ყვარლის სასწავლო ცენტრი • Kvareli Training Center

  • Home
  • Georgia
  • Kvareli
  • ყვარლის სასწავლო ცენტრი • Kvareli Training Center

ყვარლის სასწავლო ცენტრი • Kvareli Training Center ყვარლის სასწავლო ცენტრის ოფიციალური გვერდი | Official page of Kvareli Training Center

ყვარლის სასწავლო ცენტრი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიულ ორგანოს

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2026 წლის ეროვნული შეჯიბრი დაიწყო!პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „ი...
10/09/2026

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2026 წლის ეროვნული შეჯიბრი დაიწყო!

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის (აქტიური სტატუსის მქონე) ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

პროექტის მიზანი:
• საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება
• სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება
• საკონტაქტო ქსელის შექმნა

შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცემა წამახალისებელი საჩუქარი და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2026 წლის 22 ოქტომბერი, 23:59 სთ.

შეჯიბრის ფინალური ეტაპი გაიმართება 8-10 დეკემბერს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://forms.gle/Ab5Rd9DTDf8doWWR8

08/09/2026
07/09/2026

იუსტიციის სასწავლო ცენტრის შემადგენლობაში, თბილისის სასწავლო ცენტრთან ერთად, შედის ტერიტორიული ორგანო - ყვარლის სასწავლო ცენტრი.

მისი ლოკაცია, ფუნქციური დანიშნულება და სპეციფიკური მახასიათებლები შესაძლებლობას იძლევა, ჩატარდეს სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის, სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი ტრენინგები.

აქ არის სრულფასოვანი პირობები შთამაგონებელი ტრენინგებისთვის, ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარებისთვის.

ყვარლის სასწავლო ცენტრი - ადგილი, სადაც ცოდნა შესაძლებლობად, მიზნები კი რეალობად იქცევა.

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს მასპინძლობსბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ს...
08/07/2026

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს მასპინძლობს

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები, მიღებული გამოცდილებით, საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბანაკში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძეს უმასპინძლა და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარებისა და მომავალი თაობის გაძლიერებისკენ.

06/07/2026

#სტატისტიკა

Address

ილიას გორა
Kvareli
4800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყვარლის სასწავლო ცენტრი • Kvareli Training Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category