05/11/2022
მოგესალმებით,
ყვარელში შეიქმნა პრაქტიკული უნარების განვითარების ცენტრი Skills share. ცენტრის მიზანია ისეთი სასწავლო კურსების და შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება, რომლებიც შეძლებს მონაწილეების მომზადებას სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა პოზიციებზე არსებული თანამედროვე გამოწვევებისათვის ან/და გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
არ გვაქვს შეზღუდვები რომელიმე მიმართულებაზე. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება რომელიმე მიმართულებით, გაქვთ მზა კურსი ან ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ისეთი კურსის ორგანიზება, რომელიც სხვა ადამიანებს სჭირდებათ და გამოადგებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ორმხრივი დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. შეგვიძლია დაგეხმაროთ როგორც ორგანიზაციული, ასევე არაორგანიზაციული კუთხით. იქნება ეს კონკრეტული თემატური ტრენინგის გავლა, ტრენერების ტრენინგის გავლა, კურსის დახვეწა თუ რაიმე სხვა.
2022 წელს ვიწყებთ MS EXCEL - ის კურსით. გვექნება 2 დონე. სპეციალისტი და მასტერი.
✅კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნება პლატფორმა, სადაც ისინი შეძლებენ გაუზიარონ ერთმანეთს დაგროვილი ცოდნა, სამუშაო ფორმები და დაეხმარონ ერთმანეთს ექსელთან დაკავშირებული ყოველდღიური დაბრკოლებების გადალახვაში.
კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ცალკე პოსტის სახით.
✅ასევე, ვაპირებთ ვითანამშრომლოთ სკოლებთან. ყოველწლიურად, თითოეული სკოლიდან რამდენიმე მოსწავლისათვის, რომლებსაც სკოლა გაუწევს რეკომენდაციას და ექნებათ დაინტერესება ამ მიმართულებით, კურსი იქნება უფასო.
✅2023 წლიდან დაგვემატება ბუღალტერიის კურსი. ასევე, იგეგმება Speaking Club-ის მოწყობა, სადაც მსურველები შეძლებენ უცხო ენაზე ისაუბრონ და გაუზიარონ თავისი შეხედულებები სხვა ადამიანებს წინასწარ მომზადებულ თემებზე. იდებატონ, ითამაშონ სხვადასხვა საინტერესო სამაგიდე თამაშები უცხო ენაზე.
ზემოაღნიშნული მხოლოდ დასაწყისია,
მომავალი წლიდან წინ გველოდება მეტი საინტერესო კურსი და აქტივობა.
საკონტაქტო:
☎️ 522-22-23-27
✉️ [email protected]