21/08/2026
ერთი გადაწყვეტილება — ორი ბავშვისთვის ახალი შესაძლებლობა ❤️
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ „საფეხურის“ თანამშრომლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ აბიტურიენტს სრულიად უსასყიდლოდ გაევლო სამი საგნის მოსამზადებელი პროგრამა.
ვინაიდან ამ ინიციატივაზე გამოქვეყნებულ ჩვენს განაცხადს ამ დრომდე გამოხმაურება არ მოჰყოლია, გადავწყვიტეთ, ეს შესაძლებლობა ერთი ოჯახის ორ წევრს — მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს გადავცეთ.
ჩვენთვის ეს მხოლოდ უფასო სწავლება არ არის — ეს არის შესაძლებლობის მიცემა, მხარდაჭერა და იმის რწმენა, რომ განათლებაზე წვდომა თითოეული ბავშვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ❤️
„საფეხურის“ გუნდი გულწრფელად
მოხარული და ბედნიერია ამ გადაწყვეტილებით. ვიმედოვნებთ, რომ მათი ყოველი დღე ჩვენს ცენტრში იქნება „წარმატების მწვერვალისკენ სვლა“ და ეს გზა მათ სასურველ შედეგამდე მიიყვანს.
და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადავუხადო მადლობა ჩემს თანამშრომლებს — მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩემს გვერდით იდგნენ. ❤️
სწორედ ასეთი ნაბიჯებით ვქმნით „საფეხურს“, ადგილს, სადაც ცოდნასთან ერთად ადამიანს შესაძლებლობას, მხარდაჭერასა და წარმატების რწმენას აძლევენ. ✅