საგურამოს საბუნებისმეტყველო ბაღი

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • საგურამოს საბუნებისმეტყველო ბაღი

საგურამოს საბუნებისმეტყველო ბაღი ვალდორფის პედაგოგიკაზე დაფუძნებული ბაღი ☘️ სადაც ბავშვი იზრდება ბუნებრივ გარემოში, სიყვარულით,თავისუფალი თამაშით და ჰარმონიაში.

24/06/2026

ყვავილების ზეიმი ჩვენს ბაღში 🌼 დღეს განსაკუთრებული დღე იყო,ზაფხულის არდადეგებამდე პატარებს სიყვარულით და სითბოთი დავემშვიდობეთ.

ბაღი ყვავილებით,ღიმილებითა და ბავშვების მხიარული ხმებით აივსო. მშობლებმა დიდი სიყვარულით დაწნეს ყვავილების გვირგვინები, პატარებმა კი ეს დღე თამაშით და ერთად გატარებული ბედნიერი წუთებით გაალამაზეს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მერი ბებოს,რომელმაც თავისი გემრიელი ნუგბარით კიდევ უფრო ტკბილი გახადა ეს დღე.🍪

და,რა თქმა უნდა,გულითადი მადლობა ჩვენს აღმზრდელებსა და ბაღის თითოეულ თანამშრომელს. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სიყვარულით,მოთმინებითა და ზრუნვით ქმნიან ბავშვებისთვის უსაფრთხო,თბილ და ბედნიერ გარემოს.🌿

მადლობა თითოეულ ოჯახს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ საოცარი მოგონებებისთვის,რომლებიც ამ სასწავლო წლის განმავლობაში ერთად შევქმენით.

გისურვებთ მზიან,ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს!

შეხვედრამდე სექტემბერში! 🌼

19/06/2026

ერთი შეხედვით,შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ ბავშვი უბრალოდ თამაშობს. სინამდვილეში კი,ბავშვი სწავლობს საკუთარი სხეულის შესაძლებლობების შეფასებას: სად შეუძლია ფეხის დადგმა,როგორ შეინარჩუნოს წონასწორობა,როგორ დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯი. სწავლობს პრობლემების გადაჭრას „აქ როგორ ავიდე? ახლა რა ვქნა?“ სწავლობს ემოციებთან გამკლავებას, მცირედ შიშთან,მღელვარებასთან, გაურკვევლობასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,აგროვებს გამოცდილებას.

სწორედ ასეთი პატარა გამოცდილებებით ყალიბდება თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

ხშირად ის,რაც უფროსებისთვის უბრალოდ თამაშია,ბავშვისთვის მნიშვნელოვანი განვითარებაა.☘️

06/06/2026

შერეული ასაკის ჯგუფი ბავშვს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურად ისწავლოს არა მხოლოდ აღმზრდელებისგან,არამედ ერთმანეთისგანაც.

🌟პატარები აკვირდებიან უფროს ბავშვებს,ბაძავენ მათ და ბუნებრივად ივითარებენ ახალ უნარებს.
🌟უფროსი ბავშვები კი სწავლობენ პასუხისმგებლობას,თანაგრძნობას და ლიდერობას,როდესაც პატარებს ეხმარებიან.
🌟ასეთ გარემოში ნაკლებია ერთმანეთთან შეჯიბრი და მეტია თანამშრომლობა,ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა.
🌟თითოეულ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა განვითარდეს საკუთარი ტემპით,უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.
🌟შერეული ასაკის ჯგუფი ქმნის პატარა საზოგადოებას,სადაც ბავშვები სწავლობენ ურთიერთობებს, დამოუკიდებლობასა და ერთმანეთზე ზრუნვას. უნარებს,რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ.

სწორედ ამიტომ გვჯერა,რომ სწავლა და განვითარება ყველაზე ბუნებრივად მრავალფეროვან გარემოში ხდებ�

ჩვენთან ყოველდღიური საქმეებიც სწავლების ნაწილია. კვების წინ ბავშვები მერი ბებოს ეხმარებიან. ამშრალებენ ჩანგლებსა და კოვზ...
06/06/2026

ჩვენთან ყოველდღიური საქმეებიც სწავლების ნაწილია. კვების წინ ბავშვები მერი ბებოს ეხმარებიან. ამშრალებენ ჩანგლებსა და კოვზებს, ალაგებენ მათ თავიანთ ადგილზე და ერთად ამზადებენ გარემოს სადილისთვის.

ასეთი მარტივი საქმიანობები ბავშვებში ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, დამოუკიდებლობას, მოტორიკას და ჯგუფზე ზრუნვის უნარს. მათთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ,რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათი დახმარება ფასობს.

ბავშვებს ნამდვილად ძალიან უყვართ ნამდვილი საქმეები. განსაკუთრებით მაშინ,როცა მერი ბებოს დახმარება სჭირდება♥️

ბაღის ახალი ბანერი მზადდება და როგორც ჩვენს ბაღში ხდება ხოლმე,ესეც მხოლოდ დიდების საქმე არ აღმოჩნდა. პატარა ხელებმა თავი...
06/06/2026

ბაღის ახალი ბანერი მზადდება და როგორც ჩვენს ბაღში ხდება ხოლმე,ესეც მხოლოდ დიდების საქმე არ აღმოჩნდა.

პატარა ხელებმა თავისი წვლილი შეიტანეს. გაუჩნდათ კითხვები,მოინდომეს დახმარება და რა თქმა უნდა,ყველაფერი უფრო საინტერესო გახადეს.

სწორედ ამიტომ გვიყვარს ბავშვებთან ერთად კეთება. როცა ბავშვი ხედავს,რომ მისი გარემო მზა სახით არ ჩნდება,არამედ სიყვარულით,ზრუნვით და საერთო ძალისხმევით იქმნება,ის ამ გარემოს ნაწილადაც უფრო მეტად გრძნობს თავს 🌿

29/05/2026

ბაღის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამიტომ გვინდა,სანამ თქვენს შვილს ანდობთ ჩვენს გარემოს,თავად გქონდეთ შესაძლებლობა ახლოდან გაიცნოთ ის.

7 ივნისს გეპატიჟებით ღია კარის დღეზე!🌟 შეხვედრაზე,რომელიც სპეციალურად მშობლებისთვის არის განკუთვნილი.

ამ დღეს შეძლებთ:

🏡 დაათვალიეროთ ბაღის სივრცე
🌿 მოისმინოთ საუბარი ვალდორფის პედაგოგიკაზე და ჩვენი ბაღის ცხოვრებაზე
🎭 მონაწილეობა მიიღოთ ღია გაკვეთილში (ფერხულითა და ხელგარჯილობით)
☕️ იგრძნოთ მშობელთა ჩართულობის ის ატმოსფერო,რომელსაც ჩვენი ბაღი ქმნის,ჩაისთან, გემრიელ კექსთან,ღვინოსთან და გულწრფელ საუბრებთან ერთად.

თუ გაინტერესებთ,როგორია ჩვენი ბაღის ყოველდღიურობა და რა დგას ჩვენი საქმიანობის საფუძვლად,მოხარული ვიქნებით თქვენთან შეხვედრით.

📍 საგურამო
🗓️ 7 ივნისი
🕑 14:00 საათი
🖇️დასწრება უფასოა,თუმცა გთხოვთ,წინასწარი რეგისტრაციისთვის მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

ბავშვები არ არიან შექმნილები მთელი დღე დახურულ სივრცეებში და ხმაურში გასაზრდელად…თუ გინდათ გარემო,სადაც ბავშვი:☀️ ყოველდ...
28/05/2026

ბავშვები არ არიან შექმნილები მთელი დღე დახურულ სივრცეებში და ხმაურში გასაზრდელად…

თუ გინდათ გარემო,სადაც ბავშვი:
☀️ ყოველდღე სუფთა ჰაერზეა
🌿 ბუნებასთან ახლოს იზრდება
🐣 ცოცხალ გამოცდილებებს იღებს
🤍 მშვიდ და თბილ გარემოშია
🎨 თამაშით,მოძრაობით და შემოქმედებით ვითარდება

მაშინ შეიძლება ჩვენი ბაღი ზუსტად ის ადგილი იყოს,რასაც ეძებთ♥️

📍საგურამო
🕤 09:30 - 17:00
🌿 ვალდორფის პედაგოგიკის ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო

ადგილები შეზღუდულია ✨
მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით: 555 402 082

25/05/2026

ვალდორფის პედაგოგიკაზე ბევრი წარმოდგენა არსებობს, მაგრამ ნაწილი მათგანი რეალობას არ შეესაბამება.

აი 3 ყველაზე გავრცელებული მითი:

❌ მითი 1: „ვალდორფში არაფერს არ ასწავლიან“

რეალობა:ვალდორფში სწავლა ხდება ყოველდღე,უბრალოდ არა პირდაპირი სწავლების ფორმით. ბავშვი სწავლობს თამაშით, გამოცდილებით და ურთიერთობით. ის ავითარებს აზროვნებას,ემოციას და სოციალურ უნარებს ერთდროულად.

❌ მითი 2: „ვალდორფი ნიშნავს ქაოსს და თავისუფლებას წესების გარეშე“

რეალობა:ვალდორფში ძალიან მკაფიო რიტმია. დღეს აქვს სტრუქტურა, თანმიმდევრობა და სიმშვიდე. უბრალოდ ეს წესები არ არის მკაცრი კონტროლის ფორმით,არამედ ბავშვის უსაფრთხოების სივრცეს ქმნის.

❌ მითი 3: „ვალდორფში ბავშვები არ ემზადებიან რეალური ცხოვრებისთვის“

რეალობა: სინამდვილეში,ბავშვი სწორედ რეალურ ცხოვრებას სწავლობს:როგორ იყოს დამოუკიდებელი,როგორ იფიქროს, როგორ იგრძნოს და როგორ იმოქმედოს. ეს არის საფუძველი,რაზეც შემდეგ ყველა სხვა უნარი შენდება.

22/05/2026

როცა ბავშვი ყოველდღიურად ხედავს ბუნებას, ზრუნავს,აკვირდება და ეხება ცოცხალ სამყაროს, მასში ძალიან ბუნებრივად ვითარდება სიფრთხილე, ემპათია,პასუხისმგებლობა და კავშირი გარემოსთან.

სწორედ ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან ჩვენი ბაღის ეს ყოველდღიურობა!☘️

Address

საგურამო მე-9 ქუჩა, სახლი # 12
Mzcheta
3311

Opening Hours

Monday 09:30 - 16:00
Tuesday 09:30 - 16:00
Wednesday 09:30 - 16:00
Thursday 09:30 - 16:00
Friday 09:30 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საგურამოს საბუნებისმეტყველო ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category