ბახვის საჯარო სკოლა (Bakhvi Public School)

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • ბახვის საჯარო სკოლა (Bakhvi Public School)

ბახვის საჯარო სკოლა (Bakhvi Public School) Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბახვის საჯარო სკოლა (Bakhvi Public School), School, სოფელი ბახვი, გურია, ოზურგეთის რაიონი, Ozurgeti.

სკოლა დაარსდა სოფელ ბახვის მკვიდრის იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელის ( ქიქოძე) ინიციატივით და ფინანსებით 1872 წელს.
ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში შენახული 12 000 მანეთის პროცენტები - 732 მანეთი ყოველწლიურად განათლების სამინისტროს უწყებას ეძლეოდა ბახვის სკოლის მუდმივი სარგებლობისათვის.
ორი წლის მანძილზე სკოლას ფუნქციონირება არ დაუწყია , რადგან გაბრიელის სკოლისათვის შესაფერის მასწავლებელს ეძებნენ.
1874 წლის 8 ნოემბერს სკოლაში გამოცხადდა გიგო შარაშიძე . 9 ნოემბერს მამასახლისის მიერ გაფრთხილებულმა ბახველებმა სკოლაში 200 ბავშვი მიიყვანეს...
სკოლაში ჩაირიცხა 129 ბავშვი ,რომელიც სამ ასაკობრივ ჯგუფად გაიყო.
პირველი კორესპონდენცია:
გაზეთი ,,დროება“ 1875 წელი: ,,გურიაში ყველა სასოფლო სკოლებზედ.... სხვა უეზდების სასოფლო სკოლებზედაც უფრო დაწინაურებულია ბახვის საზოგადოების სასოფლო სკოლა... ეს... ორეტაჟიანი შენიბაა და რიგიანი მასწავლებელიცა ჰყავს . ამ სკოლაში ეხლა 138 მოსწავლენი დაიარებიან , რომლებსაც ძლიერ კარგად და მოსაწონად ასწავლის ახალი მეთოდით ბსკოლის მასწავლებელი...“( კ.კალანდარიშვილი)
მას შემდეგ... სკოლა ღირსეულად აგრძელებს არსებობას...

23/08/2026

ბოლო დღეები განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. სკოლას რამდენიმე თაობა სტუმრობდა 24, 30, 48 , 50 წლის წინ კურსდამთავრებულები...როდესაც სკოლაში ამდენი წლის წინანდელი კურსდამთავრებულები თითქმის ერთდროულად ბრუნდებიან, ეს ნიშნავს, რომ სკოლამ შეძლო შეექმნა არა დროებითი სასწავლო სივრცე, არამედ საერთო ფესვები და სულიერი თავშესაფარი. ნახევარი საუკუნის შემდეგაც ადამიანი რომ ბავშვობის კედლებში ეძებს სითბოს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქ მიღებული გამოცდილება მისთვის ფუნდამენტური და წარუშლელი დარჩა.
50 და 30 წლის წინანდელი თაობების ცხოვრებაში უამრავი ეპოქალური ცვლილება, სირთულე და გარდატეხა მოხდა. ამხელა დროითი დისტანციის მიუხედავად, პირველ ადგილზე მაინც სასკოლო მეგობრობა, პედაგოგების მადლიერება და გაკვეთილებზე გატარებული წლები წამოვიდა. დრომ ყველაფერი გაცხრილა და მხოლოდ ნამდვილი, გულწრფელი ემოცია დატოვა.
პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს. ეს სტუმრობები ადასტურებს, რომ:
სკოლაში ყოველთვის იდო დიდი ადამიანური სითბო და ურთიერთპატივისცემა, რაც ბავშვებს მთელი ცხოვრება გაჰყვათ.
ეს კედლები მათთვის ასოცირდება უსაფრთხოებასთან, პირველ წარმატებებთან და ბავშვობის სილაღესთან.
სკოლის ტრადიცია და ისტორია ცოცხალია — ის არ დარჩენილა მხოლოდ საარქივო ჟურნალებში, არამედ ადამიანების გულებში ცოცხლობს
ეს შეხვედრები უმნიშვნელოვანესი გზავნილია დღევანდელი მოსწავლეებისთვისაც. ისინი ხედავენ, რომ წლები გავა და მათი დღევანდელი მერხი, მეგობრობა და მასწავლებელთან გატარებული ყოველი წუთი ათწლეულების შემდეგ ყველაზე ძვირფას განძად იქცევა.
ეს არის ნამდვილი „სკოლა-ოჯახის“ ფენომენი — ადგილი, სადაც ადამიანებს დაბრუნება უხარიათ, რადგან იციან, რომ იქ მათი ბავშვობა და საუკეთესო მოგონებები ელოდებათ.
მრავალი ასეთი ბედნიერი დღე ჩემს სკოლას, და არამარტო ჩემს!...

18/08/2026

ძვირფასო მშობლებო, სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექცია გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,დაწყებით საფეხურზე, I-VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება არის სავალდებულო.

განათლების სამინისტროს მიერ განისაზღვრა მისი ღირებულება, კერძოდ: ვაჟებისა და გოგონების კომპლექტის საერთო ღირებულება შეადგენს 95 ლარს. კომპლექტში შედის: ვაჟებისთვის - პიჯაკი და ორი შარვალი; გოგონებისთვის - პიჯაკი,შარვალი და ქვედაბოლო.

პირველ ეტაპზე 1-14 სექტემბრამდე ფორმები იქნებაპირველკლასელთათვის. მეორე ეტაპზე-ოქტომბერში მეორე-მეოთხე კლასელთათვის, ხოლო მესამე ეტაპზე-ნოემბერში, მეხუთე -მეექვსე კლასელთათვის.

პირველი ეტაპის ფორმები განთავსდება ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში. გრაფიკის მიხედვით მოხდება მშობლების გამოცხადება და ფორმების შეძენა მხოლოდ საბანკო ბარათით გადარიცხვით. იქვე მოწყობილი იქნება გარდერობი, სადაც შეეძლებათ ბავშვებს ფორმის მორგება.

ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახის სოციალურის ქულა არის 65000 და ქვემოთ, ფორმას მიიღებენ უსასყიდლოდ.
შეძენისას კომპლექტის დაშლა არ შეიძლება. სურვილის შემთხვევაში მშობელს შეუძლია შეიძინოს ორი კომპლექტი

ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ დამდეგ სასწავლო წელს გისურვებთ!❤

ჩემო საყვარელო მოსწავლეებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი გზა დიდ ცხოვრებაში! იქართველეთ, იმამულ...
20/05/2026

ჩემო საყვარელო მოსწავლეებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი გზა დიდ ცხოვრებაში! იქართველეთ, იმამულიშვილეთ ! მჯერა თქვენი და მეიმედებით!!!

12 მაისი , ანდრია პირველწოდებულის ქართლად შემოსვლის და კათალიკოს -პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის დღე ,განსაკუთრებუ...
13/05/2026

12 მაისი , ანდრია პირველწოდებულის ქართლად შემოსვლის და კათალიკოს -პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის დღე ,განსაკუთრებულად აღნიშნეს სსიპ- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა . ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებულ ჯიხეთისა და ორაგვეს დედათა მონასტრებში, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობისა და ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმებში.
ეს დღე მათთვის იყო როგორც სულიერი განწმენდის, ისე შემეცნებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა. გარკვეული პასუხისმგებლობაც ქვეყნის წარსულისა და მომავლის წინაშე.დღს ბოლოს ტრადიციისამებრ გზად შემხვედრ სოფელ აცანის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამოიარეს და მთანმხლებ პედაგოგებთან ერთად მეგობრული სპორტული შეჯიბრებებიც ჩაატარეს.

დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება! 🌍💚მესამე კლასელებმა, დამრიგებელ ფიქრია მაჭარაშვილის ხელმძღვანე...
22/04/2026

დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება! 🌍💚

მესამე კლასელებმა, დამრიგებელ ფიქრია მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, „დედამიწის დღის“ კვირეული საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს:

📖 წაიკითხეს და იმსჯელეს მოთხრობაზე „რამ აატირა დედამიწა“;

🧠 ჩაატარეს შემეცნებითი ვიქტორინა;

✍️ დაწერეს ამბები წინდაუხედავ ადამიანებზე, რათა უკეთ გაეაზრებინათ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა;

🎨 შექმნეს ფერადი პლაკატი — „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.კვირეულის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი კი „მწვანე ბარათების“ გადაცემა იყო.მწვანე ბარათის“ სერტიფიკატები მიღების შემდეგ ემოციური იყო დადებული პირობა — მოვუაროთ დედამიწას!

მადლობა ფიქრია მაჭარაშვილს მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის. 🙌💚
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბახვის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები რესურს ოთახს ეწვივნენ. სპეციალურმა მასწავლებელმა, ნანა ბაჯელიძემ, მოსწავლეებს უმასპინძლა და მათთან ერთად გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელა.

ჩვენი რესურს ოთახი და მისი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მასალები მუდმივად ღიაა ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, თანამშრომლობითი გარემოს შექმნას და იმის გააზრებას, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა

17 აპრილს სკოლას ეწვია ყოფილი კურსდმთავრებულები ანი ანთაძე და გიორგი ჭელიძე ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართვ...
20/04/2026

17 აპრილს სკოლას ეწვია ყოფილი კურსდმთავრებულები ანი ანთაძე და გიორგი ჭელიძე ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები,მათ გულწრფელად გაუზიარეს გამოცდილება და მოსწავლეებს გააცნეს აკადემიის სასწავლო პროგრამები, კარიერული შესაძლებლობები და სტუდენტური ცხოვრება.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მოტივაციის მომცემი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

Address

სოფელი ბახვი, გურია, ოზურგეთის რაიონი
Ozurgeti
3500

Telephone

+995577941121

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბახვის საჯარო სკოლა (Bakhvi Public School) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბახვის საჯარო სკოლა (Bakhvi Public School):

Share

Category