სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა, Education, თაბუკაშვილის N175, Kutaisi.

🎼 ,,იქ, სადაც სიტყვები უძლურია,  მუსიკა ლაპარაკობს“ /ქრისტიან ანდერსენი/2026 წლის 15 ივნისს, მე-6ა კლასში გაიმართა მუსიკ...
20/06/2026

🎼 ,,იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“ /ქრისტიან ანდერსენი/

2026 წლის 15 ივნისს, მე-6ა კლასში გაიმართა მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით ,,სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა!“, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა მუსიკის განსაკუთრებულობა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მოზარდის სრულყოფილად ფორმირებაში .მუსიკა პირდაპირ კავშირშია აღზრდის პროცესთან ,იგი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს უყალიბებს მოზარდს. გავლენას ახდენს ბავშვის ფაქიზ გრძნობებზე, აყალიბებს მის ხასიათს. მუსიკა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მას დიდი როლი ენიჭება ბავშვის გონებრივ განვითარებაში.
მე-6ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება ,, ვაშა მუსიკას, ვაშა მეგობრობას!“, მინი-სპექტაკლით გააცოცხლეს უკვდავი მითი -,,მომღერალ ორფეოსზე“, დახვეწილი პლასტიკით წარმოადგინეს კომპოზიცია, თუ როგორ ქმნიდნენ კომპოზიტორები გენიალურ შედევრებს ბრძოლის დრო , ისაუბრეს ხალხური, კლასიკური და სასულიერო მუსიკის წარმოშობის შესახებ, მათი დახვეწილი მეტყველება და ემოციური გამომსახველობა საოცარ განცდას იწვევდა მსმენელში. ერთმანეთს ენაცვლებოდა უზადოდ შესრულებული საცეკვაო ნომრები და გუნდური სიმღერები, რაც საოცარ მუხტს ბადებდა მაყურებელში. პატარა მსახიობების ემოციურად შესრულებულმა ეპიზოდებმა გააოცა და აღაფრთოვანა მსმენელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრი, ვაკისუბნის მაჟორიტარი - გიორგი იობაშვილი, ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ბონდო ბალანჩივაძე და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ქ. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი- ალექსანდრე თევდორაძე.
მუსიკალური წარმოდგენის შემოქმედი გახლდათ კლასის დამრიგებელი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი- ქეთევან გუბელაძე
ვუსურვებთ დიდ წარმატებას საოცარ მე-6ა კლასს!

Ketino Gubeladze

11/06/2026

სკოლასთან არსებული ბავშვთა სტუდია „დავითი“ აცხადებს ახალი ჯგუფების მიღებას! ❤️

ქართული ცეკვის პირველი ნაბიჯები, მეგობრული გარემო და დაუვიწყარი ემოციები პროფესიონალი ქორეოგრაფების - ნატალია და გიორგი გელაშვილების ხელმძღვანელობით. ✨

☎️რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით
📞555 62 59 19
📞579 45 59 99

#სტუდიადავითი #ახალიჯგუფი #ქართულიცეკვა #ბავშვთასტუდია #ნატალიაგელაშვილი #გიორგიგელაშვილი #ანსამბლიდავითი 🇬🇪❤️✨

,,მომავალი მეწარმეები დღეს ქმნიან ხვალინდელ წარმატებას!“სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-10 კლასებში  წარმატებით...
10/06/2026

,,მომავალი მეწარმეები დღეს ქმნიან ხვალინდელ წარმატებას!“
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-10 კლასებში წარმატებით გაიმართა მინი-სტარტაპის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა არჩევითი საგნის – „მეწარმეობის საფუძვლები “ ფარგლებში.
სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, ბიზნესგეგმის შედგენა, პროდუქტის შექმნა, მარკეტინგისა და ფინანსური დაგეგმვის საწყისი საკითხები. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მათ შექმნეს საკუთარი მინი-სტარტაპები და პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს ბიზნესიდეები, პროდუქტები და განვითარების ხედვები.
ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალი, ინოვაციური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობა. თითოეულმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი საკუთარი იდეის წარდგენასა და არგუმენტირებულ დაცვას.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მეწარმეობრივი კულტურის, პრაქტიკული უნარებისა და ეკონომიკური აზროვნების განვითარება, რაც თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

Nato Chikovani

,,ჩვენი ოთხწლიანი ისტორია ბევრ ამბავს ითვლის... ოთხი წელი ეს უბრალოდ რიცხვი არ არის,აქ ბევრი სიყვარულია, ბევრი შრომაა და...
09/06/2026

,,ჩვენი ოთხწლიანი ისტორია ბევრ ამბავს ითვლის... ოთხი წელი ეს უბრალოდ რიცხვი არ არის,აქ ბევრი სიყვარულია, ბევრი შრომაა და ხანდახან იმედგაცრუებით შეპარული ცრემლიცაა. ბევრი წარმატება და ბევრი ბავშვური მოგონებაა. ერთად გავიზარდეთ და პატარ-პატარა გამარჯვებების სიხარულიც ერთად ვიგემეთ.
ჩემო მხიარულო მოსწავლეებო, არასოდეს დაკარგოთ ეს სიხალისე და მარადიულად აცოცხლეთ თქვენში ლაღი ბავშვი. ცხოვრება ბევრ გამოცდას მოგიწყობთ, მაგრამ იყავით ძლიერები, მებრძოლები და სამართლიანები! ერთადერთი, ვისაც ამ გზაზე უნდა გაეჯიბროთ თქვენი დღევანდელი ვერსიაა ხვალ! იყავით უკეთესები!
მე თქვენ დღეს არ გემშვიდობებით! ახალ ეტაპზე გადასვლას გილოცავთ! მომავლის გზებს დაგილოცავთ! წადით, იშრომეთ, ისწავლეთ, იოცნებეთ და გიყვარდეთ! და თუ ამ გზაზე დაიღლებით, ყოველთვის გახსოვდეთ, ერთ საკლასო ოთახში არის მასწავლებელი, რომელსაც უპირობოთ უყვარხართ და სჯერა თქვენი შესაძლებლობების! 💖

სიყვარულით, თქვენი პირველი მასწავლებელი”

ელისო აბესაძე

,,ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, თვალწინ მიდგას ოთხი წლის წინანდელი პირველი სექტემბერი - ერთდროულად შეშინებული, დაბნეული და ცნო...
09/06/2026

,,ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, თვალწინ მიდგას ოთხი წლის წინანდელი პირველი სექტემბერი - ერთდროულად შეშინებული, დაბნეული და ცნობისმოყვარე თვალები. დღეს კი ჩემი პირველკლასელები უკვე მეოთხეკლასელები არიან- დიდები, გონიერები და დამოუკიდებლები.
​ეს ოთხი წელი მხოლოდ სწავლა არ ყოფილა – ჩვენ ერთად ვიცინეთ, ვინერვიულეთ, და უამრავი ლამაზი მოგონება შევქმენით.
გმადლობთ, მშობლებო, ნდობისთვის, მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი თქვენგან.
ბავშვებო, ​მიყვარხართ და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დიდი წარმატება გელით. მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები.”
♥️♥️♥️
Imeda Zarqua

,,ჩემო ძვირფასო ბავშვებო ❤️ დღეს ჩვენი ერთად გავლილი 4 წლის გზა სრულდება. თითქოს გუშინ იყო,როცა პატარა ცნობისმოყვარე თვა...
09/06/2026

,,ჩემო ძვირფასო ბავშვებო ❤️
დღეს ჩვენი ერთად გავლილი 4 წლის გზა სრულდება. თითქოს გუშინ იყო,როცა პატარა ცნობისმოყვარე თვალებით შემოაბიჯეთ კლასში, დღეს კი უფრო თავდაჯერებულები,გაბედულები და ბევრად გაზრდილები მემშვიდობებით.
ამ წლების განმავლობაში ერთად ვისწავლეთ, ვიხარეთ, ვოცნებობდით და ვქმნიდით დაუვიწყარ მოგონებებს.
საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ თქვენდამი სიყვარული და ზრუნვა ყოველთვის გულწრფელი და დედობრივიც კი იყო. ამიტომ თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს გულში.
გისურვებთ ყოველთვის შეინარჩუნოთ სიკეთე, გულწრფელობა, მეგობრობა და ოცნებების რწმენა, იარეთ თამამად თქვენი მიზნებისაკენ, რადგან თითოეულ თქვენგანში დიდი შესაძლებლობა და დიდი მომავალი დავინახე.
მადლობა სიყვარულისთვის, ნდობისთვის, სითბოსთვის და იმ ბედნიერი დღეებისათვის, რომლებიც ერთად გავატარეთ. მიყვარხართ და ყოველთვის ვიამაყებ, რომ თქვენი პირველი მასწავლებელი ვიყავი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს ნდობისთვის, თანადგომისთვის, თანამშრომლობისთვის და იმ სიყვარულისთვის რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში თქვენგან ვიგრძენი. მადლობა, რომ თქვენი ძვირფასი ადამიანები მანდეთ და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის თანამგზავრი გამხადეთ.
წარმატებულ და ნათელ მომავალს გისურვებთ ჩემო საყვარელო მეოთხეკლასელებო ❤️❤️❤️❤️❤️”

Irma Chirgadze

⚖️ შემეცნებითი ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მე-7გ კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ საინტერესო და შთამბეჭდავი ვიზიტი ქ...
07/06/2026

⚖️ შემეცნებითი ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

მე-7გ კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ საინტერესო და შთამბეჭდავი ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის სასამართლოს საქმიანობის გაცნობა და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
სასამართლოს თანამშრომლებმა გულთბილად მიგვიღეს და მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სასამართლოს სტრუქტურა, ფუნქციები და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტები. ბავშვებმა დაათვალიერეს სასამართლოს სივრცეები, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
ვიზიტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რადგან მანამდე მათ კლასში ორჯერ ჩაატარეს „ლიტერატურული სასამართლო“, ამიტომ რეალური სასამართლოს საქმიანობის გაცნობა მათთვის მეტად მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამოცდილება აღმოჩნდა.
გულითად მადლობას ვუხდით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს თბილი მასპინძლობისთვის, ყურადღებისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ვიზიტი მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ და მომავალში კიდევ უფრო მეტად დააინტერესებთ სამართლისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებით.
მადლობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის!
კლასის დამრიგებელი - ციცინო ჭეიშვილი

2026 წლის 2 ივნისს 5-ბ კლასში გაიმართა ღონისძიება თემაზე ,,მეგობრობა გზად და ხიდად", რომელიც მეგობრობის, ურთიერთპატივისც...
06/06/2026

2026 წლის 2 ივნისს 5-ბ კლასში გაიმართა ღონისძიება თემაზე ,,მეგობრობა გზად და ხიდად", რომელიც მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის მნიშვნელობას მიეძღვნა. 🤝🏻❤️
მოსწავლეებმა რუსულ ენაზე წარადგინეს მეგობრობის თემაზე შექმნილი ლექსები, ანდაზები და სიმღერები. მათ გააცოცხლეს ერთ-ერთი ზღაპრის გმირები, ოსტატურად მოირგეს სხვა და სხვა როლი და მაყურებელბს მინი-სპექტაკლებიც შესთავაზეს. 🎭
მოსწავლეებმა არა მხოლოდ რუსული ენის ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, არამედ გულწრფელად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის და თანადგომის მიმართ. 🫶🏻

ირინა ხუჯაძე

🤍🇬🇪♥️
26/05/2026

🤍🇬🇪♥️

Address

თაბუკაშვილის N175
Kutaisi
4600

Telephone

+431291167

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category