29/09/2026
ძ ვ ი რ ფ ა ს ო ბ ა ვ შ ვ ე ბ ო!
📕ეროვნული სასახლის მედიათეკა გთავაზობთ კომიქსების კონკურსს, რომელიც იმართება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150 წლისთავთან დაკავშირებით.
📕📖📕გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსის პირობებს:
📚კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12 წლამდე ასაკის მოზარდებს;
📚კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წაიკითხოთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“ დაბეჭდილი სამი ტექსტიდან ერთ-ერთი: „გვრიტი“, „ძაღლი და მამალი“, „მელია და მწყერჩიტა“ და ერთ-ერთი ტექსტის მიხედვით შექმნათ კომიქსი.
📚 კომიქსი უნდა გამოაგზავნოთ ერთ ფოტოდ (მაგ. თუ კომიქსი ორ ფურცელზეა დახატული, ფოტო უნდა გადაუღოთ ორივე ფურცელს ერთად) ელ.ფოსტაზე: [email protected]
📚ნამუშევარს აუცილებლად უნდა ერთვოდეს ინფორმაცია: ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, კლასი, მშობლის ან პედაგოგის საკონტაქტო ნომერი.
📚ნამუშევრები მიიღება 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მიღებული საკონკურსო ნამუშევრები გამოქვეყნდება 15-16 ოქტომბერს, ეროვნული სასახლის მედიათეკის გვერდზე. ხოლო გამოქვეყნებულ ნამუშევრებზე მოწონებების მიღება დასრულდება 22 ოქტომბრის 17:00 საათზე.
გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ორი გზით:
📕📖📕სამი (3) გამარჯვებული გამოვლინდება ეროვნული სასახლის facebook გვერდზე მოწონებების (like) მეშვეობით.
სამ გამარჯვებულს, ანუ ,,მედიათეკის რჩეულს’’ გამოავლენს მედიათეკის ჟიური.
გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია დაიდება 23 ოქტომბერს ჩვენს გვერდზე.
📕📖📘კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 27 ოქტომბერს, ქართული საბავშვო წიგნის დღეს, ქართული საბავშვო წიგნით, ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში.
📕დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ მითითებულ ნომრებზე: 599899756, 599899797
გისურვებთ წარმატებებს!