კოლეჯი ”ჰორიზონტი”

კოლეჯი ”ჰორიზონტი” აირჩიე პროფესია - შეიქმენი მომავალი.

🎓 ახალი პროფესიის არჩევის დროა! „ჰორიზონტში” პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო!თუ გსურს შეიძინო პრაქტიკული ც...
21/09/2026

🎓 ახალი პროფესიის არჩევის დროა!

„ჰორიზონტში” პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო!

თუ გსურს შეიძინო პრაქტიკული ცოდნა და ახალი პროფესიული შესაძლებლობები, გაეცანი პროგრამებს:

📍 ჩოხატაურის ლოკაცია
🌲 სატყეო საქმე
👶 სკოლამდელი აღზრდა

📍 ლანჩხუთის ლოკაცია
👗 მოდის ტექნოლოგია და დიზაინი
👶 სკოლამდელი აღზრდა
🏨 სასტუმროს მომსახურება

🗓️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.

რეგისტრაცია შესაძლებელია:
💻 ონლაინ -vet.emis.ge-ზე
🏫 ადგილზე -კოლეჯის შესაბამის ლოკაციებზე.

თუ უკვე იცი, რა პროფესიის დაუფლება გინდა -არ გადადო .

შეარჩიე პროგრამა, გაიარე რეგისტრაცია და გადადგი ნაბიჯი შენი პროფესიული მომავლისკენ.

📌 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან გვეწვიეთ კოლეჯის ლოკაციებზე.

For English, scroll down @🇮🇹 იტალიაში მიღებული გამოცდილება-ახალი ცოდნა, ახალი შესაძლებლობები და პროფესიული ზრდა! 👩‍🍳✨კოლ...
04/09/2026

For English, scroll down

@🇮🇹 იტალიაში მიღებული გამოცდილება-ახალი ცოდნა, ახალი შესაძლებლობები და პროფესიული ზრდა! 👩‍🍳✨

კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს პროფესიული განათლების მასწავლებელი ანა ძიძიგური იტალიაში კულინარიის სკოლა „ალმაში“ იმყოფება, სადაც პროფესიული განვითარების ფარგლებში კულინარიის მიმართულებით მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს. 🇮🇹 👩‍🍳პროექტი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც ანა გვიყვება, ტრენინგის პირველი დღეებიდანვე მისი პროფესიული უნარები დადებითად შეფასდა. ⭐ გამოიკვეთა მისი და მისი მეწყვილის მიერ მომზადებული კერძების ტექნოლოგიურად სწორად შესრულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ანას მაღალ კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. 👏

იტალიაში ანა ეცნობა და შეისწავლის იტალიური სამზარეულოს არაერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიას: 🇮🇹🍝

🍝 პასტის სხვადასხვა სახეობა და მომზადების ტექნოლოგია — ტალიატელე, ფეტუჩინი, პაპარდელე, ტორტელინი, ორეკიეტი და სხვა;

🍚 რიზოტოს მომზადების ტექნოლოგია;

🥔 ნიოკის მომზადება და ფორმის მიცემა;

☕ ყავის კულტურა და მომზადების ტექნოლოგია-მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ყავის კულტურას, პროფესიულ დანადგარებსა და ყავის მომზადების სწორ წესებს.

გარდა პრაქტიკული სწავლებისა, პროგრამა მოიცავს ექსკურსიებსა და კულტურულ აქტივობებსაც 🏛️🌍, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიულ გამოცდილებას იტალიური კულტურისა და გასტრონომიული ტრადიციების გაცნობაც შეუთავსონ. 🇮🇹❤️

ანა განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნა მისთვის არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, არამედ პროფესიული გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას ნიშნავს. 📈👩‍🍳

ჩვენთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ,,ჰორიზონტი”- ს პროფესიული განათლების მასწავლებლები მუდმივად ვითარდებიან 🚀, ეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას 🌍 და მიღებულ ცოდნას მომავალში ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს უზიარებენ. 👩‍🎓👨‍🎓✨

#კოლეჯიჰორიზონტი #პროფესიულიგანათლება #პროფესიულიგანვითარება #იტალია 🇮🇹 #კულინარია 👩‍🍳 #საერთაშორისოგამოცდილება #ახალიცოდნა #ახალიშესაძლებლობები

🇮🇹 Experience Gained in Italy — New Knowledge, New Opportunities and Professional Growth! 👩‍🍳✨

Anna Dzidziguri, a vocational education teacher at College “Horizont”, is currently in Italy 🇮🇹, where she is gaining valuable hands-on experience in the field of culinary arts as part of her professional development. 👩‍🍳📚

As Anna tells us, her professional skills have been positively evaluated since the very first days of the training. ⭐ In particular, the technically accurate preparation of dishes by Anna and her training partner stood out, once again demonstrating her high level of qualification and practical experience. 👏

During her stay in Italy, Anna is learning and gaining practical experience in a number of important Italian culinary techniques: 🇮🇹🍝

🍝 Different types of pasta and their preparation techniques — tagliatelle, fettuccine, pappardelle, tortellini, orecchiette and more;

🍚 Risotto preparation techniques;

🥔 Gnocchi preparation and shaping;

☕ Coffee culture and preparation techniques — as part of a masterclass, participants learned about coffee culture, professional equipment and proper coffee preparation methods.

In addition to practical training, the programme also includes excursions and cultural activities 🏛️🌍, giving participants the opportunity to combine their professional learning experience with an exploration of Italian culture and gastronomic traditions. 🇮🇹❤️

Anna particularly highlights that the knowledge gained during the training is not only an opportunity to learn new culinary techniques, but also a valuable step towards deepening and further developing her professional experience. 📈👩‍🍳

For us, it is especially important that our college teachers continuously develop their skills 🚀, learn from international practices 🌍, and share the knowledge and experience they gain with our vocational students in the future. 👩‍🎓👨‍🎓✨
🌟

🇮🇹 👩‍🍳

For English , scroll down 📚✨ 7 სექტემბრიდან სწავლას ვანახლებთ!💙7 სექტემბრიდან კოლეჯი „ჰორიზონტი“ კვლავ უბრუნდება პროფესი...
04/09/2026

For English , scroll down

📚✨ 7 სექტემბრიდან სწავლას ვანახლებთ!💙

7 სექტემბრიდან კოლეჯი „ჰორიზონტი“ კვლავ უბრუნდება პროფესიულ სტუდენტებთან ერთად ყოველდღიურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.

ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები ახალი ენერგიითა და შემართებით გავაგრძელებთ გზას წარმატებისკენ. 💪✨

გელოდებით 7 სექტემბრიდან კოლეჯი „ჰორიზონტი"ს სამივე ლოკაციაზე. 💙

#კოლეჯიჰორიზონტი #ახალიდასაწყისი #პროფესიულიგანათლება #7სექტემბერი #ლანჩხუთი #გორაბერეჟოული

📚✨ Classes Resume on September 7! 💙

Starting September 7, College “Horizonti” is once again returning to an engaging, dynamic, and development-oriented learning process together with our vocational students.

Our vocational education teachers and students will continue their journey toward success with renewed energy, enthusiasm, and determination. 💪✨

💙 We look forward to welcoming you from September 7 at all three locations of College “Horizonti”!

For English, scroll down 🌍✨ როგორ იცვლება პროფესიული განათლება ციფრულ ეპოქაში? 🔹რომელი ციფრული უნარი იქნება ყველაზე მნიშ...
05/08/2026

For English, scroll down

🌍✨ როგორ იცვლება პროფესიული განათლება ციფრულ ეპოქაში?

🔹რომელი ციფრული უნარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომავლის პროფესიონალებისთვის?

🔹შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მომავალში განათლების მიღებისა და გადაცემის პროცესის კიდევ უფრო შეცვლას?

სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად და ახალი გამოცდილების გასაზიარებლად, კოლეჯი „ჰორიზონტი“ აგრძელებს საერთაშორისო განვითარების გზას. 🚀

🇦🇹 ვენაში, TU Wien Academy -ში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი იმედა ლობჟანიძე -პროფესიული პროგრამა ,, კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ - ს ხელმძღვანელი ჩოხატაურის ლოკაციაზე.

💻 ციფრული ტექნოლოგიები დღეს განათლების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კი გვეხმარება, კიდევ უფრო საინტერესო, თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შევქმნათ ჩვენი პროფესიული სტუდენტებისთვის. ვულოცავთ იმედას ამ წარმატებას, საინტერესო ვიზიტსა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას ვუსურვებთ. 😊

💬 თქვენ კი გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში :

🤔 როგორი იქნება პროფესიული განათლება მომავალში?

🔸როგორ დაეხმარება ციფრული უნარები ახალგაზრდებს კარიერულ განვითარებაში?

🔸თქვენი აზრით, რომელი ციფრული უნარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომავლის პროფესიონალებისთვის? 💬👇

☺️ თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

🌍✨ How is vocational education changing in the digital era?

🔹 Which digital skill will be the most important for future professionals?
🔹 Will artificial intelligence continue to transform education in the future?

To explore answers to these questions and share new experiences, College “Horizont” continues its path of international development. 🚀

🇦🇹 Our vocational teacher, Imeda Lobzhanidze — Head of the “Computer Networks and Systems” vocational program at the Chokhatauri location — will participate in a study visit planned at TU Wien Academy in Vienna.

💻 Today, digital technologies are one of the key driving forces in education. Sharing international experience helps us create an even more engaging, modern, and practice-oriented learning environment for our students.

🤔 What will vocational education look like in the future?
🔸 How will digital skills support young people in their career development?

🔸 In your opinion, which digital skill will be the most important for future professionals? 💬👇

💬 Share your thoughts in the comments — your opinion matters to us!იმედა ლობჟანიძე

For English, scroll down 🎓🧸 ოცნებებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი…კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის სასწავლ...
04/08/2026

For English, scroll down

🎓🧸 ოცნებებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი…

კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის სასწავლო ლოკაციაზე განსაკუთრებული დღე აღინიშნა-სკოლამდელი აღზრდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა ტრადიციული ქუდების აყრის ცერემონიით სწავლების წარმატებით დასრულება იზეიმეს. 🎉

ყოველი დასრულებული გზა ახალ დასაწყისს ნიშნავს. დღეს უკვე ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან, თავიანთი ცოდნა, სითბო და ზრუნვა მომავალ თაობებს გაუზიარონ. გვჯერა, რომ ისინი ბავშვებისთვის არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ შთამაგონებელი ადამიანები იქნებიან. 💛

ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გვჯერა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ წარმატებული პროფესიული მომავლის შექმნაში დაეხმარება.

💐 წარმატებებს გისურვებთ ახალ გამოწვევებში!

📸 გიზიარებთ ამ განსაკუთრებული დღის ულამაზეს კადრებს. 💛

შემოგვიერთდით მილოცვებში-დატოვეთ კომენტარებში თქვენი თბილი სიტყვები და წარმატებები უსურვეთ ჩვენს კურსდამთავრებულებს. 🎓✨

#კოლეჯიჰორიზონტი #ლანჩხუთი #სკოლამდელიაღზრდა #პროფესიულიგანათლება #ახალიდასაწყისი

🎓🧸 Another meaningful step toward a bright future…

A special day was celebrated at Horizont College’s Lanchkhuti campus, where students of the Early Childhood Education vocational programme marked the successful completion of their studies with the traditional graduation cap toss ceremony. 🎉

Every ending marks the beginning of a new journey. Today, our graduates are ready to share their knowledge, kindness, and dedication with future generations. We believe they will become not only caring educators but also inspiring role models for the children they will guide. 💛

We warmly congratulate each graduate on this important achievement and wish them every success as they begin the next chapter of their professional journey.

💐 Best of luck with all the opportunities and challenges that lie ahead!

📸 We are delighted to share some of the most memorable moments from this special day.

Join us in celebrating our graduates—leave your congratulations and best wishes in the comments! 🎓✨

კოლეჯი ,,ჰორიზონტი” ახალგაზრულ ფესტივალზე ! არ გამოტოვოთ! ბევრი სასიამოვნო და საინტერესო აქტივობა გელით! 🎯🚀
31/07/2026

კოლეჯი ,,ჰორიზონტი” ახალგაზრულ ფესტივალზე ! არ გამოტოვოთ! ბევრი სასიამოვნო და საინტერესო აქტივობა გელით! 🎯🚀

4 აგვისტოს, ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ეზოში (ტექნოპარკის მიმდებარედ) ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.

• 14:00 საათი - სპორტული ტურნირები ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში;

• 16:00 საათი - გამოფენა-მასტერკლასები: ახალგაზრდების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური, სახელოვნებო თუ სხვა რესურსების გამოფენა და ადგილზე შექმნის პროცესი;

• 16:00 საათი - საინფორმაციო კუთხე: კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ და ოზურგეთის ტექნოპარკი;

• სახის მოსახატი აქტივობები ბავშვებისთვის;

• ფოტოჯიხური;

• 19:00 საათი - ,,ღია მიკროფონი“: პანელური დისკუსია, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები; DJ-ის პროგრამა;

დასწრება თავისუფალია!

For English, scroll down👩‍🍳 სასიხარულო ამბავს გიზიარებთ!  კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი და კულინ...
30/07/2026

For English, scroll down

👩‍🍳 სასიხარულო ამბავს გიზიარებთ!
კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი და კულინარიის ხელოვნების პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი, ანა ძიძიგური, პროფესიული განვითარების მიზნით იტალიასა და საფრანგეთში მიემგზავრება.

🇮🇹 იტალიაში, ქალაქ კოლორონოში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში – ALMA – The School of Italian Culinary Arts-ში, ხოლო 🇫🇷 საფრანგეთში, პარიზში, École Ducasse-ში, იგი მონაწილეობას მიიღებს კულინარიის ხელოვნების მიმართულების პროფესიული მასწავლებლების საერთაშორისო განვითარების ვიზიტებში. 🌍📚

💡 ეს შესაძლებლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი კოლეჯის საგანმანათლებლო ხარისხს და პროფესიული სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. 📖🤝

👏 გულითადად ვულოცავთ ანას ამ მნიშვნელოვან პროფესიულ შესაძლებლობას!

🌟 ვუსურვებთ წარმატებულ ვიზიტს, საინტერესო შეხვედრებს, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რომელიც ჩვენი პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯის განვითარების წინაპირობა იქნება. ✈️📚👨‍🍳

👩‍🍳 We are delighted to announce that Ana Dzidziguri, a vocational education teacher at Horizont College and the Head of the Culinary Arts Vocational Program, has been selected to participate in prestigious international professional development visits.

🇮🇹 She will attend the renowned ALMA – The School of Italian Culinary Arts in Colorno, Italy, and 🇫🇷 École Ducasse in Paris, France, where she will take part in professional development programs designed for Culinary Arts educators. 🌍📚

💡 This valuable opportunity will enable her to gain international experience, explore innovative teaching methods, and exchange best practices with leading experts in the culinary field. The knowledge and experience she brings back will further strengthen the quality of education at Horizont College and create even greater opportunities for our students. 👨‍🎓✨

👏 We warmly congratulate Ana Dzidziguri on this remarkable achievement and wish her a successful, inspiring, and productive journey filled with new knowledge, meaningful connections, and unforgettable experiences. ✈️🌟Ana Dzidziguri

For English, scroll down 🎓✨ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ლოკაციაზე კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა.დღე გან...
30/07/2026

For English, scroll down

🎓✨ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ლოკაციაზე კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დღე განსაკუთრებული ემოციებით და დაუვიწყარი მოგონებებით აღინიშნა. ღონისძიების მთავარი სიმბოლო კი ტრადიციული ქუდების აყრის ცერემონია გახდა, რომელმაც კურსდამთავრებულებისთვის პროფესიული ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სიმბოლურად აღნიშნა.

ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან მიღწევას! ვუსურვებთ წარმატებულ პროფესიულ გზას, მუდმივ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას.

გვჯერა, რომ კოლეჯ „ჰორიზონტში“ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათი მომავალი წარმატებების მტკიცე საფუძველი იქნება.

💙 უამრავი წარმატება ჩვენს კურსდამთავრებულებს!

#კოლეჯიჰორიზონტი #ლანჩხუთი #კურსდამთავრებულები #პროფესიულიგანათლება

🎓✨ A memorable Graduation Ceremony was held at the Lanchkhuti campus of College Horizonti, celebrating the achievements of our graduates.

The event was filled with pride, joy, and unforgettable moments. One of the most emotional highlights was the traditional cap-tossing ceremony, symbolizing the beginning of a new chapter in our graduates’ professional journeys.

Congratulations to each and every graduate on this remarkable achievement! We wish you continued success, lifelong learning, and many accomplishments in your future careers.

We are proud to have been part of your educational journey and look forward to seeing all that you will achieve.

💙 Congratulations, Class of 2026!

🎉 დღეს კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს დირექტორის, ქალბატონი ნანა ჯოლიას, დაბადების დღეა!ვულოცავთ მას ამ დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელო...
24/07/2026

🎉 დღეს კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს დირექტორის, ქალბატონი ნანა ჯოლიას, დაბადების დღეა!

ვულოცავთ მას ამ დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და კეთილდღეობას.💫

For English, scroll down  #წარმატებისისტორიები #კოლეჯიჰორიზონტი #თმისმომსახურება #ვიზაჟისმომსახურება👩🏻‍🎓 კოლეჯ „ჰორიზონტ...
20/07/2026

For English, scroll down

#წარმატებისისტორიები
#კოლეჯიჰორიზონტი
#თმისმომსახურება
#ვიზაჟისმომსახურება

👩🏻‍🎓 კოლეჯ „ჰორიზონტის“ კურსდამთავრებული, დალი სიხარულიძე, დღეს სილამაზისა და მომსახურების სფეროს წარმატებული სპეციალისტია, რომელიც საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით თავისივე რეგიონში, ჩოხატაურში, წარმატების ისტორიას ქმნის.

💇‍♂️💇‍♀️დალიმ თავდაპირველად თმის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა. სწავლის პროცესში კიდევ უფრო დაინტერესდა მომსახურების სფეროთ, ამიტომ პროფესიული განვითარება არ შეწყვიტა და წარმატებით დაასრულა ვიზაჟის მომსახურების პროგრამაც.

🎤,,კოლეჯში სწავლისას მივხვდი, რომ ეს პროფესია ნამდვილად ჩემი იყო. თმის მომსახურების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, პრაქტიკულმა მუშაობამ დამანახა, თუ რამდენად დიდია კავშირი ვარცხნილობასა და ადამიანის მთლიან ვიზუალს შორის. ამიტომ გადავწყვიტე, ცოდნა კიდევ უფრო გამეღრმავებინა, კომპლექსური ხედვა ჩამომეყალიბებინა და მეორე-ვიზაჟის მომსახურების პროგრამაზეც მესწავლა. ამ ორი მიმართულების სინთეზი საშუალებას მაძლევს, კლიენტს არა უბრალოდ ცალკეული მომსახურება, არამედ სრული, ჰარმონიული და დასრულებული იმიჯი შევთავაზო."

🎯სწავლის პერიოდში დალი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. მონაწილეობდა გამოფენებში, ფესტივალებსა და სხვადასხვა პროფესიულ აქტივობაში, სადაც საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს წარმატებით ავლენდა.

✅სწავლის დასრულებისთანავე დასაქმებაზე დაიწყო ზრუნვა. ამ პროცესშიც კოლეჯი „ჰორიზონტი“ მის გვერდით იდგა, დაეხმარა დამსაქმებელთან დაკავშირებაში და მალევე დასაქმდა ჩოხატაურში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სილამაზის სალონში.

💭 ,,რომ გაიგეს, კოლეჯი „ჰორიზონტი“ დავამთავრე, არც უფიქრიათ-მაშინვე დამიბარეს გასაუბრებაზე.“

👩‍💼 დალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ პროფესიული კარიერის დაწყება საკუთარ რეგიონში შეძლო.

„მიხარია, რომ არ მომიწია ჩემი რეგიონის დატოვება. დღეს ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ვვითარდები პროფესიულად და ჩემი ცოდნით ჩემსავე მუნიციპალიტეტში ვემსახურები ადამიანებს.“

💇‍♀️💋💄დღეს დალი წარმატებით მუშაობს როგორც თმის მომსახურების, ისე ვიზაჟის მიმართულებით. პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის წყალობით უკვე ჰყავს მუდმივი და ერთგული მომხმარებლები.

„ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც კლიენტი კმაყოფილი მიდის და ისევ შენთან ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ.“

დალის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხარისხიანი პროფესიული განათლება დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ქმნის არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ საკუთარ რეგიონშიც. პროფესიული განათლება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდნენ, დასაქმდნენ და საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაშიც შეიტანონ წვლილი.

💫ვამაყობთ დალის წარმატებით და გვჯერა, რომ მისი ისტორია ბევრი ახალგაზრდისთვის დიდი მოტივაცია გახდება.

#კოლეჯიჰორიზონტი #წარმატებისისტორია #პროფესიულიგანათლება #დასაქმება #ჩოხატაური #დარჩისაკუთარრეგიონში

Nana Sikharulidze, a graduate of Horizont College, is now a successful beauty and personal care professional who, through her knowledge and professionalism, is building her own success story in her hometown of Chokhatauri.

Nana first completed the Hair Services vocational education program. During her studies, she developed an even greater interest in the beauty and service industry, so she continued her professional development and successfully completed the Makeup Services vocational program as well.

“While studying at the college, I realized that this profession was truly my calling. After successfully completing the Hair Services program, my practical experience showed me how closely hairstyling is connected to a person’s overall appearance. That inspired me to deepen my knowledge and gain a more comprehensive understanding of beauty by enrolling in the Makeup Services program. Combining these two fields allows me to offer my clients not just individual services, but a complete, harmonious, and polished look.”

Throughout her studies, Nana stood out for her enthusiasm and active involvement. She participated in exhibitions, festivals, and various professional events, where she successfully demonstrated her skills and abilities.

After graduating, she immediately focused on finding employment. Horizont College supported her throughout this process by connecting her with an employer, and she was soon hired by one of the most successful beauty salons in Chokhatauri.

“As soon as they learned that I had graduated from Horizont College, they invited me for an interview without hesitation.”

For Nana, being able to start her professional career in her own region was especially meaningful.

“I’m happy that I didn’t have to leave my region. Today, I’m doing the job I love, continuing to grow professionally, and using my knowledge to serve people in my own municipality.”

Today, Nana works successfully as both a hairstylist and a makeup artist. Thanks to her professionalism, dedication, and strong sense of responsibility, she has already built a loyal base of regular clients.

“The greatest reward is seeing a satisfied client leave with a smile and come back again. That tells me I’m on the right path.”

Nana’s story is a clear example of how quality vocational education creates real employment opportunities—not only in large cities, but also within local communities. Vocational education empowers young people to develop their skills, build successful careers, and contribute to the growth of their own regions.

We are proud of Nana’s achievements and believe that her story will inspire many young people to pursue their dreams through vocational education.

Address

N8 Rustaveli Street
Ozurgeti
3500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი ”ჰორიზონტი” posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი ”ჰორიზონტი”:

Shortcuts

Share