20/07/2026
✨ გააცოცხლე შენი ქალაქის ისტორია , გახდი ახალი ინიციატივის ნაწილი!
🚀ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდული კლუბი იწყებს ახალ, ძალიან საინტერესო პროექტს: „ყვარლის ციფრული არქივი - გააცოცხლე შენი ქალაქის ისტორია“
🔍 რას გავაკეთებთ?
მოვიძიებთ და თავს მოვუყრით ნაკლებად ცნობილ ან უკვე კარგად ნაცნობ ამბებსა და ფაქტებს იმ ადამიანებზე, ყვარლელებზე, რომელთა ღვაწლიც მნიშვნელოვანია და არ უნდა დავივიწყოთ. ამ ისტორიებს ციფრულ სივრცეში განვათავსებთ და გაგიზიარებთ ასევე ამ გვერდზე.
🤝 ვის შეუძლია ჩართვა?
🔸ჩვენი ახალგაზრდული კლუბის წევრებს;
🔸მოსწავლეებს,მასწავლებლებს;
🔸ყვარელში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს კვლევა, ფოტოგრაფია, ისტორია ან ჟურნალისტიკა;
🔸ყველას, ვისი ოჯახური არქივიც ინახავს საინტერესო ისტორიას თუ ფოტოს და სურს, ეს ამბავი სხვებსაც გაუზიაროს.
💡 რატომ უნდა შემოგვიერთდე?
🔹ისწავლი ინტერვიუების ჩაწერასა და ისტორიული მასალების დამუშავებას;
🔹შეხვდები საინტერესო ადამიანებს და აღმოაჩენ შენი ქალაქის დაფარულ ამბებს;
🔹გახდები ყვარლის ციფრული მეხსიერების შექმნის მონაწილე!
📥 როგორ ჩაერთო?
თუ გსურს გახდე გუნდის წევრი ან უბრალოდ გაქვს ისტორია, რომელიც გინდა რომ გაგვიზიარო, მოგვწერე პირად შეტყობინებებში ან დაგვიტოვე კომენტარი.
ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი ქალაქის ისტორია! 💚
#ყვარელი #გააცოცხლეისტორია #ახალგაზრდულიკლუბი #საზოგადოებრივიინიციატივა #ყვარლისისტორია