17/06/2026
"Conversation club"- ი ის შეხვედრები წარმატებით დასრულდა.
American Corner Marneuli is an American-style cultural center and cooperative learning environment
The Corner is an American-style cultural center and cooperative learning environment designed to increase mutual understanding between Georgia and the United States through programs and resources; a place for events, roundtables, conferences, and gatherings, in both real and virtual space; a resource for U.S. best practices focused on priority themes, including English Language teaching and leader
17/06/2026
"Conversation club"- ი ის შეხვედრები წარმატებით დასრულდა.
15 ივნისს, მარნეულის ამერიკულ კუთხეში,''ხელნაკეთი ნივთების დამზადების კურსის'' ფარგლებში ჩვენმა პატარა ''მსახიობებმა'' საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინებით Armen Hovhannisyan-თან ერთად, სპექტაკლის არასრული ნაწილი გვაჩვენეს. სრულად კი შემოდგომით იხილავთ ''დიდ სცენაზე".❤🥰😍
15/06/2026
📣📣განცხადება!
🎯მარნეულის ამერიკული კუთხე აცხადებს ამერიკის საელჩოს თბილისში მიერ ორგანიზებულ 2026 წლის საზაფხულო კითხვის გამოწვევას!
🗓პროგრამის განხორციელების თარიღებია: 15 ივნისი - 31 აგვისტო , 2026
🔶პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-დან 18 წლამდე ასაკის მკითხველებს.
🔹საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ზაფხულის დიდ დროს კითხვაში ატარებს.
🔹წელსაც, ამერიკის საელჩო იწვევს ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევაში და იკითხონ წიგნები ჩვენთან ერთად.
🔺პროგრამა მარტივია:
▪️ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო წიგნი/წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე (სურვილისამებრ მიმართეთ ბიბლიოთეკებს)
▪️ წაიკითხეთ წიგნი/წიგნები.
▪️ წიგნების წაკითხვის შემდეგ გახსენით ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმის ბმული და შეავსეთ 31 აგვისტომდე!
▪️ფორმა ასევე შეგიძლიათ გაიტანოთ მარნეულის ამერიკული კუთხიდან ან მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკიდან! :
💡 აუცილებელია დაწეროთ მინიმუმ ერთი წინადადება, თუ რა მოგეწონათ წაკითხულ წიგნში.
‼️შესავსები ფორმის ბმული:
https://forms.gle/57MrTTHEBnsdRhjx9
❗️გაითვალისწინეთ, რომ სააპლიკაციო ფორმას ერთი მონაწილე ავსებს მხოლოდ ერთხელ და მასში უთითებს პროგრამის ვადებში (15 ივნისიდან 31 აგვისტომდე) წაკითხულ ყველა წიგნს (წიგნის სათაურს, ავტორს და წაკითხული გვერდების რაოდენობას)!
❗️ერთი მონაწილის სახელით ორჯერ ან მეტჯერ შევსებული ფორმა ავტომატურად ანულირდება და არ განიხილება!
❗️ამერიკული კუთხე განიხილავს მხოლოდ ქალაქი მარნეულის ფორმებს.
(სხვა რეგიონის მაცხოვრებლებმა უნდა მიმართოთ შესაბამის ამერიკულ სივრცეს)
🔶 სერტიფიკატების გაგზავნის დღე გამოცხადდება ამერიკული კუთხის გვერდზე 1 ოქტომბრის შემდეგ.
🔺გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამერიკის საელჩო არ იღებს შევსებულ ფორმებს.
🔸• ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ორმაგდება.
🔸• ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 1500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ოქროს სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.
🔸 • ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 5000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს პლატინის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.
🔺 გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციაში ინგლისურად წაკითხული წიგნების გვერდების რაოდენობა უნდა მიუთითოთ გაორმაგების გარეშე!
მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ მათი საზაფხულო კითხვის პროგრამის ფარგლებში წაკითხული წიგნები სოციალურ მედიაში შემდეგი ჰეშთეგის გამოყენებით:
#გაატარეზაფხულიკითხვაში
გისურვებთ წარმატებებს!
14/06/2026
14 ივნისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოს - ამერიკული დროშის დღეა! 🇺🇸
1777 წლის 14 ივნისს, კონტინენტურმა კონგრესმა აშშ-ის პირველი დროშა დაამტკიცა. მას შემდეგ,
ის 27-ჯერ შეიცვალა, თითოეული ცვლილება კი ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ზრდას ასახავს.
ამჟამინდელი, 50-ვარსკვლავიანი დროშა 1960 წლიდან ფრიალებს, სადაც 50 ვარსკვლავი აშშ-ის
50-ვე შტატს, ხოლო 13 ზოლი თავდაპირველ 13 კოლონიის წარმოადგენს.
12/06/2026
250 წლის შემდეგაც, ამერიკული ექსპერიმენტი ჯერ არ დასრულებულა 🇺🇸
10/06/2026
🇬🇪🇺🇸 “Celebrating America through the World Cup" ფარგლებში პირველი ონლაინ სესია გაიმართა.
შეხვედრის სტუმარი იყო დათო ტურაშვილი, რომელმაც ისაუბრა ამერიკაზე, ფეხბურთზე და ზოგადად მის ამერიკულ გამოცდილებებზე!
🏆 ⚽️ აღსანიშნავია, რომ მარნეულის ამერიკული კუთხე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში,საზაფხულო კლუბის “Discover America Through the World Cup”-ის ფარგლებში მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობები გაიმართება!
05/06/2026
დღეს, 5 ივნისს მარნეულის ამერიკულ კუთხეში პროექტის: "Celebrating America through the World Cup" ფარგლებში პირველი გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
⚽️⚽️ საზაფხულო კლუბის “Discover America Through the World Cup”-ის წევრებს წარვუდგინეთ საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: “Fifa World Cup 2026” შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა სახალისო თამაში Jeopardy FIFA 2026. შეგახსენებთ რომ კლუბი ამერიკული კულტურის მოყვარულებს აერთიანებს.🇬🇪🇺🇸
04/06/2026
FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 1 კვირა დარჩა! ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. თუმცა, წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის აშშ-ის 250-ე დაბადების დღეს ემთხვევა.
39 დღის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების 11 ქალაქში 78 მატჩი გაიმართება, მათ შორის, 4 ფინალური მატჩი.
29/05/2026
GEO/AZE
🎈 1 ივნისს, გიწვევთ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მხიარულ და მრავალფეროვან ღონისძიებაზე, სადაც პატარებს დაუვიწყარი ემოციები, საინტერესო აქტივობები და ბევრი სიურპრიზი ელოდებათ
პროგრამა:
🎨თაკოს შემოქმედებითი სახელოსნო
( ხატვა, ძერწვა, კერამიკა)
📚 ბიბლიოთეკის კუთხე
• ზღაპრების კითხვა ორ ენაზე
• ვიქტორინა
• ბარათების ხე
• წიგნების გამოფენა
🪴 მცენარეების დარგვის აქტივობა
🧩ამერიკული კუთხე-სამაგიდო თამაშები
👧🏻ანას თამაშების სადგური
„გამოცნობანა“
🧸 არმენის თოჯინების სამყარო
🎬 მულტფილმის ჩვენება
👩🏻🎤თამუსიას მხიარული შოუ
🎤 ღონისძიებას დაასრულებს ვოკალის სტუდიისა და გუნდის კონცერტი
📍 კულტურის ცენტრის ეზო
🕛 12:00 საათიდან
🎈 1 iyunda sizi Uşaqlar Gününə həsr olunmuş əyləncəli və rəngarəng tədbirə dəvət edirik. Tədbirdə balaca uşaqlar unudulmaz emosiyalar, maraqlı fəaliyyətlər və bir çox sürprizlərlə qarşılaşacaqlar.
Proqram:
🎨Tako yaradıcılıq emalatxanası
(rəsm, heykəltəraşlıq, keramika)
📚 Kitabxana guşəsi
• Nağılları iki dildə oxumaq
• Viktorina
• Kart ağacı
• Kitab sərgisi
🪴 Əkin fəaliyyəti
🧩Amerika guşəsi - stolüstü oyunlar
👧🏻Annanın oyun stansiyası
"Təxmin"
🧸 Armenin kukla dünyası
🎬 Cizgi filmi nümayişi
👩🏻🎤Tamusiyanın gülməli şousu
🎤 Tədbir vokal studiyası və xorun konserti ilə başa çatacaq.
📍 Mədəniyyət Mərkəzinin həyəti
🕛 Saat 12:00-dan etibarən
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |