აბიტურიენტები და არქიტექტურა, ხაზვის შესწავლა ქუთაისში

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • აბიტურიენტები და არქიტექტურა, ხაზვის შესწავლა ქუთაისში

აბიტურიენტები და არქიტექტურა, ხაზვის შესწავლა ქუთაისში Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აბიტურიენტები და არქიტექტურა, ხაზვის შესწავლა ქუთაისში, School, Jorjiashvili Street 54, Kutaisi.

17/09/2026
26/08/2026
13/08/2026

ჩემო მომავალო, ძვირფასო
მოსწავლეებო(მეგობრებო)და
მშობლებო,მოგესალმებით და
წარმატებებს გისურვებთ ახალ
სასწავლო წელს.
მე დავით ბედიაშვილი ვასწავლი ხაზვის
ზოგადად კურსს 8,9,10,11 და 12 კლასის
მოსწავლეებს(საუნივერსიტეტო
შემოქმედებითი ტურის მოთხოვნათა
შესაბამისად).
ჩვენ ვერ დავეყრდნობით წინა წლების
მოთხოვნებს და რაც შეიძლება უნდა
ვისწავლოთ ბეჯითად,რათა მზად შევხვდეთ მოსალოდნელ რთულ
მოთხოვნებს, რომელიც ქვეყდნება ხოლმე,
შემოქმედებით ტურამდე 2-3 თვით ადრე,
ვცდილობ პირადი მაგალითი მივცე
მოსწავლეებს:
ყოველწლიურად ვადგენთ დაახლოებით
80 ახალ სავარჯიშო მაგალითს ზაფხულში
და პერიოდულად საგნის შესწავლის პარალელურად, რაც ძალიან დადებითად
მოქმედებს აბიტურიენტის საბოლოო
შედეგზე უმაღლეს სკოლაში.
კარგი ცოდნით შეიარაღებულ მოსწავლეს
კი,მივასწავლი გზას,სასურველი უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტისკენ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.წარმატებები
ყველა აბიტურიენტს.
პატივისცემით dato 598 70 41 14 bediashvili.

✅100%-იანი რეზულტატით დაფიქსირდა,

ჩვენი ხაზvის ჯგუფის 2025--26
ს/წლის აბიტურიენტთა შედეგები,უმაღლესი სკოლების შემოქმედებით ტურზე.
ეს პოსტი ვრცლად იხილეთ dato bediashvili-ს გვერდზე

🏢ქუთაისი 🧔‍♂️დავით ბედიაშვილი✅მასწავლებელ დავით ბედიაშვილს აქვს, სკოლასადა უნივერსიტეტში სწავლების 30 წლისპედაგოგიური სტ...
13/08/2026

🏢ქუთაისი
🧔‍♂️დავით ბედიაშვილი

✅მასწავლებელ დავით ბედიაშვილს აქვს, სკოლასა
და უნივერსიტეტში სწავლების 30 წლის
პედაგოგიური სტაჟი და გამოცდილება.

✅ხაზვაში გამოცემული აქვს, განათლების
სამინისტროს მიერ გრიფირებული
"ხაზვის ალბომები, ამოცანების ეტაპობრივი
ამოხსნითა და სავარჯიშო მაგალითების დანართით''

✅განათლების სამინისტროს მიერ, დაჯილდოეგულია:
"სახალხო განათლების წარჩინებულის საპატიო სამკერდე ნიშნით

📞598 70 41 14

16/09/2025
10/09/2025

კეთილი იყოს თქვენი
მობრძანება !
ხაზვის კურსის შესწავლის ადგილმდებარეობა და მასწავლებლის
მიერ მიცემული გარანტიები მოსწავლეს.
ქ.ქუთაისის ცენტრიდან, მერიის გვერ -
დით მდებარე ავტობ.გაჩერებიდან, მე-11
სკოლამდე გახლავთ 6 ავტ.გაჩერება და
ამ მგზავრობას ესაჭიროება დაახლ.8 წუთი.
ხაზვის კურსის შესწავლა წარმოებს
მე 11 სკოლასთან ახლოს, ჯორჯიაშვილის ქ.
№54 (სკოლის შესასვლელთან,როცა მობ-
რძანდებით,დამიკავშირდით 598.70.41.14
და შეგხვდებით).
ქალაქის ცენტრიდან მოდის მარშ.№100,
№55 და №41 ავტობუსი.
ჭავჭავაძის პრ.დან №34 მარშ. და 41 ავტობ.
მგზავრობას ესაჭიროება დაახლ.15 წთ.
სწავლის დასრულების შემდეგ, თუ მოსწავლე ვერ მოხვდება ხაზვის ჩაუბარე-
ბლობის გამო ,ვერცერთ არქიტექტურის
ფაკულტეტზე და მოსწავლეს არ ექნება
გაკვეთილის 10 გაცდენაზე მეტი,მაშინ
მოსწავლეს დაუბრუნდება გადახდილი
თანხის 100% (რაც ჯერ არ მომხდარა).
წარმატებები! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ
სიყვარულით დათო მას

📢 გრძელდება მიღება ხაზვის კურსზე!📚 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის📅 12 სექტემბერი – 24 სექტემბერი⚠️ ადგილები შეზღუდულია!📞 დ...
06/09/2025

📢 გრძელდება მიღება ხაზვის კურსზე!
📚 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის
📅 12 სექტემბერი – 24 სექტემბერი

⚠️ ადგილები შეზღუდულია!

📞 დეტალებისთვის დარეკეთ: 598 70-41-14

30/08/2025

გილოცავთ,მეამაყებით !
ძვირფასო მეგობრებო,ხაზვის კურსის მოსწავლეებმა შემოქმედებით ტურის
შემდეგაც,წარმატებებს მიაღწიეს ერო-
ვნულ გამოცდებზე: 50,70და100 % გრანტე-
ბით.სიამოვნებით გაგაცნობთ ამ ყოჩაღი
მოსწავლეების(უკვე სტუდენტების)მიერ
დაპყრობილ მწვერვალებს :
1)სამხატვრო აკადემიაში,არქიტექურაზე:
ლუკა კვანტალიანი,თეკლა პაიჭაძე,ლუკა
ბერიძე და გრაფიკულ დიზაინზე: მარიამ
გურგუჩიანი.⁹
2)ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურაზე:ნინი გეგეშიძე,მარიამ ხელიძე,ანა მიქაბერიძე,ელენე წკეპლაძე,
მათე ლიკლიკაძე და სამშენებლოზე: თეკლა ცეცხლაძე.
3)აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში
არქიტექტურაზე : ნინი ლომთაძე,ანანო
შარვაშიძე,მარიამ ჩხაიძე და ნინი გიორგაძე.
4)შავი ზღვის უნივერსიტეტში არქიტექტურაზე : ანი ტურაბელიძე,ნინუ-
ცა გერაძე და ლუკა დვალიშვილი.
5)კავკასიის უნივერსიტეტში
არქიტექტურულზე:ელენე ამბროლაძე
6)თავისუფალ უნივერსიტეტში
არქიტექტურულზე :მარიამ ხმალაძე
7) ქუთაისის საერთაშორისო უნივერ-
სიტეტში,დიზაინზე:ანიტა აზარიაშვილი.
თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობები-
დან გამომდინარე,თქვენ შეგიძლიათ
უფრო მეტად მაღალი მწვერვალების
დაპყრობა.
ლაღი და ლამაზი სტუდენტური
წლები წინ გელით.ოღონდ ისიც არ დაი-
ვიწყოთ,რომ ლაღ ცხოვრებას მაშინ
აქვს გემო,როცა ის წინასწარ გაჯერებულია
უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი
პროგრამების კარგი შესწავლით(ბეჯითი
შრომის ხარჯზე).
ჩემი ბაბუ ყანიდან,რომ მოვიდოდა
სუფრას შემოუჯდებოდნენ და იტყოდა :
კარგად,ნაყოფიერად ვიმუშავეთო და
სამ ჭიქა კაი ნატურ ღვინოსაც სიამოვ-
ნებით მიირთმევდა.
გთხოვთ ზედმეტად თვითდაჯერებული
ნუ იქნებით.
ჩემი მცირედი წარმატების მიზეზი
თქვენ კარგად იცით: 1) ვაღიარებდი,
რომ ჯერ კიდევ ხაზვა კარგად არ მაქვს
შესწავლილი და ყოველი გაკვეთილისთვის
სპეციალურად ვემზადებოდი.
2)სისტემატურად ვცდილობდი ჩემს მიერ
შედგენილი ახალი სავარჯიშო მაგალითები
მომეტანა თქვენამდე (უფალო შემინდე).
3) არაერთხელ მითქვამს: რაც თქვენ
იცით,ჩემს ასაკში მე მაგის ნახევარიც
არ ვიცოდი.
გაერთეთ და ისწავლეთ კარგად.
თქვენს სამშობლოსაც გამოადგებით,ახლობლებსა და
თქვენ თავსაც.
უფალი იყოს თქვენი მფარველი.

Address

Jorjiashvili Street 54
Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აბიტურიენტები და არქიტექტურა, ხაზვის შესწავლა ქუთაისში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category