საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის აკადემია

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის აკადემია

საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის აკადემია ,,დაე, ისტორია ტყუილს შეუშინდეს, მაგრამ არ შედრკეს არანაირი სიმართლის წინაშე".

ციცერონი

,,ქართლის ცხოვრება" - 1897 წ.
18/06/2026

,,ქართლის ცხოვრება" - 1897 წ.

გორგასალი თუ გორგასლანი?,,საქართველოს მოკლე ისტორია,,-ში(შედგენილი მოსე ჯანაშვილისგან,ტფილისი 1884 წ)  ქართლის მეფე ვახტ...
18/11/2025

გორგასალი თუ გორგასლანი?

,,საქართველოს მოკლე ისტორია,,-ში
(შედგენილი მოსე ჯანაშვილისგან,
ტფილისი 1884 წ) ქართლის მეფე ვახტანგ I ,,გორგასლანის" სახელით არის მოხსენიებული, რაც შესაძლოა მისი რეალური ზედსახელი იყოს. ,,გორგასლანი" სპარსულად მგელ-ლომს ნიშნავს, სპარსულ ენაში ,,ასლან" ლომს ნიშნავს და შესაძლოა მართლაც საქმე გვქონდეს არა ,,მგლისთავასთან", არამედ ,,მგელ-ლომთან".
გადმოცემის მიხედვით ვახტანგ გორგასალს ჰქონდა მუზარადი, რომლის წინა მხარეს მგელი იყო გამოსახული, უკანა მხარეს კი ლომი - ,, მუზარადის უკანა მხარეს ლომი ჰქონდა გამოსახული და ვითარცა ლომი, ისე შეუზახებდა თავის მეომრებს ბრძოლის დროს და ამხნევებდა მათ, მუზარადის წინა მხარეს კი მგელი იყო გამოსახული და ვახტანგი, ვითარცა მგელი ცხვრის ფარაში, ისე იქცეოდა და მუსრს ავლებდა მტერს"'.
აქედან გამომდინარე სპარსელებისთვის ვახტანგი იყო მებრძოლი, რომელსაც მუზარადის წინა და უკანა მხარეს მგლისა და ლომის თავი ჰქონდა გამოსახული და მათთვის ვახტანგი იყო ,,გორგასლანი" ანუ ,,მგელ-ლომი".
,,გორგასალი" - ანუ მგლისთავა კი შეცდომით უნდა იყოს გადმოღებული და თარგმნილი მერმინდელ მასალებში.

🏛️თერმოპილე - ,,თბილი ჭიშკარი''როდესაც თერმოპილეს ვიწრო სრუტეში გამაგრებულ 300 სპარტელთა მეთაურთან - მეფე ლეონიდასთან სპ...
17/11/2025

🏛️თერმოპილე - ,,თბილი ჭიშკარი''

როდესაც თერმოპილეს ვიწრო სრუტეში გამაგრებულ 300 სპარტელთა მეთაურთან - მეფე ლეონიდასთან სპარსეთის მეფის ქსერქსეს ელჩები მოვიდნენ და მოახსენეს: ჩვენ იმდენად მრავალრიცხოვანი ვართ, ჩვენი ნასროლი ისრები მზის სხივებს ჩრდილავსო -

⚔️ლეონიდასმა უპასუხა: მით უკეთესი, ჩრდილში მოგვიწევს ბრძოლაო.

მკითხავი ქალი - პითია 📜დელფოს ორაკული, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. VIII საუკუნიდან ახ.წ. IV საუკუნემდე მოღვაწეობდა, საბერ...
17/11/2025

მკითხავი ქალი - პითია

📜დელფოს ორაკული, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. VIII საუკუნიდან ახ.წ. IV საუკუნემდე მოღვაწეობდა, საბერძნეთში, დელფოში.

🏦აპოლონის ტაძრის ქურუმი ქალი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ კრიპტოგრაფიულ წინასწარმეტყველებებს გადასცემდა მაძიებლებს, რომლებიც მისი რჩევისთვის შორს და ყველგან მოგზაურობდნენ.

🏛️დღესაც, ორაკულის გავლენა ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ისტორიაში იგრძნობა.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტი რაჭაში 🧡💚📌 ჩვენი აკადემიის აბიტურიენტებთან ერთად მოვაწყვეთ საგანმანათლებლო ტური რაჭაშ...
21/10/2025

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტი რაჭაში 🧡💚

📌 ჩვენი აკადემიის აბიტურიენტებთან ერთად მოვაწყვეთ საგანმანათლებლო ტური რაჭაში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის უშუალო გაცნობისა.

ვესტუმრეთ ნიკორწმინდის ტაძარს, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების უმაღლესი საგანძურია; მოვილოცეთ ბარაკონის ეკლესია, საუკუნეების განმავლობაში შემონახული ქართული სულიერებისა და ხელოვნების სიმბოლო. 🙏 ავედით ცხრაჯვარზე, სადაც ბუნებრივი სიდიადე და სულიერი სიმაღლე ერთმანეთს ერწყმის... მოვინახულეთ სიყვარულის ჩანჩქერი, როგორც ქართული ბუნების ნაზი და ჰარმონიული სახე.

დღის ბოლოს დავბინავდით თბილ და ტრადიციულ რაჭულ ოჯახში, სადაც
მასპინძლობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა... ოჯახმა გაგვიზიარა ახლადდაწყებული რთველიდან მოკრეფილი ყურძენი, დაგვაგემოვნებინა მათი საკუთარი ხვანჭკარა და შეგვაგრძნობინა ნამდვილი ქართული საგვარეულო სითბო. ასეთ გარემოში განსაკუთრებულად მკაფიო ხდება, რომ ქართული ოჯახი არის ეროვნული ტრადიციის, სტუმართმოყვარეობისა და კულტურული ღირებულებების მთავარი შემნახველი. ✨️

ეს მოგზაურობა არ ყოფილა მხოლოდ გასართობი ღონისძიება - იგი იქცა ცოცხალ გაკვეთილად, რომელზეც ჩვენი მოსწავლეები შეეხნენ როგორც ისტორიას, ისე თანამედროვეობაში გაგრძელებულ ქართულ სულს.

„საქართველოს და მსოფლიო ისტორიის აკადემია“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო ტურების ორგანიზებას, რაც მომავალ თაობას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ უშუალო გამოცდილებით შეისწავლოს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული იდენტობის ღრმა არსი. 🙏

#რაჭა
#ექსკურსიარაჭაში
#საქართველოსადამსოფლიოისტორიისაკადემია 📚

დავით მაცაბერიძე ✔️
ნინო გვარამია ✔️

საქართველოს ისტორია 1895 წ.
16/09/2025

საქართველოს ისტორია 1895 წ.

ევსები კესარიელი - რომაელი ისტორიკოსი და საეკლესიო მოღვაწე.ევსები კესარიელი იყო ღვთისმეტყველის, წმინდა პამფილიუსის ერთგუ...
01/09/2025

ევსები კესარიელი - რომაელი ისტორიკოსი და საეკლესიო მოღვაწე.

ევსები კესარიელი იყო ღვთისმეტყველის, წმინდა პამფილიუსის ერთგული და წარჩინებული მოწაფე და ამიტომ წყაროებში ზოგჯერ მის შვილადაც მოიხსენიება. პამფილიუსთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო „ძველი“ და, განსაკუთრებით, „ახალი აღთქმის" ტექსტის დადგენაში, არაერთი საღვთისმეტყველო საკითხის დამუშავებაში, დისკუსიებში ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებებს შორის. 314 წელს ის პალესტინის კესარიის ეპისკოპოსად ეკურთხა, მონაწილეობდა ნიკეის მსოფლიო კრებაში, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მისმა ისტორიულმა ნაშრომებმა – „ქრონიკა“, „საეკლესიო ისტორია“, „კონსტანტინეს ცხოვრება“ - დიდი კვალი დააჩნიეს ქრისტიანულ ისტორიოგრაფიას და საუკუნეთა მანძილზე, ფაქტობრივად, მისთვის სანიმუშოდ და გზის მაჩვენებლად დარჩნენ. მან ჯერ კიდევ ბიზანტიის გაჩენამდე განსაზღვრა ის გზა, რომელსაც ბიზანტიური საეკლესიო და საერო ისტორიოგრაფია დაადგებოდა და, შესაბამისად, განიხილება კიდეც ბიზანტიური ისტორიოგრაფიისადმი მიძღვნილ თავში.

ევსების „ქრონიკაში“ („ქრონიკული ნუსხები და მოკლე მიმოხილვა სხვადასხვა ამბებისა როგორც ელინთა ისე ბარბაროსთა ისტორიიდან“) შერწყმულია ბიბლიური და ანტიკური ტრადიცია და ამ საფუძველზე მოცემულია მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგია. ბერძნულის გარდა, ჩვენამდე მოღწეულია ამ ნაშრომის ლათინური, სირიული და სომხური თარგმანები.

ევსების ათტომიანი „საეკლესიო ისტორია“ ფუძემდებლური ნაშრომია, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის ძველ ისტორიას გვაცნობს. შემდგომი ხანების საეკლესიო ისტორიკოსები სწორედ მას მისდევენ თავიანთი შრომების შედგენისას.

„კონსტანტინეს ცხოვრების“ დასრულება ევსებიმ ვერ მოასწრო. ეს ნაშრომი ისტორიულზე მეტად საქებარ, პანეგირიკის ჟანრს განეკუთვნება და ის იქცა კიდეც სანიმუშოდ ამ ჟანრის ლიტერატურისათვის.

საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის აკადემია

აწ ძილისა მოგახსენოთ.რა პირველად დაიძინოს კაცმან, მარცხენასა გუერდზედა დაიძინოს, ამისთუის, რომე მარცხენა გრილია და ნედლი...
23/07/2025

აწ ძილისა მოგახსენოთ.

რა პირველად დაიძინოს კაცმან, მარცხენასა გუერდზედა დაიძინოს, ამისთუის, რომე მარცხენა გრილია და ნედლი და ზედა წოლითა უნდა გა[ა]ცხელოს და გაამხურვალოს.

მერმე მარჯუენასა გუერდზედა დაიძინოს, რომე მარჯუენა და მარცხენა მხარი გასწორდეს.

| და კაცმან რომე ბევრი დაიძინოს და ნიადაგ იწვეს დიდსა ფათერაკსა უზ[ა]მს და ზიანსა, ასე რომე ტანსა და ხორცსა და[ა]ლპობს და დაჩოლფოტიებს და დაასენიანებს და ფერსა წაუღებს.

და თუ კაცსა ნიადაგ ღუიძავს, ისიცა ავი არს, ამად რომე კაცსა და[ა]სუსტებს, და თუალთა ვეღარ ააღებს და საჭმელსა არ მოანდომებს და თუ კაცსა სიმრთელე უნდა, ასრე უნდა, რომე რ[ა]გუარცა მართალი სასწორი, აგრე ძილი და ღუიძლი გა[ა]სწოროს და რასთომერთსა ჟ[ა]მსა იძინოს, აქთომერთი იღუიძოს.

სჯობს, რომე ძილსა ღუიძილი და სარჯელი და[ა]მეტოს, ღუიძილი და სარჯ[ე]ლი ბალღამსა გასტეხს.

ეგრევე სმა და ჭამაცა სწორად უნდა შეიწყოს, რომე მოქარვება შეძლოს და მუდამ ძღომასა წესიერი შიმშილი სჯობს და ყოვლი ფერი საქმე წესითა ქნას: არცა და[ა]მეტოს და არცა და[ა]კლოს.

და რომელიცა კაცი ამას იქს, იმა კაცსა არაფერი სენი არ მოეკიდების და ვერცა მოერიოს. ტანშიგ[ა]ნ მრთლად იყოს და პირწითლად და მისმან ტანმან ყოვლითა ფერითა მოისუენოს.

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი.
,,სამკურნალო წიგნი - კარაბადინი"

ნიშანი ხელთა დაბანითა შეტყუება სნეულისა სიცოცხლისა და სიკუდილისა.რა ჟამ სნეული ცისკრისა ნახო. ხელნი დააბანინენ და ჭიქაში...
23/07/2025

ნიშანი ხელთა დაბანითა შეტყუება სნეულისა სიცოცხლისა და სიკუდილისა.

რა ჟამ სნეული ცისკრისა ნახო. ხელნი დააბანინენ და ჭიქაშიგ[ა]ნ ჩა[ა]სხი და მეორესა დღეს ნახე. თუ რუსუბა თეთრი და ყუითლის ფერად სცემდეს, იცოდი, დარჩეს სნეული იგი, და თუ თეთრად იყოს წყალი წმიდა და შიგ[ა]ნ თმა ვითა იყოს, სიკუდილისა ნიშანია.

თუ სისხლივითა წყალშიგ[ა]ნ გამოჩნდეს, სიკუდილისა ნიშანია. მერმე წყალი შ[ა]ვსა ძაღლსა გარდაუსხი, თუ გ[ა]იბერტყოს, დარჩეს სნეული. თუ არა , მოკუდეს.

ხოლო ხელდაბნისა ნიშ[ა]ნი სნეულისა ყუელასაგ[ა]ნ უკეთესი ისი არის, რომე წმიდა იყოს და ცოტა ყუითელი. თუ არა ერთობ ყუითელი არ უნდა, რ[ა]გუარცა წესია, არცა მეტი უნდა, არცა ნაკლული. მერმე ისი სიყუითლე რომე მეტი იყოს და უკანა კარი ეწოდეს. ისი ზაფრისა ნიშანია. ზაფრა სჭარბობს მას და რომელი სტომაქი შეკრას და გარე ნაკლულად გავიდოდეს, იმისგა]ნ არის, რომე ტანისა სინედლე მოკლებოდეს და სიცხე მომატებოდეს მუცელშიგან || თუ ასრე მოიაროს, რომე ს[ა]ჭმელი კარგად ვერ მოედნოს, სტომაქისა უძღებობითა წაეკიდების. და თუ ერთობ რბილად მოიაროს, იცოდი, რომე ტანშიგ[ა]ნ დამპალი სენი არის. და თუ მოიაროს და მწოედ ქარი გავიდოდეს, ესე, მისგ[ა]ნ იქნების, რომე ისი სიმხურვალე საჭმელსა რომე დნობა დაკლებია ტანშიგ[ა]ნ და იმისთუის არის.

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი
,,სამკურნალო წიგნი - კარაბადინი.

Address

Kutaisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category