Snitch•სნიჩი

Snitch•სნიჩი

Share

საზაფხულო ბანაკი Snitch•სნიჩი

25/06/2025

საზაფხულო ბანაკი snitch - სნიჩი 🪐


მოგესალმებით,

📢 გაცნობებთ, რომ იგეგმება ორენოვანი საზაფხულო ბანაკი ჭუბერში, მათთვის ვისაც სურს ზაფხულის დღეები გაატაროს სასიამოვნოდ და დაკავდეს შემეცნებითი აქტივობებით.

📝 ბანაკის პროგრამა:

📚წავიკითხავთ და განვიხილავთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს;

📚ვიმუშავებთ პრაქტიკული (სალაპარაკო) ინგლისური ენის გაუმჯობესებაზე.



💡შერჩეული იქნება ასაკობრივად შესაბამისი ტექსტები, რომლებსაც ადგილზე დავამუშავებთ (ჯერ წავიკითხავთ შემდეგ განვიხილავთ და გავაანალიზებთ🔗);

მოზარდებს ვასწავლით:

📖 წაკითხულის გააზრებას,

📝 ტექსტის ენობრივი ნორმების მიხედვით რედაქტირებას,

📝 ესეს და თხზულების წერას,

⚖️ მოსმენილი ინფორმაციის ანალიზს,

♻️ მოსაზრების არგუმენტირებას,

👨🏻‍💻 პრეზენტაციის აწყობას და წარდგენას,

💻ონლაინ პლატფორმების და ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო მიზნებით გამოყენებას ( KAHOOT!, BAAMBOOZLE, QUIZLET, WORDWALL, GAMMA, CANVA, PADLET, CLAUDE).

💬 ჯგუფურ მუშაობას - ორ ენაზე (ინგლისურად და ქართულად);



🖍 🗂მონაწილეებს სასწავლო რესურსები დახვდებათ ადგილზე.

❌არ ექნებათ საშინაო დავალება.

⭐️პროცესი იქნება სახალისო, მოიცავს მიზნობრივ აქტივობებს და თამაშებს.



🍹 💃🏻 28-29 აგვისტოს გაიმართება საზეიმო დახურვის წვეულება, ბანაკის მონაწილეებთან და მშობლებთან ერთად.



📩 ყველა დარეგისტრირებული მშობელი ჩვენგან მიიღებს სასწავლო პროგრამის აღწერას (სილაბუსი), ცხრილს და დეტალურ ინფორმაციას.

📱 ბანაკის მსვლელობას მშობლები თვალს ადევნებენ სპეციალურად წინასწარ შექმნილ FACEBOOK და INSTAGRAM გვერდებზე.

🙋🏻‍♀️ 👱🏻‍♀️ბანაკის ლიდერების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის კვალიფიკაციას) გაეცნობით მითითებულ ვებ გვერდზე: https://www.facebook.com/share/1CoyFnMzss/?mibextid=wwXIfr

📆 ბანაკის ხანგრძლივობა:

10 გაკვეთილი;

28.07-28.08;

დღიური დატვირთვა 4 სთ;

შესვენება 15 წთ;

კვირაში ორი დღე;



💵 ღირებულება:

400 ლარი 1 მოსწავლე;

მშობელმა თანხა უნდა ჩარიცხოს რეგისტრაციისთანავე.

სარეგისტრაციო ბმული დაიხურება 18 ივლისს.

‼️თითო ასაკობრივ კატეგორიაში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა არის 10;

7-12 წლის ათი მოზარდი;

13-17 წლის ათი მოზარდი;

როგორც კი 10 მოზარდი დარეგისტრირდება, ლინკი გაუქმდება და მეთერთმეტე მსურველი ვეღარ შეძლებს რეგისტრაციას.

✅ ბანაკში მონაწილეობა შეეძლებათ არა მხოლოდ ადგილობრივ მოზარდებს, არამედ ჭუბერში მყოფ ნებისმიერ მოზარდს.



📍ყველაზე უსაფრთხო და პოზიტიური ლოკაცია: ქვედა ყარი (ჩემი პირადი ეზო და სპეციალურად მოწყობილი საგაკვეთილო სივრცეები).

📞ყველა შესაძლო კითხვის შემთხვევაში დამიკავშირდით 577626352

პატივისცემით და სიყვარულით

ნათია სუბელიანი💟

https://docs.google.com/forms/d/1jLhg83nJf4W8K6yncPvJCj7_UTkv9BunkEzAXD_L06o/viewform?ts=685c476e&edit_requested=true

Snitch•სნიჩი საზაფხულო ბანაკი Snitch•სნიჩი

25/06/2025

📸 Okay, now it’s your turn!
We’re waiting for you… but where exactly are we in this photo?
➡️ Use your prepositions of direction and tell us how to find our secret location!

Is it:
🔹 next to the tree?
🔹 in front of the house?
🔹 between the chaos and the fun? 👀

Prepositions of Direction – English Grammar Lessons 25/06/2025

Before you ask “how do I get there?”…🗺️

👉 Learn your prepositions of direction:
across, past, over, through the wilderness,
into madness. 🧭

Prepositions of Direction – English Grammar Lessons Can you ask for and give directions in English? Learn all about prepositions of direction and how to get where you want to go in this video! For more videos ...

Want your school to be the top-listed School/college in Mestia?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

Kveda Khari
Mestia

Opening Hours

Monday 13:00 - 17:00
Tuesday 13:00 - 17:00
Thursday 13:00 - 17:00
Friday 13:00 - 17:00