ხაშურის პირველი საჯარო სკოლა • Khashuri Public School N1

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • ხაშურის პირველი საჯარო სკოლა • Khashuri Public School N1

ხაშურის პირველი საჯარო სკოლა • Khashuri Public School N1 გვერდი განკუთვნილია ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული პირებისთვის

სკოლის მისია: სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი.
ხედვა: იყოს კონკურენტუნარიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, რომელიც მოზარდს მოამზადებს მუდმივად განვითარებად სამყაროში ორიენტაციისთვის, იქნება ფოკუსირებული განათლების ხარისხზე, უწყვეტ განვითარებაზე, ინოვიციური მიდგომების დანერგვასა, ინკლუზიური გარემოს შექმნაზე. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ჩაუნერგოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა, დემოკრატიული ღირებულებები და ერთგულება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ხედვა ასევე ეფუძნება მოსწავლეებში ტოლერანტული ბუნების ჩამოყალიბებას.
ღირებულებები:
• გუნდური მუშაობა - მართველი რგოლისა და დაქვემდებარებული პირების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა, დაწესებულებაში საერთო ძალისხმევით ჩამოყალიბებული ორგანიზაციული კულტურა;
• დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება - დემოკრატიული პრინციპების გაგების/გააზრების ხელშეწყობა, სამოქალაქო ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა საზოგადოების საქმიანობაში;
• განვითარებაზე ორიენტირებულობა - მოსწავლეებს მიეწოდება სრულყოფილი განათლება, რომელიც მოიცავს აკადემიურ ცოდნას, კრიტიკული აზროვნების უნარებს და პრაქტიკულ შესაძლებლობებს, ასევე სწავლება დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომებზე;
• ტოლერანტობა - მრავალფეროვნების პატივისცემის, მიღებისა და დაფასების ხელშეწყობა, ინკლუზიური და ჰარმონიული სასკოლო საზოგადოების ფორმირება.

ხაშურის პირველი საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 1908 წ. 10 ნოემბერს ხაშურში გაიხსნა ოთხკლასიანი კერძო პროგიმნაზია. 1912 წ. არსებობდა ექვსკლასიანი პროგიმნაზია, ხოლო 1915 წლისთვის - გიმნაზია.1916 წ. აიგო გიმნაზიის შენობა ამჟამად ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, რომელსაც ხალხი დღესაც გიმნაზიის სახელით მოიხსენიეს. მის კედლებში აღიზარდნენ პროფესორი კალისტრატე სალია, გრიგოლ კიკნაძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვანი. XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან, ხაშურის რაიონში დღის წესრიგში დგება მოსახლეობაში პირველდაწყებითი განათლების გავრცელება. ადგილობრივი საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგი იყო 1881 წლის ოქტომბერში ხაშურში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების – ზემოჭალის ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება. 1888 წელს ხაშურში გაიხსნა რკინიგზის კერძო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზზე პირველი ორკლასიანი სასწავლებელი. მე–20 საუკუნის დასაწყისში საზოგადოებაში მომწიფდა აზრი ხაშურსა და სურამში საშუალო სასწავლებლების დასაარსებლად. 1908 წლის სექტემბერში მოწვეულ იქნა ხაშურის მაცხოვრებელთა კრება, რომელმაც სასწავლებლის დასაარსების სისრულეში მოსაყვანად აირჩია რწმუნებულთა ჯგუფი, რომელსაც მიანდო საშუალო სკოლის დაარსების ორგანიზება. გიმნაზიის ფინანსური უზრუნველყოფისათვის თითქმის მთელმა ხაშურმა გაიღო შეწირულობა. 1908 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა ხაშურის პროგიმნაზია, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო, ხოლო 1909 წლის 1 სექტემბერს დაემატა მესამე კლასი. 1911–1912 წლებში ხაშურის პროგიმნაზიას ხელმძღვანელობდა სერგეი ფილიპეს ძე ოდარჩენკო. 1912 წლისთვის ხაშურის კერძო პროგიმნაზია ექვსკლასიანია. ამავე წელს გიმნაზიის გამგის თანამდებობაზე მოიწვიეს ქუთაისის გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი პროკოფი არტემის ძე ბოჟკო, რომელიც ლათინურ ენას ასწავლიდა. ა. ბოჟკო 1914 წელს, ხაშურში გარდაიცვალა. 1914–1917 წლებში ხაშურის პროგიმნაზიის დირექტორად მოწვეული იყო ალექსანდრე მდივანი, რომელიც 1907–1915 წლებში თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი იყო. ხაშურის გიმნაზიისთვის საჭირო შეიქმნა დაწყებულიყო გიმნაზიისთვის საკუთარი შენობის მშენებლობა. 1915 წლის 11 აპრილს თბილისიდან ხაშურში ჩავიდა საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი. 12 აპრილს, ეგზარქოსმა ხაშურის რკინიგზის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ეგზარქოს პიტიმირის წინამძღოლობით შეკრებილი დიდძალი ხალხი ჯვრით ხელში გაემგზავრნენ იმ ადგილისკენ, სადაც საფუძველი უნდა ჩაყროდა გიმნაზიის შენობას. პროცესში მონაწილეობდა გიმნაზიის მოსწავლეთა სასულე ორკესტრი. 12 აპრილს, კვირას, 12 საათზე აკურთხეს ხაშურის სავაჟო სრულფასოვანი გინაზიია შენობის საძირკველი. კურთხევას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბ. რუდოლფი, თბილისის გუბერნატორი ბ. სტახოვსკი, საპატიო სტუმრები და ათი–ათასამდე ხალხი. 1916 წლის იანვარს ხაშურის ვაჟთა გიმნაზია ახლადაშენებულ შენობაში გადავიდა. 1915 წლის ნოემბრიდან ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გვერდით არსებობა დაიწყო ქალთა გიმნაზიამაც. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს,
2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხაშურის პირველი სკოლის შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
2021 წელს სკოლა გახდა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელის წევრი და ამავე წელს მსოფლიო განათლების ფორუმის მონაწილე საქართველოს სახელით.
2023 წელს სკოლას ისტორიაში პირველად მიენიჭა სრული ავტორიზაცია.
სკოლის დირექტორები: პროკოფი ბოჟკო 1912–1914 ალექსანდრე მდივანი 1914–1917 ილია ჯიშკარიანი 1917–1918 შალვა მხეიძე 1919–1920 ილია ფერაძე 1921–1924 თეოდორე კაპანაძე 1924–1926 არჩილ ღვინიაშვილი 1926–1928 მოსე ნოზაძე 1931–1933 ევგენი ნოზაძე 1933 ალექსანდრე ჯაფარიძე 1933–1934 ვანო ძინძიბაძე 1934 ნიკოლოზ კვირიკაშვილი 1934–1935 შალვა მაღრაძე 1935–1936 გიორგი ტაბატაძე 1936–1941 თამარ ცინცაბაძე 1941–1973 კარლო გუნთაიშვილი 1973–1975 რევაზ ქაფიანიძე 1975–1976 სიმონ გურეშიძე 1976–1978 გიორგი შუბითიძე 1978–1983 ლია ებანოიძე 1983–2005 თამარ ბოჯგუა 2005–2007 ანნა ლაბაძე 2007–2013 თამარ ბოჯგუა 2013-2014 მორის დანდურიშვილი 2014 წლიდან. მორის დანდურიშვილი 2022 წელს საქართველოს წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი გახდა.
ცნობილი პირველსკოლელები: კალისტრატე სალია, გრიგოლ კიკნაძე, ალექსანდრე ბარამიძე, გრიგოლ ბუხნიკაშვილი, გრიგოლ ბარამიძე, შალვა ხერხეულიძე, ალექსანდრე ომიაძე, შალვა მშველიძე, მიხეილ ბითაძე, გიორგი ლობჟანიძე.

11/08/2026
ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო წერეთელი მონაწილეობს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფეს...
03/08/2026

ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო წერეთელი მონაწილეობს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გაცვლით პროგრამაში — Transcaucasia Professional Development for Teachers of the English Language (TPD-TEL), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერმონტის შტატის ქალაქ ბურლინგტონში მიმდინარეობს. პროგრამას ახორციელებს PH International აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია სწავლების თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პროფესიული უნარების გაძლიერება და მიღებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 #სამზადისი 📚📱💻
03/08/2026

#სამზადისი 📚📱💻

მწუხარებას გამოვთქვამთ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, ბატონი გრიგორ ფერაძის ...
14/07/2026

მწუხარებას გამოვთქვამთ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, ბატონი გრიგორ ფერაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი გრიგორი გამორჩეულად ერთგული და სკოლისათვის თავდადებული ადამიანი გახლდათ, რომელიც ათეული წლების მანძილზე უანგაროთ ემსახურებოდა ჩვენი სკოლის კეთილდღეობას.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და სასკოლო საზოგადოებას.
გრიგორ ფერაძე - საუკეთესო ადამიანის სახელი მუდამ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.

ხაშურის N1 საჯარო სკოლამ მასწვლებლის ეროვნულ პრემიაზე ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო წერეთელი წარადგინა.✨ნინო მასწავლე...
06/07/2026

ხაშურის N1 საჯარო სკოლამ მასწვლებლის ეროვნულ პრემიაზე ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო წერეთელი წარადგინა.
✨ნინო მასწავლებელი...
🔹 ამჩნევს თითოეულ მოსწავლეს — პოულობს ინდივიდუალურ გასაღებს ყოველი ბავშვის გულისა და გონებისთვის.
🔹 მისი ენთუზიაზმი გადამდებია — სწავლის პროცესს მოსაწყენი რუტინიდან საინტერესო თავგადასავლად აქცევს.
🔹 არ იშურებს მხარდაჭერას — ქმნის გარემოს, სადაც შეცდომის დაშვება არავის ეშინია, რადგან იციან, რომ შეცდომა განვითარების გზაა.
🔹 მუდმივად ვითარდება — თავადაც მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ხელს უწყობას მოსწავლეთა განვითარებას.

🚀 კასპის ტექნოპარკში პროექტი SMART CITY BUILDERS წარმატებით დასრულდა!პროექტის ფარგლებში, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტ...
24/06/2026

🚀 კასპის ტექნოპარკში პროექტი SMART CITY BUILDERS წარმატებით დასრულდა!

პროექტის ფარგლებში, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან ჩართულმა ახალგაზრდებმა 7 დღის განმავლობაში ინტენსიური ტრენინგები გაიარეს ელექტრონიკისა და IoT (საგნების ინტერნეტი) მიმართულებით. 💡✨

პროექტის მონაწილეთა შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ელენე ხარაზიშვილი, ანანო შონია, ლიზი ჯელაძე, ანანო ტაბატაძე.

"ვიცი? არ ვიცი?"II/ა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება.მასწავლებელი: მაია თიბილაშვილი.
15/06/2026

"ვიცი? არ ვიცი?"
II/ა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება.
მასწავლებელი: მაია თიბილაშვილი.

15/06/2026

✅2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია.

🗓️ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2026 წლის გამოცდების დეტალური განრიგი:

✔️ქართული ენა და ლიტერატურა
2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ოსური ენა
2 ივლისი (პირველი სესია);

✔️უცხოური ენა
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;

✔️მათემატიკა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ისტორია
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
14 ივლისი (პირველი სესია);

✔️ქიმია
14 ივლისი (მეორე სესია);

✔️სამოქალაქო განათლება
15 ივლისი (პირველი სესია);

✔️ბიოლოგია
16 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️გეოგრაფია
20 ივლისი (მეორე
სესია);

✔️ლიტერატურა
21 ივლისი (პირველი სესია);

✔️ფიზიკა
22 ივლისი (პირველი სესია).

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

📍2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

🌐დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://naec.ge/ #/ge/post/3610

Address

ტაბიძის ქ. N22
Khashuri
5700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის პირველი საჯარო სკოლა • Khashuri Public School N1 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category