09/07/2026
როგორ სწავლობს ბავშვი სამყაროს? 🌲👣
არა ეკრანებით, არა პლასტმასის ხმაურიანი სათამაშოებით, არამედ შეხებით, ტექსტურებით, ფერებითა და სურნელით, რომელსაც მხოლოდ ხელუხლებელი ბუნება გვჩუქნის.
სწორედ ამიტომ, ჩვენს „ეკო-ბილიკში“ განსაკუთრებული აქცენტი გადავწყვიტეთ საბავშვო ეკო-სივრცის მოწყობაზე გავაკეთოთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი სათამაშო მოედანი. ეს იქნება ნამდვილი აღმოჩენების სამყარო მთებსა და უღრან ტყეს შორის! 👶💚
აი, რა დახვდებათ პატარა მკვლევრებს ჩვენთან:
🪵 მონტესორის ეკო-ატრაქციონი: სათამაშო კუთხეები და ინვენტარი დამზადებულია ნატურალური, ეკოლოგიურად მასალებისგან. აქ ბავშვები თავად არიან თამაშის სცენარისტები, რაც მათ დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით აზროვნებას ავითარებს.
👣 სენსორული ბილიკი: სპეციალურად მოწყობილი საფეხმავლო ზონა სხვადასხვა ბუნებრივი ტექსტურით (ხის ქერქი, კენჭები, გირჩები, ქვიშა). ფეხშიშველი სიარული არა მხოლოდ ამკვრივებს ბავშვის ტერფს, არამედ პირდაპირ კავშირშია ნერვული სისტემისა და აღქმის განვითარებასთან.
ეს არის უსაფრთხო, შემოღობილი და ბავშვებზე სრულად ადაპტირებული სივრცე, სადაც მშობლებს შეუძლიათ ჩაერთნონ თამაში ან მშვიდად მიირთვან ყავა ჰამაკში. ასვე ჩვენს Co-working კუთხეში ყოდნა, სანამ მათი შვილები უსაფრთხოდ იკვლევენ სამყაროს ჩვენს მწვანე გარემოში. 🌾🌊
ჩვენ გვჯერა, რომ ბუნება საუკეთესო მასწავლებელია!
#ეკობილიკი #ბავშვთაგანვითარება #რაჭა #ეკოსივრცე #მონტესორიტყეში #ეკოტურიზმი #საოჯახოჰაბი
06/07/2026
რა არის „ეკო-ბილიკის“ ნამდვილი მისია? 🌲💚
ჩვენთვის „ეკო-ბილიკი“ უბრალოდ კოტეჯი ან დასასვენებელი ადგილი არ არის. ეს არის იდეა, რომელიც ბუნებასთან მჭიდრო კავშირითა და ბავშვების განვითარების სურვილით დაიბადა.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა რეკრეაციული სივრცე რაჭაში, სადაც ბავშვები და მშობლები ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა ტიპის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში. ჩვენ გვჯერა, რომ ბუნებასთან უშუალო ინტერაქცია და შემეცნებითი სესიები გააძლიერებს როგორც ადგილობრივ ოჯახებს, ისე მთელ რეგიონს.
პროექტის ძირითადი აქცენტი 3 მთავარ მიმართულებაზე კეთდება:
🌿 ეკო-კონცეფცია: ხისა და ნატურალური მასალებისგან აშენებული მონტერსორის სტილის სათამაშო ზონა.
🌾 სენსორული მოედანი: ბავშვებისთვის ბუნებასთან მჭიდრო კავშირისა და შეგრძნებებით შემეცნების სივრცე.
🏡 მასტერკლასებისა და ვორქშოპების კუთხე: ადგილი, სადაც მშობლები და ბავშვები ერთად ისწავლიან, ითამაშებენ და განვითარდებიან.
ეს არის სივრცე, სადაც ყოველი დეტალი დიდი სიყვარულითა და შრომით იქმნება.
შემოგვიერთდით - ერთად შევქმნათ ჯანსაღი მომავალი! ✊✨
#ეკობილიკი #ჩვენიმისია #რაჭა #ეკოგანათლება #ოჯახურიჰაბი #სენსორულიგანვითარება
06/07/2026
🌲 სად შენდება „ეკო-ბილიკი“? ადგილი, სადაც ბუნება თავად გვიყვება ზღაპარს ✨
როცა რაჭაში ამ ადგილას აღმოვჩნდით, მივხვდით, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია. დაგილი, სადაც ბავშვებიც და მშობლებიც სრულად იგრძნობდნენ ბუნების ძალასა და მყუდროებას 💚
ჩვენი ნაკვეთი ახალი მაგისტრალური გზის გასწვრივ მდებარეობს, თუმცა უნიკალური ტყის მასივისა და რელიეფის წყალობით, ის სრულად იზოლირებული და მყუდროა. აქ გზის ხმაურს ვერ გაიგონებთ, მხოლოდ ბუნების მელოდიას. 🌲
აი, რა ხდის ამ ლოკაციას ჯადოსნურს:
🌊 ორ მდინარეს შორის: ნაკვეთს ორი მხრიდან შემოსაზღვრავს მდინარეები - ხეორი და ხეითი. ხეითი გამოირჩევა მცირე ზომის ულამაზესი კასკადოვანი ჩანჩქერებით და კალმახით არის მდიდარი! 🐟
⛰️ თამარის კლდე და კავკასიონი: გაშლილი სივრციდან თვალწარმტაცი ხედი იშლება კავკასიონის დიდებულ ქედსა და ულამაზეს „თამარის კლდეზე“.
💧 ცოცხალი წყარო: ნაკვეთზე სოფელ ბოყვადან გადმოყვანილი გვაქვს უგემრიელესი, მდიდარი მინერალიზაციის მქონე წყაროს წყალი.
🏕️ გარშემო ტყე, თუმცა შუაგულში გვაქვს გაშლილი მინდორი, რომელიც იდეალურად არის ჩამჯდარი ამ მთიან ლანდშაფტში - ზუსტად აქ მოეწყობა ჩვენი ეკო-სათამაშო ზონები და მასტერკლასების კუთხეები.
ეს არ არის უბრალოდ ნაკვეთი, ეს არის პატარა სამოთხე, სადაც ყოველი დეტალი ბავშვების აღმოჩენებისა და მშობლების სიმშვიდისთვის არის შექმნილი.
შემოგვიერთდით - ერთად ვაქციოთ ეს მიზანი რეალობად! 👇💚
#ეკობილიკი #რაჭა #ლოკაცია #ჩვენიადგილი #ეკოტურიზმი #ბუნება