GLOW club Kutaisi/გლოუს კლუბი ქუთაისი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • GLOW club Kutaisi/გლოუს კლუბი ქუთაისი

GLOW club Kutaisi/გლოუს კლუბი ქუთაისი გვერდი შექმნილია Glow Club Project-ის ფარგლებში. GLOW Georgia-Girls Leading Our World.

Glow Club Kutaisi გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🩷🌸🌷 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და, ამასთან დაკავში...
08/03/2025

Glow Club Kutaisi გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🩷🌸🌷

1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და, ამასთან დაკავშირებით, გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის დაფინანსების ნებართვა გასცა.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.

ამჟამად არსებული ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს.

ქუთასის GLOW კლუბი აცხადებს გოგონების მიღებას. GLOW (Girls Leading Our World) არის ორგანიზაცია, რომლის ხედვაა გოგონების ...
04/03/2025

ქუთასის GLOW კლუბი აცხადებს გოგონების მიღებას.

GLOW (Girls Leading Our World) არის ორგანიზაცია, რომლის ხედვაა გოგონების თავიანთ თემებში ინფორმირებულ და უფლებამოსილ ლიდერებად ჩამოყალიბება, წარმატებისთვის აუცილებელი თანაბარი შესაძლებლობების რეალიზება და სრულიად საქართველოს საზოგადოებასთან ერთად მუშაობა საყოველთაო პრობლემების გადასაჭრელად.

GLOW Club Kutaisi კი შექმნილია GLOW ბანაკის ალუმნას მიერ.
ქუთაისის GLOW კლუბის მიზანია გოგონების გაძლიერება და მოტივაციის ამაღლება მათი კომპეტენციების განვითარების მიზნით.

თუ ხარ 12-17 წლის გოგონა და გსურს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის როლის, მათი მნიშვნელობისა და ბევრი საინტერესო თემის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღება საკუთარი გამოცდილებების გაზიარებასთან ერთად, მაშინ ქუთაისის GLOW კლუბი შენთვისაა.

კლუბი შესაძლებლობას მოგცემს, ცნობიერება აიმაღლო სხვადასხვა გლობალურ საკითხზე, გააზიარო საკუთარი შეხედულებები, გაიცნო ახალი ადამიანები, გაიძლიერო უნარ-ჩვევები, ისწავლო გუნდურად მუშაობა, მონაწილეობა მიიღო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 38 59 59
აპლიკაციის ბოლო მიღების ვადაა : 15 მარტი

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdjEMfyAEOAGIekoyr8q-EsjU-a439ZE3r2AO0vTadL01aWmQ/viewform?usp=header

Address

Kutaisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GLOW club Kutaisi/გლოუს კლუბი ქუთაისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share