ძვ. ქვებისა და ლითონების შესწავლა.Appraiser

ძვ. ქვებისა და ლითონების შესწავლა.Appraiser

Share

ძვირფასი ლითონების (ოქრო Au, ვერცხლის Ag,

10/10/2024

მოგესალმებით. გვაქვს დიდი სიახლე. მათ ვინც გაიარეთ ძვირფასი ლითონების ექსპერტის კურსი. გთავაზობთ ბრილიანტის შემფასებლის სასერტიფიკატო კურსს აქციის ფარგლებში.

ჯგუფების შევსება დაწყებულია, დამიკავშირდით, აქციით კურსზე მოსახვედრათ, უნდა მომწეროთ 20 ოქტომბრის ჩათვლით.

Photos from ძვ. ქვებისა და ლითონების შესწავლა.Appraiser's post 25/10/2021
Photos from ძვ. ქვებისა და ლითონების შესწავლა.Appraiser's post 25/10/2021

ლომბარში დამწყები ექსპერტებისთვის. როგორ დავსინჯოთ ძეწკვი ან სამაჯური:
ნივთის შეფასების დროს პირველ რიგში ვათვალიერებთ ნაკეთობას ვიზუალურად, ამისათვის აუცილებლად ვიყენებთ ლუპას. შემდეგ ვათვალიერებთ დამღს. თუ დამღი არის სახელმწიფო სტანდარტის, კარგად დავაკვირდეთ ხომ არ არის შედუღების ადგილი (საკეტის ძეწკვთან) თვალსაჩინო, თუ შესამჩნევია შესაკრავს და ძეწკვს შორის კავშირი ეს უკვე საეჭვოა,(შესაკრავი შემდეგ არის მიმაგრებული) შემდეგ ვაკვირდებით ხომ აქვს ნაკეთობას ერთ ფერი, არ უნდა იყოს აჭრელებული, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ დასინჯვაზე. ვსინჯავთ ჯერ ქვაზე, გამოვიყენებთ შესაბამის რეაქტივს რა დამღიც აქვს და შემდეგ ვიყენებთ აუცილებლად ქლიბს (სამკუთხა ფორმის), რომ გავარკვიოთ ხომ არ გვაქვს ყალბი ოქრო. ჩაჭრამდე ავიღოთ ნებართვა ჩაჭრაზე, ჩაჭრილ ადგილს დავაკვირდეთ ლუპით არ უნდა გამოჩნდეს სხვა ფერი. სიღმეში ნაკეთობა თუ სხვა ფერია ეს უკვე მანიშნებელია სიყალბის. ვასხამთ ნაკეთობის შესაბამის რეაქტივს ნაკეთობაზე. უნდა დაგვრჩეს ღია ყავისფერი ან ოროსფერი ჩრდილი ოქროს შემთხვევაში. თუ ნაკეთობა ყალბია ამ შემთხვევაში გაშავდება, დაგვრჩება დამწვრობა.
იმ შემთხვევაში თუ ნაკეთობაზე არ არის არანაირი დამღი, დასინჯვა ჯობია დავიწყოთ ქლორიანი ოქროს რეაქტივით. თუ ჩაწვეთების შედეგად კვალი არ დაგვრჩა, მაშინ ვიყენებთ 750 სინჯის რეაქტივს, ჯაჭვი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 916 სინჯის, ამიტომ 750 სინჯის რეაქტივის ხმარებისას თუ არ დაგვრჩა კვალი, გამოვიყენოთ 958 ის რეაქტივი. თუ ნაკეთობა 916 სინჯისაა დაგვრჩება ოდნავ მუქი ყავისფერი (ოქროსფერი ელფერით) კვალი.
p.s თეთრი ფერის ლითონის შემთხვევაში მაქსიმალური სინჯი არის 750, ამ დროს 750 რეაქტივმა აუცილებლად უნდა დაგვიტოვოს ოქროსფერი ჩრდილი, სხვა შემთხვევაში ნაკეთობა ყალბია.( მესამე სურათზე ყალბი ოქროს რეაქცია)

19/09/2021

კუთრი წონის ცხრილი

Photos from ძვ. ქვებისა და ლითონების შესწავლა.Appraiser's post 19/09/2021

როგორ განვსაზღვროთ სახლის პირობებში ოქროს ნაკეთობის კუთრი წონა
ავწონოთ ბეჭედი ჰაერზე, (სურათი N 1), შემდეგ წყლით სავსე ჭიქა დავდოთ სასწორზე და სასწორი გავანულოთ. (სურ.N2).
ავიღოთ ბეჭედი მოვაბათ ძაფი და ჩავდოთ წყლიან ჭიქაში ისე რომ ვეცადოთ არ შევახოთ კიდეებს, (სურათიN3) მიღებული წონა ჩავსვათ ფორმულაში.( სურათი N4) დადგენილი კუთრი წონით გავარკვევთ, თუ რა სინჯისაა საკვლევი ოქროს ნაკეთობა.

04/07/2021

ვისაც სურს ძვირფასი ქვების კურსის გავლა გვაქვს აქცია, სწავლის პერიოდია 22 დღე ღირებულება 600 ლარი.

28/04/2021

რა ხდება როცა ძვირფასეულობას სესხის გამო ვაბარებთ ლომბარდში:

პირველ რიგში ხდება თქვენი ნივთების დათვალერება შემფასებლის მიერ ლუპით, იმ შემთხვევაში თუ ნაკეთობაზე არის სახელმწიფოს მიერ დასმული დამღი და ნაკეთობას არ აქვს მოძრავი ნაწილები შეფასება ნაკეთობის ხდება დასინჯვის გარეშე, თუ ნაკეთობაზე არ არის დამღი, ან დასმულია ყალბი დამღი, მაშინ ხდება მისი დასინჯვა ქვაზე ძვიფასეულობის სინჯის დასადგენად, რომელიც არ აზიანებს ნაკეთობას, არც იმის შიში გქონდეთ რომ მას აკლდება წონა, სქელი ნაქსოვი ნაკეთობების დასინჯვა ხდება წვეთოვანი მეთოდით რაც მოიცავს ქლიბით დასინჯვას, ამ შემთხვევაში გარკვეულად ცოტა ზიანდება ნაკეთობა, მაგრამ მერწმუნეთ ამ მეთოდის აუცილებლობა დღეს დიდია, რადგანაც იმატა თაღლითურმა ჯგუფებმა, ამზადებენ ნივთებს არაძვირფასი ლითონების ჩატნევით, ეს მეთოდი საჭიროა გამოიყენოთ არამარტო ლომბარდში ნივთის ჩაბარების დროს არამედ პირადად როცა მოახდენთ მასიური წონის ნაკეთობების შეძენას.

Photos from ძვ. ქვებისა და ლითონების შესწავლა.Appraiser's post 20/02/2021

ხშირად, ნაკეთობის შერჩევის დროს, ვყიდულობთ ღრუტანიან(დუტ) ნაკეთობებს, განსაკუთრებით ეს ეხება ჯაჭვებს, რადგანაც ვიზუალურად დიდი ჩანს და ცოტა რაოდენობით ოქროა საჭირო ასეთი ნაკეთობის დასამზადებლად. შესაბამისად ნაკეთობა ნაკლები ფასი ღირს, მაგრამ ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ ყოველთვის წაგებული ვრჩებით:
1. ასეთი ნაკეთობა ძალიან მალე იღებს დეფორმაციას და ჯართად იქცევა.( არ ექვემდებარება რემონტს)
2. ხშირად შეიცავს მინიმუმ 30% სპილენძს, რადგანაც დუტი ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგია ასეთია, იქსოვება ნაკეთობა ჯერ სლპილენძით და ზემოდან ექსოვება ოქრო, შემდეგ სპილენძის გამოსადნობად იხარშება ნაკეთობა აზოტმჟავაში, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ხეხრდება ნაკეთობის გასუფთავება.
თუ მაინც და მაინც ასეთ ჯაჭვს შეიძენთ უნდა ვიხმაროთ გაფრთხილებით და შევეგუოთ რომ შეიძლება ცოტა სპილენძსაც ვატარებდეთ ოქროს ნაცვლად. 😊

19/01/2021

რა განსაზღვრავს ოქროს ნაკეთობის ხარისხს?
არ იფიქროთ რომ ოქროს ხარისხს განსაზღვრავდეს ნაკეთობის ფერი, რატომღაც ფიქრობენ რომ 750 სინჯის ოქრო უნდა იყოს მოყვითალო-ოქროსფერი ან თეთრი, ამ სინჯის ოქრო შეიძლება იყოს წითელი, მწვანე ,იასამნისფერი დ.ა.შ. შენადნობის ფერი დამოკიდებულია იმ კომპონენტზე რასაც ურევენ ძირითადად ოქროს.
ჩვენთვის ცნობილი ტრადიციული ბაჯაღლო ოქროც კი შეიძლება მოწითალო ფერის იყოს, თუ ოქროს შევურევთ კომპონენტად მხოლოდ სპილენძს. სუფთა ოქროსგან 999.99°
ნაკეთობის დამზადება არასასურველია, რადგანაც ოქრო ძალიან რბილი ლითონია და დეფორმაციას განიცდის.

12/01/2021

გსურთ გახდეთ საბანკო სფეროში შეუცვლელი კადრი, მაშინ ეს თქვენთვისაა:
„ძვირფასი ლითონების შემსწავლელი კურსი“ გთავაზობთ ონლაინ შესწავლას,
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ : 577901547

Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address

გ. ტაბიძის N64ა
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 18:00 - 21:30
Tuesday 18:00 - 21:30
Wednesday 18:00 - 21:30
Thursday 18:00 - 21:30
Friday 18:00 - 21:30
Saturday 11:00 - 18:00
Sunday 11:00 - 14:00