22/12/2025
ჩვენი სკოლის სააღმზრდელოსა და „ფინედუს კლუბის“ მონაწილეთა ხელით შექმნილი საახალწლო დეკორატიული ნივთების გამოფენა-გაყიდვა🎄🎄🎄❤️❤️❤️❤️
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა, Community College, Kutaisi.
22/12/2025
ჩვენი სკოლის სააღმზრდელოსა და „ფინედუს კლუბის“ მონაწილეთა ხელით შექმნილი საახალწლო დეკორატიული ნივთების გამოფენა-გაყიდვა🎄🎄🎄❤️❤️❤️❤️
ვემზადებით ახალი წლისთვის❤️❤️❤️❤️❤️
18/12/2025
FinEdu - ფინედუ
ჩვენს სკოლაში წარმატებით განხორციელდა „ფინედუს“ კონკურსში გამარჯვებული პროექტი- „პატარა მეწარმეები დიდი მიზნებით“.
პროექტის ფარგლებში დაფუძნდა „ფინანსური წიგნიერების კლუბი“, რომლის საქმიანობა მიმდინარეობდა „ფინედუს“ საგანმანათლებლო მასალების გამოყენებით. აღნიშნული რესურსები სწავლების პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და პრაქტიკულს ხდიდა.
ბავშვებს განსაკუთრებულად მოეწონათ მეწარმეობის მიმართულება. მათ საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო დეკორატიული ნივთები და მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. მიღებული თანხით კი სკოლის გარემოს გასალამაზებლად ქოთნის ყვავილების შეძენა გადაწყვიტეს 🌿🌸
კლუბის ხელმძღვანელის მხარდაჭერით მოსწავლეებმა:
✅ შეადგინეს მარტივი ბიზნესგეგმა
✅ განსაზღვრეს საჭირო მასალები და წარმოების ხარჯები
✅ დაადგინეს პროდუქტის ფასი
✅ შეაფასეს მიღებული შედეგები-რამდენი პროდუქტი გაიყიდა, რა მოგება მიიღეს და ა.შ.
ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და ფინანსური ცნობიერების ჩამოყალიბებას.
მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუს“ გუნდს მოზარდების ფინანსური განათლების მხარდაჭერისთვის❤️
06/12/2025
ჩვენი ფინედუს დესპანი ფინანსური განათლების გავრცელებაში!👏👏 წარმატებები!!!!❤️❤️
03/12/2025
03/12/2025
FinEdu - ფინედუ
31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა!
დაზოგვა მხოლოდ ფულის შენახვა კი არა, პასუხისმგებლობისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარია.
ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი სკოლის „ფინანსური წიგნიერების“ კლუბის მონაწილეებმა შექმნეს შემოქმედებითი ვიდეორგოლი: „ყულაბა სავსეა სიყვარულით“ ❤️