სსიპ ქ.ქუთაისი N7 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • სსიპ ქ.ქუთაისი N7 საჯარო სკოლა

სსიპ ქ.ქუთაისი N7 საჯარო სკოლა New Page

ქუᲗაისის მე-7 საჯარო სკოლის🏢 მე-7/2 კლასის✨(დამრიგებელი ლალი გახოკიᲫე)  მოსწავლემ ტარიელ რიᲟამაᲫემ👨‍💼 მონაწილეობა მიიᲦო ...
04/06/2026

ქუᲗაისის მე-7 საჯარო სკოლის🏢 მე-7/2 კლასის✨(დამრიგებელი ლალი გახოკიᲫე) მოსწავლემ ტარიელ რიᲟამაᲫემ👨‍💼 მონაწილეობა მიიᲦო ქ.ქუᲗაისის მერიის მიერ ორგანიზებულ"მოსწავლეᲗა ᲨემოქმედებიᲗ ოლიმპიადა 2026-Ში". ✨1 ივნისს,ბავᲨვᲗა დაცვის დᲦეს, ქალაქის ცენტრალურ ბულვარᲨი🏞️ გაიმარᲗა კონცერტი🎶და ოლიმპიადაᲨი გამარჯვებულ მოსწავლეᲗა დაჯილდოება.🥇🥈 🥉ტარიელმა ᲨესანიᲨნავად იმᲦერა და დაჯილდოვდა ᲟანრᲨი "ქარᲗული ხალხური სიმᲦერა " მე-3 ადგილის🥉 დაკავებისაᲗვის. უნდა აᲦინიᲨნოს ,რომ რიᲟამაᲫეების ოჯახᲨი Თაობიდან Თაობას გადაეცემა ხალხური საკრავების🎸 დამზადების,მაᲗზე დაკვრის და მᲦერის ტრადიცია.ტარიელიც ამ ტრადიციის Ღირსეული გამგრᲫელებელია. 🏆 მას ოლიმპიადაᲨი გამარჯვება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ქ-ონმა ლილე ქარსელაᲫემ,დირექტორის მოადგილემ ქ-ონმა ნინო ხურციᲫემ,კლასის ხელმᲫᲦვანელმა ,🧏‍♀️ Თანაკლასელებმა👩‍💼👨‍💼🧏‍♀️ და Შემდგომი წარმატებები უსურვეს მას.✨🎶🎼🎵✨

🇬🇪✨დღეს III ბ  კლასის   (  ხელმძღვანელი ინგა ჩხიკვაძე)  პატარა, მაგრამ უსაზღვროდ დიდი გულებით სავსე მოსწავლეებმა სამშობლ...
02/06/2026

🇬🇪✨
დღეს III ბ კლასის ( ხელმძღვანელი ინგა ჩხიკვაძე) პატარა, მაგრამ უსაზღვროდ დიდი გულებით სავსე მოსწავლეებმა სამშობლოს სიყვარულით გაბრწყინებული ღონისძიება გვაჩუქეს. ❤️
ლექსებში, სიმღერებსა და თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა საქართველოსადმი სითბო, სიამაყე და სიყვარული.
ბავშვების გულწრფელმა ემოციებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სამშობლოს სიყვარული სწორედ ბავშვობის წმინდა გულებიდან იწყება. 🌿
მათი ნათელი თვალები, მონდომება და სითბო ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზი მომავლის იმედია.
მადლობა ჩვენს პატარებს ამ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღისთვის! 🇬🇪🤍✨

🎈🎈🌈დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, №7 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო დღის დასაწყისშივე მხიარულად და თბილი ემო...
01/06/2026

🎈🎈🌈დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, №7 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო დღის დასაწყისშივე მხიარულად და თბილი ემოციებით შეხვდნენ პატარებს. მოსწავლეებს მიულოცეს ეს განსაკუთრებული დღე, გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და უსურვეს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ბავშვობა.
❤️🎁ბავშვების ღიმილი და სიხარული ამ დღის ყველაზე ლამაზი საჩუქარი იყო. ვულოცავთ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 💙🌸🎈
ამასთან, დღეს აღინიშნება ნინოობაც. გულითადად ვულოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად – ყველა ნინოს! წმინდა ნინოს მადლი, სიკეთე და მფარველობა არ მოგკლებოდეთ.

 #ნამდვილითუმოგონილი?! 🔶️კომუნიკაციების კომისიამ  მედიაწიგნიერების კონკურსი " ნამდვილი თუ მოგონილი?!" მეცამეტედ ჩაატარა....
01/06/2026

#ნამდვილითუმოგონილი?!
🔶️კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი " ნამდვილი თუ მოგონილი?!" მეცამეტედ ჩაატარა. კონკურში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200 მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა
🔷️ComCom-ის კომისიამ საუკეთესო ათეული დაასახელა და სპეციალური პრიზები გადასცა

🏆 ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, გიორგი წვერავა, კონკურსის საუკეთესო ათეულში დასახელდა. ( სამოქალაქო განათლების პედაგოგი- ზაირა ტყაბლაძე;
დამრიგებელი- მარინა ფხაკაძე)
🔶️კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაა
🧑‍🎓ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას🙏
#მეშვიდესაჯაროსკოლა
#ნამდვილითუმოგონოლი
#საუკეთესოათეული

🇬🇪❤️2026 წლის 26 მაისს საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში მე-7 საჯარო სკოლის მე-5 ა და მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა(  დამრ....
29/05/2026

🇬🇪❤️2026 წლის 26 მაისს საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში მე-7 საჯარო სკოლის მე-5 ა და მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა( დამრ. ფატი ყურაშვილი, თეა ტუკვაძე) (Მასწ. Ნუნუ ფულარიანი) ჩაატარეს ღონისძიება ეროვნული დღისადმი მიძღვნილი თემაზე "ეს დღე ჩვენია"
🇬🇪❤️Პატარებმა მოისმინეს და კარგად გაათვითცნობიერეს ისტორიის მასწავლებელ ნუნუ ფულარიანის ლექცია-საუბარი ამ დიდი დღის მნიშვნელობის შესახებ, მათ მიერ წარმოთქმული ლექსების პოპური განამტკიცებს პატარებში მამულიშვილურ გრძნობებს, რაც მათი მოქალაქეობრივი ვალდებულების მოტივატორია!

🇬🇪✨26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მე-4 ბ კლასში (დამრიგებელი მაია გოზალიშვილი, მუსიკის მასწ...
29/05/2026

🇬🇪✨
26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მე-4 ბ კლასში (დამრიგებელი მაია გოზალიშვილი, მუსიკის მასწავლებელი ნატო კუპრაშვილი) ღონისძიება გაიმართა.
✨🇬🇪მოსწავლეებმა პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს პატრიოტული სიმღერები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს თავისუფლების, ერთიანობისა და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობა.
✅✨ექსკურსია ქალაქ ზუგდიდში შემეცნებითი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. ბავშვებმა დაათვალიერეს ისტორიული გარემო, გაეცნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და განსაკუთრებული სიამაყით აღინიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
🙏✅მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პედაგოგებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის. ❤️🇬🇪

🇬🇪 დღეს IIა კლასში განსაკუთრებული და ემოციებით სავსე გაკვეთილი შევაჯამეთ თემაზე — „ჩემი სამშობლო საქართველო“ 🇬🇪👩‍🏫 პედაგ...
29/05/2026

🇬🇪 დღეს IIა კლასში განსაკუთრებული და ემოციებით სავსე გაკვეთილი შევაჯამეთ თემაზე — „ჩემი სამშობლო საქართველო“ 🇬🇪
👩‍🏫 პედაგოგები: ხათუნა ხუბულავა, ნატალი კუპრაშვილი
მოსწავლეებმა სიყვარულით წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, შეასრულეს ქართული სიმღერები და კიდევ ერთხელ იგრძნეს, რამდენად ლამაზი და მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა ❤️
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪
ვისაუბრეთ თავისუფლების, ერთიანობისა და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობაზე.
ამ დღის ყველაზე დიდი სიხარული იყო ბავშვების გულწრფელი ემოციები, სიამაყე და სიყვარული საქართველოს მიმართ 💙✨

🌟🤝ვულოცავთ სსიპ ქალაქ ქუთაისის №7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს, მარიამ კაკუშაძეს, რომელმაც წარმატებით დაასრულა „Ste...
28/05/2026

🌟🤝ვულოცავთ სსიპ ქალაქ ქუთაისის №7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს, მარიამ კაკუშაძეს, რომელმაც წარმატებით დაასრულა „Steve Jobs American Academy“-ის კურსი — Front-end Development & Global Leadership და მოიპოვა ოფიციალური სერტიფიკატი. ✨

✅🇬🇪მარიამმა გამოავლინა მაღალი აკადემიური შედეგები, ლიდერული უნარები და ტექნოლოგიური აზროვნება, რის საფუძველზეც გახდა 100%-იანი სტიპენდიის მფლობელი. 👏
🌟ვუსურვებთ მარიამს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, წინსვლასა და მრავალ გამარჯვებას მომავალ საქმიანობაში! 🌟

🇬🇪 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,ქალაქ ზუგდიდში გაიმართა კალიგრაფიის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულთა და...
27/05/2026

🇬🇪 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,ქალაქ ზუგდიდში გაიმართა კალიგრაფიის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, რომელშიც გაიმარჯვა მარგალიტა(მაკა) მერკვილაძემ..
✨🌟ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგს, მარგალიტა(მაკა) მერკვილაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! 👏📖მისი ნაშრომები საუკეთესო ათეულში მოხვდა, რაც დიდი აღიარება და საამაყო მიღწევაა ჩვენი სკოლისთვის 💫
✨🟡განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი შემოქმედება ელექტრონულ წიგნში შევა და მომავალ თაობებსაც გააცნობს მის უნიკალურ ხელწერასა და ნიჭს 📚🖋️
🌟ვუსურვებთ ქალბატონ მაკას კიდევ ბევრ წარმატებასა და ახალ გამარჯვებებს! 🌟

26/05/2026

Address

Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქ.ქუთაისი N7 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category