მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Marneuli
  • მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, Community College, Marneuli.

28/09/2026
ძვირფასო მარნეულელო მოსწავლეებო, მასეავლებლებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წინსვლასა და წარმატებებს...
15/09/2026

ძვირფასო მარნეულელო მოსწავლეებო, მასეავლებლებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ ❤️✨️

25/08/2026

გილოცავთ სტუდენტობას, განსაკუთრებით მარნეულის სკოლების კურსდამთავრებულებს

შეგახსენებთ, რომ მარნეულში ორი სკოლაა შერჩეული სასკოლო ფორმების სარეალიზაციოდ: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდ...
24/08/2026

შეგახსენებთ, რომ მარნეულში ორი სკოლაა შერჩეული სასკოლო ფორმების სარეალიზაციოდ: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარისა და შულავერის #2 საჯარო სკოლები

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

დღეს ჩვენი
07/07/2026

დღეს ჩვენი

27/04/2026
გილოცავთ ხოჯორნის საჯარო სკოლა და ლალი მარგიანი  თქვენ მიერ შექმნილი- ქართული ენის დაცვისადმი მიძღვნილ კონცეფციის საუკეთ...
25/04/2026

გილოცავთ ხოჯორნის საჯარო სკოლა და ლალი მარგიანი თქვენ მიერ შექმნილი- ქართული ენის დაცვისადმი მიძღვნილ კონცეფციის საუკეთესოდ აღიარებას. კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის განვითარების ხელშეწყობის კუთხით მოსწავლეთა წახალისებისა და დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

„ქართული ენა არის ის საყრდენი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა. დღეს ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე რესურსების შექმნას და მისი პოპულარიზაციის მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ქართული ენის კონკურსი, რომლის გამარჯვებულ მოსწავლეებსაც დღეს ვაჯილდოებთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და ის ახალგაზრდების წახალისებას, ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას და მომავალ თაობებში პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება.

სამინისტროსთვის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პროცესის ქართულ ენაზე უზრუნველყოფა. ჩვენი დიასპორის პროგრამის მიზანი სწორედ ეს გახლავთ - პროგრამა 2017 წლიდან ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეების აკადემიური შესაძლებლობების განვითარებას, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის პროფესიული კომპეტენციების ამაღლებას და მათთვის ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცებას,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ,
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძემ და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და დიასპორის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოებაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ხუციშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ქართული ენის კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტი - ნახატები, მაკეტები, ხელნაკეთი წიგნები, პოსტერები, კომიქსები, საინფორმაციო ბუკლეტები, ვიდეორგოლები და სხვა. ამასთან, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შეიმუშავეს კონცეფციები ქართული ენის დაცვის თემაზე. ჯამში გამოვლინდა 12 გამარჯვებული პროექტი.

რაც შეეხება დიასპორის პროგრამას, ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის’’ - distancelearning.mes.gov.ge - რომელიც 82 ქვეყნის 3080-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

ამავე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ხორციელდება ღირებულებითი განათლების კლუბების კომპონენტი, რომელსაც საპატრიარქოს ხელშეწყობით უძღვებიან ცენტრის მიერ გადამზადებული სასულიერო პირები.

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს, დღევანდელ ბრწყინვალე ღონისძიებას და მადლობა მასწავლებლის სახლი ასეთი შესაძლებ...
17/04/2026

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს, დღევანდელ ბრწყინვალე ღონისძიებას და მადლობა მასწავლებლის სახლი ასეთი შესაძლებლობისთვის. განსაკუთრებით ვულოცავ მარნეულის სკოლის მოსწავლეებსა და კონსულტანტ მასწავლებლებს ❤

06/03/2026

Ge/Az
 ყურადღება!
მარნეულის ამერიკული კუთხე ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს ესეების კონკურსს ინგლისურ ენაზე შემდეგ თემაზე: ’Famous Women in US History”.

🟠კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
9–12კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებს.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
– კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა;
–ესეს კრეატიულობა.
–სტილი, ლექსიკა, გრამატიკული ნორმების დაცვა.
პლაგიატის წინააღმდეგ ნორმების დაცვა.
ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
– დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება;
-კონკურსის მონაწილემ აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი გვარი, სკოლა /კლასი და ტელეფონის ნომერი.
- გთხოვთ,მოიტანოთ ნაშრომები მარნეულის ამერიკულ კუთხეში ან მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში არაუგვიანეს 16 მარტისა შემდეგ მისამართზე ქ.მარნეული, რუსთაველის 71ბ. (მარნეულის ბიბლიოთეკის შენობა)
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთაც გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.
-საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ფეისბუკგვერდზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

 Diqqət!
Marneuli Amerika Guşəsi "Amerika müstəqilliyinin 250 illiyi şərəfinə," aşağıdakı mövzuda ingilis dilində inşa müsabiqəsi elan edir: '’Famous Women in US History”.
Müsabiqədə 9-12-ci sinif şagirdləri iştirak edə bilərlər.
Əsas qiymətləndirmə meyarları bunlardır:
– Müsabiqənin mövzusuna/məqsədinə uyğunluq;
– Essenin yaradıcılığı.
–– Üslub, lüğət, qrammatik normalara riayət.
––Plagiat əleyhinə normalara uyğunluq.
Bir iştirakçı yalnız bir inşa təqdim edə bilər;
– Gecikmiş inşalar nəzərə alınmayacaq;
- İştirakçı adını, məktəbini/sinifini və telefon nömrəsini qeyd etməlidir.
- Zəhmət olmasa, əsərlərinizi 16 Martdan gec olmayaraq Marneuli Amerika Guşəsinə və ya Marneuli İctimai Kitabxanasına aşağıdakı ünvana gətirin: Marneuli, Rustaveli 71b. (Marneuli Kitabxana Binası)
Müsabiqə çərçivəsində üç ən yaxşı əsərin müəllifləri müəyyən ediləcək və onlar simvolik mükafatlarla təltif olunacaqlar.
Əlavə suallar üçün zəhmət olmasa [email protected] elektron poçt ünvanına yazın

8 მარტს გაიმართება სპექტაკლი "ჰაიდე" პედაგოგებისთვის საჩუქრად, ქალთა დღის აღსანიშნავად.გთხოვთ მობრძანებას. დასაწყისი 19 ...
06/03/2026

8 მარტს გაიმართება სპექტაკლი "ჰაიდე" პედაგოგებისთვის საჩუქრად, ქალთა დღის აღსანიშნავად.
გთხოვთ მობრძანებას.
დასაწყისი 19 საათი.
გილოცავთ

GEO/AZE
ჰ ა ი დ ე

8 მარტი მხოლოდ თარიღი არ არის-ეს არის ხმა.

დღეს, როცა საქართველოში მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცხოვრება კვლავ ებრძვის უხილავ კედლებსა და უთქმელ ტკივილებს, თეატრი ხდება სივრცე, სადაც დუმილი სიტყვად იქცევა და სხეული იწყებს საუბარს.
“ჰაიდე“-მარნეულის კულტურის ცენტრში დადგმული სპექტაკლი-გვიყვება ქალების ძალაზე. ეს არის წინააღმდეგობის, ღირსების და საკუთარი ადგილისთვის ბრძოლის ამბავი.
ეს არა მხოლოდ ტკივილის გამოსახვაა, არამედ გაძლიერების აქტი-ძახილი, რომელიც ქალის ბუნებაში ქარიშხალივით იბადება და ბოლოს სინათლედ გარდაიქმნება.
8 მარტს „ჰაიდე“ გვახსენებს:
ქალის ხმა არ უნდა დარჩეს ჩუმად.
ქალის ძალა არის ცვლილების დასაწყისი.

გილოცავთ 8 მარტს! 🌹

📆 8 მარტი
🕖 19:00სთ
📍მარნეულის კულტურის ცენტრის დარბაზი

დასწრება თავისუფალია!

H A İ D E

8 Mart sadəcə bir tarix deyil - bu bir səsdir.

Bu gün, Gürcüstanda yaşayan qadın və qızların həyatı hələ də görünməz divarlar və dilə gətirilməz ağrılarla mübarizə apardığı bir vaxtda, teatr sükutun sözlərə çevrildiyi və bədənin danışmağa başladığı bir məkana çevrilir.
Marneuli Mədəniyyət Mərkəzində səhnələşdirilən “H A İ D E” tamaşası bizə qadınların gücündən bəhs edir. Bu, müqavimət, ləyaqət və yer uğrunda mübarizə hekayəsidir.
Bu, yalnız ağrının təsviri deyil, həm də gücləndirmə aktıdır - qadın təbiətində fırtına kimi yaranan və nəticədə işığa çevrilən bir fəryaddır.
8 Martda “H A İ D E” bizə xatırladır:
Qadının səsi səssiz qalmamalıdır.
Qadının gücü dəyişikliyin başlanğıcıdır.

8 Mart bayramınız mübarək! 🌹

📆 8 Mart
🕖 19:00
📍Marneuli Mədəniyyət Mərkəzi Zalı

Address

Marneuli
3000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:

Shortcuts

Share