სკოლა მილენიუმი

სკოლა მილენიუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სკოლა მილენიუმი, Education Website, XXI მიკრორაიონი, Rustavi.

სკოლის მისიაა აღზარდოს თანამედროვე ცოდნითა და ეროვნული თვითშეგნებით აღჭურვილი შემოქმედი მოქალაქე, რომელიც წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი მეთერთმეტეკლასელის, გიორგი აბრამიშვილის მიმართ, რომელმაც რუდუნებითა და სიყვარულით ააწყ...
16/09/2026

დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი მეთერთმეტეკლასელის, გიორგი აბრამიშვილის მიმართ, რომელმაც რუდუნებითა და სიყვარულით ააწყო მშობლიური სკოლის სავიზიტო ბარათი - ვებგვერდი.
საიტი, რა თქმა უნდა, უნიკალური არ არის, თუმცა საკმაოდ დახვეწილია. რაც მთავარია, მოსწავლემ გამოხატა თავისი პატივისცემა და სიყვარული მშობლიური სკოლის მიმართ. ამიტომ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრნი, მოინახულეთ ვებგვერდი და თქვენი კომენტარებით თუ მოწონებებით გაამხნევეთ ახალგაზრდა პროგრამისტი და შემოქმედი. გთავაზობთ ვებგვერდის ბმულს:

ისწავლე საქართველოსთვის, გამოადექი სამყაროს. მცირე კლასები, ოჯახური გარემო, Preschool 5-6 წლის ბავშვებისთვის.

ყურადღება! სიახლე სკოლა მილენიუმში!მოგეხსენებათ, მომავალ სასწავლო წელს სახელმწიფო გეგმავს საჯარო სკოლების მე-11 კლასში რ...
06/09/2026

ყურადღება! სიახლე სკოლა მილენიუმში!
მოგეხსენებათ, მომავალ სასწავლო წელს სახელმწიფო გეგმავს საჯარო სკოლების მე-11 კლასში რეპეტიტორიუმის ფარგლებში მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისათვის მოამზადოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მაშინ სკოლას ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი მოსწავლე დაამთავრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაორმაგდება კონკურენცია მისაღებ გამოცდებზე, განსაკუთრებით კი ის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამძაფრდება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით სკოლა მილენიუმმა გადაწყვიტა აქედანვე აუწყოს ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს და, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უკვე წელს მე-11 კლასიდან იწყებს ეროვნული გამოცდებისათვის მოსწავლეთა საგნობრივ მომზადებას მათი ინტერესების შესაბამისად.
სასწავლო საათობრივ ბადეში, გაძლიერებული საგნების გარდა, შესულია ყველა ის საგანიც, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული, თუმცა ისინი შემსუბუქებული რეჟიმით ისწავლება, რათა მოსწავლეთა ძირითადი ძალისხმევა მათ არჩეულ საგნებზე იყოს მიმართული.
პროგრამისათვის საგანგებოდ შეირჩნენ მასწავლებლები, რომლებსაც აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ.
ერთ სივრცეში გამოცდილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით სწავლა მომავალ აბიტურიენტებს, უპირველესად, გაათავისუფლებს სტრესისა და გადაღლის საფრთხისაგან, ამავდროულად ისინი მიიღებენ მაღალკვალიფიციურ საგნობრივ ცოდნას, რაც მათი წარმატების საწინდარი იქნება.

🎓❤️ სკოლა **„მილენიუმი“** განსაკუთრებული სიამაყით ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას!❤️...
31/08/2026

🎓❤️ სკოლა **„მილენიუმი“** განსაკუთრებული სიამაყით ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას!❤️🎓
**შვიდი განსხვავებული არჩევანი და ერთი დიდი საერთო წარმატება!** ❤️ წინ ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება:

🎓 **ანანო ჩალაძე** — თავისუფალი უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი

🎓 **გიორგი ხოფერია** — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი

🎓 **ლაზარე სიხარულაშვილი** — თსუ, ისტორიის ფაკულტეტი

🎓 **ანანო ინაშვილი** — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი

🎓 **დიტო ლაბაძე** — თსუ, ბიზნესის ადმინისტრირება

🎓 **მარიამ ფუტკარაძე** — კავკასიის უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი

🎓 **ქეთევან რეხვიაშვილი** — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

ინტენსიური საგამოცდო მომზადება 10-12 კლასებში!მილენიუმი აცხადებს მიღებას 10-12 კლასებში დიფერენცირებული სწავლების მოდელი...
08/08/2026

ინტენსიური საგამოცდო მომზადება 10-12 კლასებში!
მილენიუმი აცხადებს მიღებას 10-12 კლასებში დიფერენცირებული სწავლების მოდელით.
რას ნიშნავს ეს?
1. ინდივიდუალური პროფილი: სწავლების ფოკუსი გადადის ეროვნული გამოცდების საგნებზე (ქართული, მათემატიკა, უცხო ენა და არჩევითი საგნები).
2. ოპტიმიზებული პროგრამა: არასაგამოცდო დისციპლინებში დანერგილია შემსუბუქებული, შეღავათიანი რეჟიმი.
3. შედეგზე ორიენტაცია: მოსწავლე სკოლის ფარგლებში იღებს იმ ცოდნას, რომელშიც სხვაგან რეპეტიტორს უხდიან.
სარეგისტრაციოდ დარეკეთ: 595284814

08/08/2026
2025-26 სასწავლო წლის დასრულება სკოლა ,,მილენიუმის“ თანამშრომელთა დაუვიწყარი  ექსკურსიით აღინიშნა იმერეთში და რესტორან კ...
29/06/2026

2025-26 სასწავლო წლის დასრულება სკოლა ,,მილენიუმის“ თანამშრომელთა დაუვიწყარი ექსკურსიით აღინიშნა იმერეთში და რესტორან კიცხის კერაში იმერული ტრადიციული სტუმართმოყვარეობის არნახული ზეიმით დაგვირგვინდა.
აჯამურის ხეობაში მდებარე მე-7-8 საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, იგივე „ძლევის წმინდა გიორგის“ სახელობის მამათა მონასტერი, იმერეთის უმშვენიერეს ხეობაში შემონახული ის იშვიათი მარგალიტია, რომელშიც XVI საუკუნის ფრესკების ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ასეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა უმშვენიერესი ვარძიის დედაღვთისას მონახულება. ზემო იმერეთის სოფ. ვარძიაში მდებარე შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის ვარძიის მონასტრის დაარსება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. 1783 წლიდან ვარძიის მონასტერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კვიპროსის დედაღვთისას მონასტერთან და საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.
ამ ორი დიდებული და მადლიანი სულიერების კერის მონახულების შემდეგ არნახული სტუმართმოყვარეობის კერა აღმოჩნდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მდებარე რესტორანი ,,კიცხის კერა“ . მიუხედავად იმ სასიამოვნო განწყობისა და მოლოდინისა, რაც უკვე გვქონდა ამ რესტორნის მიმართ, სრულიად გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს მასპინძელთა განსაკუთრებულმა კეთილგანწყობამ, ზრუნვამ და მომსახურეობის მაღალმა კულტურამ. აბსოლუტური აღფრთოვანება დაიმსახურა უგემრიელესმა კერძებმა, საოცრად დახვეწილმა გარემომ და გემოვნებიანმა მუსიკამ. კიდევ ერთხელ, უსაზღვრო მადლობა გვსურს გამოვუცხადოთ რესტორან ,,კიცხის კერის“ დამფუძნებლებს, ადმინისტრაციას, ქალბატონ თამუნას, ბატონ ირაკლის და თითოეულ თანამშრომელს დიდებული მასპინძლობისთვის. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს და სასტუმროს სივრცის მალე მოწყობას, რადგან ერთი საღამოს გატარება ძალიან ცოტაა იმ სიამოვნებისა და ბედნიერებისთვის, რასაც ეს რესტორანი ანიჭებს სტუმრებს.
#სკოლამილენიუმი
#კიცხისკერა

11 ივნისს სკოლა ,,მილენიუმის" IV - V კლასის მოსწავლეები მეგობრული ვიზიტით ესტუმრნენ  ქ. თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის"  V ...
12/06/2026

11 ივნისს სკოლა ,,მილენიუმის" IV - V კლასის მოსწავლეები მეგობრული ვიზიტით ესტუმრნენ ქ. თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის" V კლასის მოსწავლეებს. სკოლებს შორის მეგობრობას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. პირველი შეხვედრა ქ. რუსთავში, სკოლა ,,მილენიუმში" შედგა, ხოლო ამჯერად ,,მილენიუმის" მოსწავლეები ესტუმრნენ ,,მზეკაბანელებს". აღნიშნული შეხვედრაც მეტად საინტერესო და სასიამოვნო იყო, დატვირთული სხვადასხვა აქტივობებითა და სანახაობებით.
პროგრამა მოიცავდა თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის" სააქტო დარბაზში მეხუთე კლასელების მიერ წარმოდგენილ საკონცერტო ნომრებს, რომელთა დასრულების შემდეგ ,,მილენიუმის" მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ფოლკლორული ცეკვები. საკონცერტო ნომრების წარმოდგენის შემდეგ სკოლა ,,მილენიუმის" დამფუძნებელმა, ქალბატონმა ელზა ლეკვეიშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სკოლა ,,მზეკაბანს".
შემდეგი ღონისძიება გაიმართა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმიში, სადაც სკოლა ,,მილენიუმის" IV - V კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, შორენა მამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი". მუზეუმს საჩუქრად გადაეცა სკოლა ,,მილენიუმის" ბიბლიოთეკარის, ცირა ბულაშვილის მიერ კალიგრაფიულად შესრულებული ამონარიდები დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან.
შეხვედრა მეორე ნაწილი დაეთმო ექსკურიას ნავენახევის მღვიმეში, ძევრის რეკრიაციულ ზონაში და გოგნის წმ. გიორგის კარუგდებლის სალოცავის მოლოცვითა და სტუმარ-მასპინძელთა ერთობლივი გალობით დაგვირგვინდა.
სკოლა ,,მილენიუმი" მადლობას უხდის ქ. თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის" ადმინისტრაციას, მათ პედაგოგებს, მე-5 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს, სასიამოვნო და დაუვიწყარი შეხვედრის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.

08/06/2026

📜✨ მიხეილ ლერმონტოვის პოეზიის საღამო სკოლაში! ✨📜📚 რუსული ენის პედაგოგების ორგანიზებით, სკოლაში ჩატარდა მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები.💡 ღონისძიება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა:🖋️ მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს მწერლის მდიდარი ბიოგრაფია და ცხოვრებისეული გზა.📖 წაიკითხეს და გააანალიზეს ავტორის გამორჩეული ლექსები, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს დამსწრეებზე.დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს იმ მარადიულ თემებზე, რომლებსაც პოეტი თავის შემოქმედებაში ეხებოდა.👏 უღრმესი მადლობა ორგანიზატორ მასწავლებლებს საინტერესო ინიციატივისთვის და თითოეულ მოსწავლეს ასეთი მონდომების, ლიტერატურის სიყვარულისა და საღამოში აქტიური მონაწილეობისთვის!

Address

XXI მიკრორაიონი
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 15:00
Friday 09:00 - 16:00

Telephone

+995595284814

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა მილენიუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა მილენიუმი:

Shortcuts

Share