობლებთან შეთანხმებით შეიქმნა „ღირებულებითი განათლების კლუბები“.
პილოტირების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 53 საჯარო სკოლა. პროექტი მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგისა და მეთვალყურეობის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობენ განათლების ექსპერტები, სპეციალისტები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და სხვა დაინტერესებული მხარეები.
პროექტის ფარგლებში სკოლებში გაიმართა წმინდა ქეთევან წამებულის ღვაწლის ამსახველი სპექტაკლი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელ მოსწავლეებზე. წარმოდგენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რწმენის, სიმტკიცის, სამშობლოსა და ღირებულებების ერთგულების მნიშვნელობა.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერებაში, ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.
18/05/2026
🌟 სასიხარულო სიახლე 🌟
სსიპ ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, ხათო ბაძაღუამ , მონაწილეობა მიიღო 2026 წლის „EUROPEAN FESTIVAL“-ში, რომელიც გაიმართა თურქეთში, ალანიაში, 3-11 მაისს. 🇬🇪✨
მოსწავლემ წარმატებით დაიკავა I ადგილი . 👏🏆
ვულოცავთ ხათოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ღირსეულ გამოსვლას საერთაშორისო ასპარეზზე! 💫🇬🇪
european festival 2026 -ის 7 ქვეყნიდან მთავარი გრანპრის მფლობელი გახდა რუსთავის ანსამბლი “კეღოშვილები” დაჯილდოვდნენ სხვა და სხვა ნომინაციში, მათ შორის თასი დაიმსახურა “აჭარულმა”სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლე ხათო ბაძაღუაა სოლოს შემსრულებელი…
16/05/2026
15 მაისს სსიპ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი თეატრალიზებული წარმოდგენა — „წუთია წუთისოფელი, იყო და არა იყო რა..."
ღონისძიება მოეწყო ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგისა და ქალაქ რუსთავის გ. ლორთქიფანიძის მუნიციპალურ-დრამატული თეატრის მსახიობის ეკატერინე ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით. წარმოდგენის სცენარის ავტორია ქალბატონი ლეილა აფციაური.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები:
🔹 ლიზი ბუცურიძე — Xგ კლასი
🔹 ბარბარე ქევხიშვილი — Xგ კლასი
🔹 ელენე თინაშვილი — Xგ კლასი
🔹 სალომე ბერუაშვილი — Xბ კლასი
🔹 გიორგი ცხოვრებაშვილი — XIბ კლასი
🔹 მარიამ ჭიჭიაშვილი — IXგ კლასი
🔹 შოთა ზაქაიძე — VIIIგ კლასი
🔹 ლუკა ბადალაშვილი — VIIIგ კლასი
მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი შესაძლებლობებით მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკატერინე ქვრივიშვილის მრავალწლიანი შრომა და თავდადება, რომელიც მხოლოდ სასცენო წარმოდგენების დადგმით არ შემოიფარგლება. ქალბატონი ეკატერინე მსგავსი აქტივობებით მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა სულიერ, ესთეტიკურ და კულტურულ განვითარებაზე — ეხმარება მათ საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში, შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, სცენური კულტურის ჩამოყალიბებაში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარულის გაღრმავებაში. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობას, ემპათიასა და ღირებულებების პატივისცემას, რაც მათ პიროვნულ ზრდასა და უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ასევე სსიპ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ნონა ხიდეშელს წარმოდგენის გაფორმებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების წარმატებით! 👏🎭
16/05/2026
სსიპ ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მიკაელა გაროზაშვილმა, მონაწილეობა მიიღო 2026 წლის საქართველოს ლიგაში, ტაიკვანდოში, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში, 2026 წლის 2-3 მაისს.
მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა და 9-11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, -48 კგ წონით კატეგორიაში, დაიკავა II ადგილი. ვულოცავთ მას და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ! 🥰🥰🥰🥰
08/05/2026
🏆 ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატებები სპორტში! 🏆
სსიპ ქ. რუსთავის N20 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებით, რომლებიც წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა სპორტულ ასპარეზზე.
🥊 მე-6დ კლასის მოსწავლეებმა დაჩი ხაჩიძემ და ლაზარე ხაჩიძემ ახალციხის ღია ჩემპიონატზე, მერიის თასზე, კრივში შესანიშნავი შედეგი აჩვენეს:
🔹 დაჩი ხაჩიძე — 57 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი
🔹 ლაზარე ხაჩიძე — 48 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი
🥋 ასევე, მე-6ბ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ზანდარაშვილი გამოირჩევა განსაკუთრებული მიღწევებით. იგი გახდა I ადგილის მფლობელი საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაზე და მოიპოვა სტიპენდიანტის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი წარმატებით არის ჩართული თეატრალურ საქმიანობაშიც და აქტიურად მონაწილეობს სასკოლო კულტურულ ცხოვრებაში.
🤼♂️ მე-7გ კლასის მოსწავლე გიორგი ივანეიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ქვემო ქართლის რეგიონის ღია პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, 48 კგ წონით კატეგორიაში, გახდა III ადგილის მფლობელი.
💫 მათე ბადრახიშვილიმა - მე- 8ა კლასის მოსწავლემ, ქვემო ქართლის რეგიონის ღია პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში - 57 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა II ადგილი.
🤼♂️24 აპრილს თბილისში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის შალვა ბაგაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მე -6 გ კლასის მოსწავლემ, გაბრიელ ლოლაძემ 35 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს 🥉მედალი მოიპოვა.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მომავალში!
ჩვენი სკოლა ამაყობს თქვენით! 🌟
08/05/2026
მასწავლებელთა საყურადღებოდ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მასწავლებელთა პროფესიუ.....
06/05/2026
📚✨ ქართული ენის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება — ლიტერატურული თეატრი „რუსთაველი და საქართველო“ ✨📚
1 მაისს სსიპ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მაყურებლის წინაშე წარდგა ლიტერატურული თეატრის ფორმატით — „რუსთაველი და საქართველო“.
ღონისძიების სცენარი და რეჟისურა ეკუთვნის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაყვალა ბერძენიშვილს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ X ბ კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი ენთუზიაზმით გააცოცხლეს შოთა რუსთაველის ეპოქა და მისი უკვდავი შემოქმედება.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ჩვენი ეროვნული საუნჯის — შოთა რუსთაველისა და მისი გენიალური პოემის — „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, ეროვნული მსოფლმხედველობის გააზრება და წარმოჩენა.
თეატრალიზებული წარმოდგენა ასევე ემსახურებოდა მოზარდებში კულტურულ-ესთეტიკური უნარების განვითარებას და ქართული ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავებას