14/09/2026
ძვირფასო მშობლებო!
ხვალ საქართველოში სკოლების უდიდესი ნაწილი იწყებს ახალ სასწავლო წელს!
მინდა, გთხოვოთ ბევრი რამ. 🥰
ასწავლეთ შვილებს, რომ გაცვეთილ ზურგჩანთასა და ფეხსაცმელსაც შეუძლია დიდი ოცნებების ახდენა.
ასწავლეთ, რომ არავინ გარიყონ იმის გამო, რომ "ისინი განსხვავებულები არიან", ნუ გაეხუმრებიან თანაკლასელს წონაზე, სათვალის ტარებაზე, წითურ თმაზე, განსხვავებული ფერის კანზე, გამოუძინებელ თვალებზე, ნაშრომ ხელებზე, ძველებურ ტელეფონზე, და თუ თავს იმით გაიმართლებენ, რომ ისიც კი ხუმრობს საკუთარ თავზე, აუხსენით, რომ ეს თავდაცვის ერთგვარი ინსტიქტია.
აუხსენით მათ, რომ ეს ხუმრობები სინამდვილეში ძალიან მტკივნეულია და ღრმად ილექება ბავშვის ფსიქიკაში.
ასწავლეთ, რომ არ დაამცირონ სხვები. სკოლაშიც ( ისევე როგორც სახლში, ქუჩაში..) იყვნენ ზრდილობიანები, თავაზიანები, მზრუნველები.
ზუსტად იმ ბავშვებთან იმეგობრონ, რომლებიც თავისთვის მარტო დგანან/სხედან, ვინაიდან ასეთ ადამიანებს უჭირთ სოციალიზაცია და ხანდახან ზუსტად ერთი ფრაზაა ( - წამომყვები საპირფარეშოში? - შეიძლება ლექსი ჩაგაბარო? - წამოდი, დაჭერობანა ვითამაშოთ! - დავალებას გადამაწერინებ? …) საჭირო, რომ გულის კარი გაუღოს სამყაროს!
ხშირად უთხარით შვილებს, რომ ყველაფერი გამოუვათ, მთავარი სურვილი და მონდომებაა!
გაზარდეთ ნამდვილი ადამიანები, კარგი ადამიანები! ხოლო ქართულში, 10-იანი გამოჰყვება თუ - 6-იანი, მასწავლებელს, ორივე შემთხვევაში, ძალიან ეყვარება!