კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურს- ცენტრი:
ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, პროფესიულ და საგანმანათლებლო -სააღმზრდელო დაწესებულებებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურს-ცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;
გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე საჯარო სკოლების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ;
დ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;
ე) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმა.ია კერძო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან «საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის» მე-3 თავის შესაბამისად;
ვ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე;
ზ) ახორცილებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას;
თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;
ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერშემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებში;
კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობას;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა,) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, პროფესიულ და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე AAარსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში;
ო) ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდელობით დადგენლი წესით; უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის წარმოებას და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდულად ან საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის წარდგენას სამინისტოში; კურირებს ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების და სპეციალურ საგანმანათლებლო- სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობას;
პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან;
ჟ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცენტრში შესულ კორესპოდენციებს;
რ) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;
ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.