საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი

საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი

Share

)

საგანმანათლებლო სივრცეში.საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“ დაფუძნდა 2014 წლის 15 ოქტომბერს.
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი საქმიანობის საწყის ეტაპზე იმყოფება, მას აქვს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი, რათა ტრადიციული და თანამედროვე მიდგომებით აღზარდოს კონკრეტული დარგის პროფესიონალები.
სწორედ ეს არის საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“–ს მთავარი ორიენტირი საგანმანათლებლო სა

Photos from საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი's post 16/09/2019

კოლეჯში სახელმწიფო უფასო, მოკლევადიან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ქონდათ უშუალო ურთიერთობა დამსაქმებლებთან, პროფესიული მომზადების პროცესში დამსაქმებლების ჩართულობით მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული დასაქმებულის მოთხოვნები.
კურსდამთავრებულებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ქალაქში გამართულ დასაქმების ფორუმებზე, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაიარეს გასაუბრები.

12/09/2019

სრულიად უფასოდ !!!

საზოგადოებრივი კოლეჯი "ელიტი" გაძლევთ უნიკალურ შანსს დაეუფლოთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში:
1.ოფისის მენეჯერი;
2. ბუღალტერი;
3.ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი;
4.ინფორმაციული ტექნოლოგი;
5.სასტუმროს მენეჯერი (ქ.ქუთაისი).
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს, რის შემდეგაც გაიცემა სახელმწიფო სერთიფიკატი.
დარეგისტრირება შესაძლებელია "სოციალური მომსახურების სააგენტოში" (მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქუჩა N26; ქ.მარნეული, რუსთაველის ქ. N69ა.)
იჩქარეთ - ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - თითოეულ სპეციალობაზე მხოლოდ 10 ადგილია!!
რეგისტრაცია გრძელდება მხოლოდ 1 კვირა, ჯგუფების დაკომპლექტების შემთხვევაში კი რეგისტრაცია დაუყოვნებლივ შეწყდება !!!

მსურველმა თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მობრძანდით ადგილზე ჩვენ კოლეჯში:
ქ.ქუთაისი, გრიშაშვილის (ყოფილი ცისფერყანწელთა) 7, თეთრ ხიდთან. ქ.მარნეული, რუსთაველის 12

ქ.ქუთაისი, ტელ: 592010700; 595340589
ქ.მარნეული, ტელ: 593 30 20 21

Photos from საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი's post 07/09/2019

კოლეჯ ელიტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაწილეობით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ქუთაისში 2019 წლის 07 სექტემბერს დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმის ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) იყო.
მოცემულ ღონისძიებაში საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტის“ მიერ პროფესიული მომზადება/გადამზადების სახელმწიფო უფასო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამუშაოს მაძიებელი 80 ბენეფიციარი იღებდა, გარდა ამის დასაქმების ფორუმში ჩართულები იყვნენ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათ 30-მდე რეგიონში მოქმედმა სხვადასხვა მსხვილმა ბიზნეს კომპანიამ 500 - ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები ძირითადად სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლებს ადგილზე რეგისტრაციის, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოტენციურ დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ვთვლით, რომ მომზადება/გადამზადების სახელმწიფო უფასო პროგრამა, რომელსაც საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“ უკვე სამი წელია ახორციელებს, საკმაოდ წარმატებულია, რასაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებიც ადასტურებს.

Photos from საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი's post 02/06/2019

31 მაისს საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტის“ გუნდი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, დასაქმების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ქ.ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა.

კოლეჯის სტუდენტებსა და უფასო პროფესიული მომზადება/გადამზადების ბენეფიციარებს საშუალება ქონდათ უშუალოდ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაევლოთ გასაუბრება და დაფიქსირებულიყვნენ მათთვის სასურველ კომპანიებში რეალურად არსებულ ვაკანსიებზე.

აღნიშნული დასაქმების ფორუმი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წინა წლებშიც ასევე ნაყოფიერად ჩატარდა.
კოლეჯი ელიტი წარმატებას უსურვებს თითოეულ სტუდენტსა და ბენეფიციარს.

26/05/2019

საზოგადოებრივი კოლეჯი "ელიტი" გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ჩვენ გავიმარჯვეთ და კიდევ მრავალი გამარჯვება ერთად წინ გველოდება!!.
სწორედ ეს დღე არის დასტური იმისა რომ შეუძლებელი არ არსებობს!!!

29/04/2019

საზოგადოებრივი კოლეჯი "ელიტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, იხარეთ და იბედნიერეთ!!!

Photos from საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი's post 27/03/2019

საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“ ქ.ქუთაისსა და ქ.მარნეულში აგრძელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების შემდეგ უფასო სასერტიფიკატო სახელმწიფო პროგრამებზე დაინტერესებული პირების მიღებას:
 ოფისის მენეჯერი;
 ბუღალტერი;
 ინფორმაციული ტექნოლოგი;
 სასტუმრო საქმისმწარმოებელი;
 სარესტორნო საქმისმწარმოებელი;
 აღმზრდელი;
 ექთნის თანაშემწე;
 ფარმაცევტი:
იჩქარეთ რეგისტრაციის ვადები სულ რაღაც პირველ აპირლამდეა, ადგილები კი თითოეულ პროგრამაზე მხოლოდ 10!
ნუ გაუშვებთ რეალურ შანსს წარმატებული კარიერის და წინსვლის!
დაინტერესებული პირები, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით:
ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის N7 (ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდთან):
ტელ: (0431) 24 92 24; 592 01 07 00; 595 34 05 89
ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. 12

ტელ: 593 500 414; 593 30 20 21

პროფესიული განათლება სკოლაში - ჩვენი გუნდის დაჯილდოება 25/02/2019

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენი კოლეჯისათვის. პროფესიული უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩვენი კოლეჯის მასწავლებელს - სალომე ჩუბინიძეს, მადლობის სიგელი გადაეცა, როგორც საუკუთესო მასწავლებელს, ხოლო ამ პროექტის მონაწილე ჩვენი მოსწავლე ქრისტინე ბუღაძე კი 10 000-ზე მეტ მონაწილე მოსწავლეთა შორის, საუკეთესო პროექტის საუკეთესო მოსწავლეთა ხუთეულში მოხვდა და CourtYard Marriott-ში სპეციალურად ამ დღისთვის შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
მართლაც რომ შემთხვევითობა შემთხვევითი არ არის, ჩვენ კოლეჯს გაუმართლა რომ ასეთი კარგი გუნდი შევიკრიბეთ და ასე დაგვიფასდა ამხელა შრომა.

კიდევ ერთი წარმატებული პროექტის დასკვნითი ეტაპი ქუთაისში 22/02/2019

ქუთაისში 19 თებერვალს კიდევ ერთი წარმატებული პროექტის დასკვნითი ეტაპი შედგა - სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტი დიდი პოპულარობთ სარგებლობს მოსწავლეებში, ბევრ მოსწავლეს დაეხმარა სწორ პროფესიულ ორიენტაციაში.
ღონისძიებას მრავალი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა მათ შორის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიუროს თანამშრომლები ამირან ახვლედიანი და ზაზა ჯანგველაძე

ახალი წელი მარნეულში 2018 წელი 08/12/2018

ახალი წლის პირველი სამზადისი დაიწყო, მარნეულის წარმომადგენლობაში უკვე ნაძვის ხეც დაიდგა

03/10/2018

კოლეჯ ელიტში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტი მომზადა.
ინტერესი ჩვენი კოლეჯის მისამართით საზოგადოებაში ყოველდღიურად იზრდება.

Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address

გრიშაშვილის № 7 (ყოფილი ცისფერყანწელთა ქუჩა)
Kutaisi
4600