სპეციალური მასწავლებელი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • სპეციალური მასწავლებელი

სპეციალური მასწავლებელი ✅ინკლუზიური განათლების სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მოსწავლეზე მორგებული მიდგომებით💚💚💚

16/09/2025

☀️ ყოველ დღე გასამეორებელი 👇
📖 დაიწყო კიდრვ ერთი სასწავლო წელი და კიდევ ერთხელ ვდგებით სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.
☀️ უამრავ სირთულეს გავუმკლავდით და ბევრი რამ დავძლიეთ მშობლებთან ერთად და მასწავლებლების მხარდაჭერით, ერთი საკითხი კი ყოველთვის აქტუალური რჩება:
👧👦 ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს გასხვავებულის ბავშვებისა და ადამიანების მიღება.
🫂 ასევე ჩვენც ვისწავლოთ განსხვავებული ბავშვებისა და ადამიანების მიღება.
🫂💫 ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ, უნიკალურები. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. განვსხვავდებით გარეგნობით, ხასიათით, გემოვნებით, თვისებებით, შესაძლებლობებით. ეს ნორმალურია.
❓️ რა უნდა გავაკეთოთ ბავშვებისთვის ამის ასახსნელად ?
✅️ ვასწავლოთ სხვა ბავშვებისა და ადამიანების შეფასება მათი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით და არა ჩაცმულობის, გემოვნების ან შესაძლებლობების მიხედვით.
✅️ ვასწავლოთ, რომ ყველა ბავშვს ერთნაირად არ შეუძლია სწავლა, კითხვა, წერა, ზოგიერთი ბავშვისთვის ეს უფრო რთულია და მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
✅️ ვასწავლოთ არ ისაუბრონ სხვა ბავშვებთან ხმამაღლა საკუთარი ლამაზი ტანსაცმლის, ძვირადღირებული აქსესუარების შესახებ, ამან შეიძლება ვინმეს გული დასწყვიტოს 🩷🫶
✅️ ყველა ბავშვი ლამაზია, ყველა ბავშვი იმსახურებს სიყვარულს და მეგობრობას 🫶

❓️ თქვენ რას დაამატებდით?

ბავშვთა ფსიქოლოგი და ABA სუპერვიზორი გვანცა ბერაძე

#აირჩიეგანმავითარებელი #ბავშვისგანვითარება #სკოლა #პირველიკლასი #გაიგემეტი #აქტიურიმშობელი

12/09/2025

🎒 რა გველოდება, როცა ბავშვი სკოლას იწყებს

პირველი დღე — სავსეა აღფრთოვანებით და შეიძლება ცოტა ცრემლებითაც. 🤍
პირველი კვირა — ახალი წესები, ახალი სახეები, ბევრი ემოცია.
პირველი თვე — რუტინა ნელ-ნელა ყალიბდება… თუ სახლში სითბოთი და მხარდაჭერით დავეხმარებით.

👉 როგორ გავუმარტივოთ ეს პერიოდი პატარას?

🕒 საღამოს დაეხმარეთ მოამზადოს ჩანთა და ტანსაცმელი, დილას მშვიდი რომ იყოს
🤝 ერთად ივარჯიშეთ ფრაზებზე: „შეიძლება შენთან ვითამაშო?“ „შეიძლება აქ დავჯდე?“
📚 ძილის წინ წაუკითხეთ ზღაპარი სკოლაზე — ამცირებს ნერვიულობას
💬 ყოველდღე ჰკითხეთ: „რა იყო ყველაზე კარგი დღეს?“

სკოლის დაწყება დიდი ცვლილებაა, მაგრამ როცა ბავშვი გრძნობს, რომ გვერდით ვართ — ის ბევრად უფრო თავდაჯერებული ხდება 💜

02/09/2025
02/09/2025

📙მოგესალმებით, ვარ
ინგლისური ენის მოქმედი და აგრეთვე უფროსი სპეციალური მასწავლებელი.

📙ჩართული ვარ ინკლუზიურ განათლებაში და მაქვს გამოცდილება სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობის. ამასთანავე გავლილი მაქვს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ტრენინგები.

მოვამზადებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებს შემდეგ საგნებში:
✅ქართული
✅მათემატიკა
✅ინგლისური ენა
📙სკოლის მასალასთან ერთად რათქმაუნდა ვიყენებ განმავითარებელ სავარჯიშოებს თითოელ ზემოთ აღნიშნულ საგნებში.

📙ვიზრუნებ როგორც
აკადემიური ასევე შემეცნებითი უნარების განვითარებაზე შესაბამისი სავარჯიშოების დახმარებით.

✅ მჯერა რომ ინდივიდუალური და სწორად გამოყენებული მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა.

მასწავლებელი: მარიამ ჩიტაიშვილი
მის: სულხან საბას 89

゚viralシalシ

01/09/2025

აუტიზმი და ალექსითიმია: კავშირი, გამოწვევები და მხარდაჭერის გზები

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი არის ნეიროფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ კომუნიკაციაზე, ქცევასა და გარემოს აღქმაზე. აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული სტრატეგიები ინფორმაციის დამუშავებაში, სოციალურ ურთიერთობაში და ემოციების გამოხატვაში.

რა არის ალექსითიმია?

ალექსითიმია ფსიქოლოგიური ტერმინია, რომელიც აღწერს სირთულეს საკუთარი ემოციების ცნობასა და სახელდებაში. ალექსითიმიის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს:

საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა (მაგ., სევდა, სიბრაზე, სიხარული);

ემოციების სხვებისთვის აღწერა;

სხეულის სიგნალების (მაგ., შფოთვა, დაძაბულობა) ემოციებთან დაკავშირება.

აუტიზმი და ალექსითიმია – როგორ იკვეთება?

კვლევები აჩვენებს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებში ალექსითიმია საკმაოდ ხშირია – სტატისტიკურად 40–50%-მდე. ეს არ ნიშნავს, რომ ალექსითიმია აუტიზმის ნაწილია, თუმცა ის ხშირად თანმხვედრი მდგომარეობაა.

კონკრეტული სირთულეები, რაც შეიძლება წარმოიშვას:

ემოციების გაბნეული ან გაურკვეველი განცდა („ვგრძნობ რაღაცას, მაგრამ ვერ ვამბობ რას“);

ურთიერთობაში დაძაბულობა, რადგან გრძნობების გამოხატვა და სხვების ემოციების წაკითხვა რთულია;

გაუგებრობები კომუნიკაციაში („ვერ ვამბობ, რომ ვბრაზობ“ და ეს სხვების მხრიდან აღიქმება როგორც გულგრილობა);

გაზრდილი რისკი შფოთვისა და დეპრესიისთვის, რადგან დაუმუშავებელი ემოციები შეიძლება დაგროვდეს.

მხარდაჭერის გზები

ემოციების სწავლება ვიზუალური საშუალებებით – ემოციების ბარათები, ფერების კოდირება („წითელი = გაბრაზება“).

დამხმარე კითხვები, როგორიცაა „რა მოხდა?“ „რა იგრძენი?“ „სად იგრძენი სხეულში?“

თერაპიული მხარდაჭერა – ქცევითი თერაპია, ემოციებზე ორიენტირებული თერაპია.

თავისუფალი და უსაფრთხო გარემო – ოჯახსა და სკოლაში ისეთი ატმოსფერო, სადაც გრძნობების გამოხატვა მისაღებია.

ალტერნატიული გამოხატვის გზები – ხატვა, მუსიკა, მოძრაობა, დღიურის წერა.

დასკვნა

ხშირად აუტიზმი და ალექსითიმია ერთმანეთთან გადაკვეთილი მდგომარეობებია, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულიც. მათმა თანხვედრამ ადამიანს შეიძლება გაურთულოს ემოციების მართვა და სოციალური ურთიერთობები, თუმცა სწორი მხარდაჭერით შესაძლებელია ემოციური ცნობიერების განვითარება.

👉 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანს არ აქვს ალექსითიმია.
კვლევების მიხედვით, აუტისტური სპექტრის მქონე პირები, ვისაც ალექსითიმია არ ახასიათებთ, ისევე სრულად და ზუსტად აღიქვამენ და გამოხატავენ ემოციებს, როგორც ნეიროტიპური ადამიანები. შესაბამისად, ალექსითიმია არ არის აუტიზმის განუყოფელი მახასიათებელი, არამედ დამატებითი ფაქტორი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თანხვედრილი იყოს. მისმა თანხვედრამ კი გამოიწვიოს ემოციების აღქმისა და გამოხატვის სირთულე.

❓️თუ მოგეწონა სტატია, მოიწონე და გააზიარე პოსტი 💫

#ალექსითიმია #ემოციურიგანვითარება #გაიგემეტი #ბავშვისგანვითარება

29/08/2025

ყოველ დღე - ჩვენ შეგვაქვს დეპოზიტი, ჩვენი შვილების მეხსიერების ბანკში.

27/08/2025

🎯 „მოდი, მე გავაკეთებ, შენ ვერ იზამ“ განვითარებას აფერხებს

❌ როცა ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ბავშვი ფიქრობს: „მე ვერ შევძლებ.“

✅ უკეთესია: „სცადე შენ, მე შენთან ვარ.“

👉 გადააბარე ერთი პატარა საქმე — წყლის ჩამოსხმა, ქურთუკის შეკვრა, სათამაშოების ალაგება.

📌 როცა ვენდობით, ბავშვიც სწავლობს საკუთარ ძალებზე დაყრდნობას.

📚 მეტი მსგავსი რჩევისთვის — მოიწონე, დააკომენტარე და გამოგიგზვნი ინფორმაციას ჩვენს წიგნებზე 💛

✅ქცევითი დარღვევები ბავშვებში არის ფსიქოსოციალური და ემოციური პრობლემების ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ხშირად იჩენს თავ...
26/08/2025

✅ქცევითი დარღვევები ბავშვებში არის ფსიქოსოციალური და ემოციური პრობლემების ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ხშირად იჩენს თავს მაშინ, როცა ბავშვი ვერ ახერხებს საკუთარი ემოციებისა და ქცევის რეგულირებას. ეს მდგომარეობა შეიძლება დროებითი იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საჭიროებს სპეციალურ დახმარებას.
✅ძირითადი ქცევითი დარღვევები ბავშვებში
აგრესიული ქცევა – ხშირად ჩხუბი, გინება, ნივთების დაზიანება, ფიზიკური ან სიტყვიერი აგრესია თანატოლებისა თუ უფროსების მიმართ.
იმპულსურობა – ქცევების დაუფიქრებლად განხორციელება, შედეგებზე არმიზრუნება.
ჰიპერაქტიურობა – ზედმეტი მოუსვენრობა, მუდმივი მოძრაობა, ყურადღების პრობლემები.
სოციალური წესების უგულებელყოფა – სხვების უფლებების დარღვევა, წესების არ დაცვა, უხეში მოპყრობა.
ტყუილების თქმა და ქურდობა – ხშირი მოტყუება, სხვისი ნივთების დაუკითხავად აღება.
დეპრესიულ-აპათიური ქცევები – იზოლაცია, ინტერესის დაკარგვა, ხშირი სევდა, თვითშეფასების დაქვეითება.
მიზეზები
ბიოლოგიური – ნეიროლოგიური დარღვევები, მემკვიდრეობა.
ოჯახური გარემო – კონფლიქტური გარემო, დაუდევრობა, ძალადობა, ზედმეტი სიმკაცრე ან უყურადღებობა.
✅სოციალური ფაქტორები – თანატოლებთან ბულინგი, სოციალიზაციის სირთულე.
სკოლა – სწავლაში ჩამორჩენა, მასწავლებელთან პრობლემური ურთიერთობები.
სიმპტომები
ხშირად არღვევს დისციპლინას.
კონფლიქტურია თანატოლებთან და უფროსებთან.
ვერ აკონტროლებს ემოციებს (ტირილი, გაბრაზება, გაღიზიანება).
უყურადღებოა, აქვს სწავლაში სირთულეები.
არ ასრულებს დავალებებს, ხშირად ტოვებს სკოლას.
✅დახმარების გზები
ოჯახური მხარდაჭერა – პოზიტიური ურთიერთობა, თანმიმდევრული აღზრდა.
ქცევითი თერაპია – ფსიქოლოგთან მუშაობა ემოციური თვითრეგულაციისა და სოციალური უნარების გასავითარებლად.
პედაგოგის ჩართულობა – ინდივიდუალური მიდგომა, პოზიტიური გაძლიერება.
მედიკამენტოზური მკურნალობა – მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, ექიმის დანიშნულებით.
ინკლუზიური განათლება – სპეციალური პროგრამები ბავშვის საჭიროებებზე მორგებული.

Address

Sulkhan Saba Street
Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპეციალური მასწავლებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category