11/10/2021
🥀არასდროს იცი ,სიკვდილი რომელ სიცოცხლის მომენტში გეწვევა და მოგიწამლავს ცხოვრებას.
💔 ეს უბრალო სიტყვებია ,დიდი ტრაგედიის წინაშე. ტრაგედიის ,რომელმაც ყველა გაანადგურა. სიტყვებიც ზედმეტია ,ასაღწერად იმისა ,რამაც ერთ წამში გაგვინადგურა მომავალი ,შეგვაშინა საშინლად ,შიშმა სიკვდილისა ,შიშმა დანაკარგისა. ტკივილი გვაგრძნობინა 《8 ოქტომბერმა》. მაგრამ ჩვენი ტკივილი არაფერია იმ ადამიანების ტკივილთან შედარებით ,რომლებმაც საყვარელი ადამიანი ისე დაკარგეს ,რომ დამშვიდობებაც კი ვერ მოასწრეს. ვერ მოასწრეს ,მათთვის იმის თქმა რისი თქმაც ახლა უნდათ ,მაგრამ უკვე გვიანია.
⛓️ვერ მოახერხეს ,რომ მათთვის საყვარელი ადამიანები გადაერჩინათ და იმ თავზარდაცემული ,მომაკვდავი შენობიდან გამოეყვანათ. უკვე გვიანია. გვიანია ,თავის გაწირვა მათთვის ,ცრემლები ,უმისამართოდ ნასროლი სიტყვები და ვედრება ღმერთისთვის ,მათი გადარჩენისა. სიკვდილი - სიკვდილია ,მაგრამ ნაადრევი სიკვდილი ,ჭრილობა ,რომელსაც დროც კი ვეღარ შეგიხორცებს. ჭრილობა ,რომლიდანაც ყოველ წამს წყალივით იდენს სისხლი...
🕊🥀გორგაძეების საჯარო სკოლის ეკო-კლუბი "გზამკვლევი"ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს ... 🥀08:10:2021🥀ეს თარიღი სამუდამოდ დარჩება არამარტო ბათუმის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.💔🕊