მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Mestia
  • მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო

24/09/2026

🎓სსიპ კოლეჯი „თეთნულდი“ გიწვევთ ღია კარის დღეზე!

თუ გსურთ გაეცნოთ კოლეჯის პროფესიულ პროგრამებს, სასწავლო გარემოს, პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებსა და პროფესიული განვითარების პერსპექტივებს — გვეწვიეთ და მიიღეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია უშუალოდ კოლეჯის წარმომადგენლებისგან.

🗓️ღონისძიების დასაწყისი 2 ოქტომბერს — 13:00 საათზე

📍2026 წლის საშემოდგომო რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.

📍რეგისტრაცია: vet.ge

22/09/2026

✅საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელების შესახებ.

კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს — სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე. თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.

ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება.
განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.

https://mes.gov.ge/content.php?id=14940&lang=geo&csrt=5977792846393511463

22/09/2026

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

დაიწყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

ოლიმპიადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით გაიმართება.

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა მოქმედ ჭადრაკის მასწავლებელს, რომელიც გამოხატავს მონაწილეობის სურვილსა და მზაობას და შეავსებს საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მიწოდებულ სარეგისტრაციო ფორმას.

განაცხადის შევსება სკოლებში 22 სექტემბრიდან დაიწყება და 2026 წლის 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ჭადრაკის მასწავლებელთა ოლიმპიადა ორ ეტაპად - რეგიონული და ფინალური ტურნირების სახით ჩატარდება.

ოლიმპიადის რეგიონული ტურნირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება, სადაც რეგიონის ჩემპიონი ჭადრაკის მასწავლებელი გამოვლინდება.

ფინალური ტურნირი თბილისში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას რეგიონული ტურნირების 12 გამარჯვებული მასწავლებელი მიიღებს.

ოლიმპიადის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ ელექტრონულ სიგელს, ხოლო გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს ჭადრაკის მასწავლებელთა პირველი ოლიმპიადის გამარჯვებულ მასწავლებელს გადაეცემა ოქროს მედალი და ნონა გაფრინდაშვილის თასი.

21/09/2026

პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა.

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა და რუსთავისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

🌐 რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.cloud.microsoft/e/DY2YQJxCy3

კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.

ტური 18 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება.

მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება თავიანთ სამუშაო გარემოში დანერგონ.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

🌐 პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.tpdc.ge/geo/news/1089

16/09/2026

✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.

მსურველი პირები დარეგისტრირებას 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2026 წლის 02 ოქტომბრიდან 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:

✔️იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება და სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

✔️თუ პირი არ სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა, მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);

უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220

15/09/2026

Address

მესტია, სეტის მოედანი N1
Mestia
3200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595924555

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share