Driving School KHOBI ხობი

Driving School KHOBI ხობი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Driving School KHOBI ხობი, Education, Khobi.

22/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.

22/05/2026
22/05/2026

მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.

ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.

22/05/2026

22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

22/04/2026

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ბარდება ავტომობილზე - SKODA SCALA. საგამოცდო ავტომობილი აღჭურვილია:

🔹 გამომცდელისათვის განკუთვნილი დამატებითი გარე უკუხედვის სარკეებით და გადაბმულობის, აქსელერატორისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით;
🔹 GPS სისტემით;
🔹 შიდა აუდიო, შიდა და გარე ვიდეო ჩაწერის მოწყობილობით;
🔹 საგამოცდო პროცესის მონიტორინგი ხორციელდება 7 კამერით, რომელიც დამონტაჟებულია ავტომობილის შიდა და გარე სივრცეში;
🔹 პრაქტიკული გამოცდის შეფასების მიზნით - სენსორული ან/და სხვა ელექტრონული სისტემითა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით.

Address

Khobi
5800

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Driving School KHOBI ხობი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category