ATSU - ისტორია

ATSU - ისტორია

Share

ATSU - ისტორიკოსები

30/11/2024

განცხადება!!!

აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების - ისტორიის დეპარტამენტის მეოთხე კურსის სტუდენტებს, გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მის დასაცავად გამოსული თანამოქალაქეების წინაშე, რომლებსაც უმოწყალოდ უსწორდებიან. შესაბამისად, ვგმობთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას.

მიგვაჩნია, რომ განათლების კერის - დიადი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის დუმილი არამხოლოდ დაუშვებელია, არამედ მიუღებელი! და როდესაც ქვეყანას უდგას ურთულესი გამოწვევა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი და საგარეო კურსი ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი ყოველთვის იყო და იქნება ევროპა!

პოლიტიკა სახელმწიფოში არსებულ ყველა სფეროს ეხება და ის განსაზღვრავს სახელმწიფოს მომავალსა და კეთლიდღრობას. ამიტომ, მოვუწოდებთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა პროფესორ-მასწავლებელსა თუ სტუდენტს, დაარღვიონ საყოველთაო დუმილი და იმოქმედონ ქვეყნის ევროპული ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია.

ეს ქვეყანა საქართველოა !
თავისუფალი, განათლებული და ღირსეული ხალხის ქვეყანა!
საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

“სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”.
აკაკი წერეთელი.


“თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი”.
ლევან გოთუა

“ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს”.
ოთარ ჭილაძე

Want your school to be the top-listed School/college?

Website