Kutaisi American Corner

Kutaisi American Corner Address: #2, Dumbadze (former Ninoshvili). Phone: 0431 - 24-68-98

ქუთაისში, დუმბაძის N2–ში ფუნქციონირებს ამერიკული ბიბლიოთეკა, რომელშიც განთავსებულია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი და სხვადასხვა ჟანრის საინტერესო ლიტერატურა ყველა ასაკის მკითხველისთვის: წიგნები, ჟურნალები, დივიდი–ფირები, ელექტრონული წიგნები და ინტელექტუალური თამაშები. ბიბლიოთეკაში, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით, ჩაერთოთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, გაწევრიანდეთ კლუბებში, დაესწროთ პრეზენტაციებს და სპიკერ–პროგრამებს.

💻 AI Web Development For Entrepreneurs
09/08/2026

💻 AI Web Development For Entrepreneurs

05/08/2026

🇬🇪🇺🇸"Vision Of America – 250 years"
ჩვენი გამგზავრება და განსაკუთრებული შეხვედრა მესტიაში !

👥 პროექტი „Vision of America – 250 Years“ მესტიის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდა მრავალფერო...
04/08/2026

👥 პროექტი „Vision of America – 250 Years“ მესტიის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდა მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და შემეცნებითი ვორქშოპი.

🤖 მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო აქტივობებში, გამოსცადეს ვირტუალური მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში VR ტექნოლოგიის გამოყენებით, ითამაშეს თემატური სამაგიდე თამაში და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს კრეატიული საინფორმაციო პოსტერები.

🇺🇸 პროექტი „Vision of America – 250 Years“ ეძღვნება აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250 წლის იუბილეს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ამერიკის ისტორიის, კულტურისა და ღირებულებების გაცნობას თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების საშუალებით.

🎥 პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა თემატური ვიდეოები, რომლის კონტენტის ავტორია Maria Vashakidze

პროექტის ტრენერები:
Nika Tsirekidze
Lado Godoladze

💙 მადლობა მესტიის ახალგაზრდულ ცენტრს მასპინძლობისთვის, ხოლო ყველა მონაწილეს — აქტიურობის, ჩართულობისა და საინტერესო იდეებისთვის!

💻 AI Web Development For Entrepreneursკურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად ეცნობიან თანამედროვე ვებსაიტების შექმნის ...
01/08/2026

💻 AI Web Development For Entrepreneurs

კურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად ეცნობიან თანამედროვე ვებსაიტების შექმნის პროცესს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დღეს ციფრულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამ პოსტების სერიაში გაგიზიარებთ საინტერესო ფაქტებს, სასარგებლო ინფორმაციასა და პრაქტიკულ ცოდნას კურსის სხვადასხვა მოდულიდან.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს — წინ კიდევ ბევრი საინტერესო თემაა! 🚀

ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში, მარიამ მარჯანიშვილის ინიციატივითა და ქუთაისის ამერიკული კუთხის თანა...
31/07/2026

ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში, მარიამ მარჯანიშვილის ინიციატივითა და ქუთაისის ამერიკული კუთხის თანადგომით წარმოდგენილ იქნა გამოფენა ,,ბალანჩინი 122“. აღსაზრდელებმა მოისმინეს მარიამ მარჯანიშვილის საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: ,,ამერიკაში ქართული გენის აღმაფრენა“.
ასევე, ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ წარმოადგინა საავტორო თამაში ,,Vision of America -250 Years”, რომელიც ამერიკის დეკლარაციის ხელმოწერიდან 250 წელს მიეძღვნა.
კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ჩიხლაძემ და სტუმრებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს გადასცეს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

📣 რეგისტრაცია დაიწყო!💻 AI Web Development For EntrepreneursKutaisi American Corner აცხადებს რეგისტრაციას ახალ პრაქტიკულ ...
19/07/2026

📣 რეგისტრაცია დაიწყო!
💻 AI Web Development For Entrepreneurs

Kutaisi American Corner აცხადებს რეგისტრაციას ახალ პრაქტიკულ სასწავლო კურსზე.

კურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან თანამედროვე ვებსაიტის შექმნას — დიზაინს, პროგრამირებას, AI ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას, ვებსაიტის ონლაინ გაშვებასა და SEO-ის საფუძვლებს.

📌 კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს AI-ის დახმარებით დამოუკიდებლად შექმნას თანამედროვე ვებსაიტი.

🌍 რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. კურსი სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

📅 მნიშვნელოვანი ინფორმაცია

🔹 რეგისტრაცია: 19 ივლისი – 25 ივლისი

🔹 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

🔹 მონაწილეები შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე.

🔹 კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა

👉 სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/6gNp6UC5oBdn4GrS6

🔹 კურსის ხელმძღვანელები: Tegi Miqautadze Nika Tsirekidze ბეჟან ბონდარენკო

🔹 პროექტის მხარდამჭერია US Embassy Tbilisi, Georgia 🇺🇸🇬🇪

🇺🇸  ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლისაა!დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 4 ივლისს აღვნიშნავთ...
04/07/2026

🇺🇸 ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლისაა!

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 4 ივლისს აღვნიშნავთ. 250 წლის განმავლობაში არასდროს შეგვიწყვეტია სწრაფვა იმ იდეალებისკენ, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დაფუძნდა: თავისუფლება და დემოკრატია.

ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე!

01/07/2026

👥 პროექტი „Vision of America – 250 Years“ ამჯერად ძევრის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

🤖 ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა ითამაშეს თემატური სამაგიდე თამაში, VR ტექნოლოგიის დახმარებით ვირტუალურად იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს თემატური საინფორმაციო პოსტერები.

✅ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა AI-ის დახმარებით იმუშავეს თემაზე American Sport და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

🇺🇸 „Vision of America – 250 Years“ ეძღვნება აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250 წლის იუბილეს.

🇬🇪მადლობას ვუხდით ძევრის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ მანუჩარ ფანჩულიძეს მასპინძლობისთვის.

🔵 პროექტის ფარგლებში მომზადებული თემატური ვიდეოს ავტორია Maria Vashakidze

პროექტის ტრენერები:
Lado Godoladze
Nika Tsirekidze

🇺🇸 „Vision of America – 250 Years“ პროექტის ფარგლებში ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ ამჯერად რაჭას მიაშურა და ონის საჯარო სკ...
26/06/2026

🇺🇸 „Vision of America – 250 Years“ პროექტის ფარგლებში ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ ამჯერად რაჭას მიაშურა და ონის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა გამართა.

🔵 ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა ინტერაქციული სამაგიდო თამაშის მეშვეობით ამერიკის 250-წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები გაიცნეს. VR ტექნოლოგიების დახმარებით ვირტუალურად იმოგზაურეს ამერიკის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს კრეატიული პოსტერები თემაზე Native Americans.

🔵 პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართება.

🔵 გულწრფელ მადლობას ვუხდით ონის საჯარო სკოლას და შეხვედრის ორგანიზებისთვის ჩვენს მასპინძელს, ეთო მეტრეველს Eto Metreveli თბილი მიღებისა და თანამშრომლობისთვის.

Powered by: Kutaisi American Corner

Concept & Design: Trainer Nika Tsirekidze
VR Support: Trainer Lado Godoladze
Photo and video Credit:Maria Vashakidze

24/06/2026

🇺🇸 Vision of America – 250 Years 🇺🇸

ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლაში გაიმართა წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის შეხვედრა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ითამაშეს სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი სამაგიდო თამაში „Vision of America – 250 Years“, რომლის მეშვეობითაც ამერიკის ისტორიის საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აღმოაჩინეს. ახალგაზრდებმა ასევე VR ტექნოლოგიის დახმარებით ვირტუალურად იმოგზაურეს ამერიკაში და უკეთ გაეცნენ მის კულტურასა და გარემოს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს შემოქმედებითი საინფორმაციო პოსტერები თემაზე Washington DC 🏛️

🇬🇪🇺🇸 ვუერთდებით ამერიკელი ხალხის სიხარულს და გულითადად ვულოცავთ მათ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250-ე საიუბილეო წელს!

Powered by: Kutaisi American Corner

Concept & Design: Nika Tsirekidze
VR Support: Lado Godoladze
Photo and video Credit: Maria Vashakidze

Address

დუმბაძის (ყოფილი ნინოშვილის) ქ. N2/Dumbadze (former Ninoshvili) Street #2
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kutaisi American Corner posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Kutaisi American Corner:

Shortcuts

Share

Category