სსიპ ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • სსიპ ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლა🩵მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი სკოლა არ გაჩერებულა. სანამ სხვები ისვენებდნენ, ჩვენ — მასწავლებლები და მშო...
02/10/2026

ჩვენი სკოლა🩵
მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი სკოლა არ გაჩერებულა. სანამ სხვები ისვენებდნენ, ჩვენ — მასწავლებლები და მშობლები — ყოველდღიურად ვზრუნავდით ჩვენი სკოლის მოწესრიგებაზე, სისუფთავესა და უკეთეს გარემოზე.

საკუთარი ხელებით ვალაგებდით, ვაწესრიგებდით, ვასუფთავებდით და ვამზადებდით სკოლას ახალი სასწავლო წლისთვის. თითოეულ კუთხეში ჩვენი შრომა, დრო და გულწრფელი სიყვარული ჩავდეთ. ❤️

ეს მხოლოდ შენობა არ არის — ეს ჩვენი საერთო სახლია, სადაც ჩვენი მოსწავლეების მომავალი იქმნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

დიდი სიხარულით გიზიარებთ მნიშვნელოვან სიახლეს.ჩვენი სკოლის გამოცდილება შევიდა ახალ სახელმძღვანელოში, რაც მნიშვნელოვანი ა...
25/09/2026

დიდი სიხარულით გიზიარებთ მნიშვნელოვან სიახლეს.

ჩვენი სკოლის გამოცდილება შევიდა ახალ სახელმძღვანელოში, რაც მნიშვნელოვანი აღიარებაა.

კვლევის უშუალო განმახორციელებელი იყო ლიკა ჯვარიძე Lika Jvaridze და კვლევის პროცესს მენტორობას უწევდა ქეთევან გოგალაძე Ketevan Gogaladze .გვიხარია, რომ ჩვენ სკოლაში ჩატარებული კვლევა ფართო აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა და იმედი გვაქვს, ეს გამოცდილება სხვა მასწავლებლებსაც გამოადგებათ.

მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და თავისი წვლილი შეიტანა. ასეთი წარმატებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თანამშრომლობა, კვლევა და პროფესიული განვითარება დადებით ცვლილებებს ქმნის სკოლაში.

„საძიებო-სამოქმედო კვლევა – სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის“ გამოიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს (British Council) თანამშრომლობით გამოიცა ელექტრონული სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის – „საძიებო-სამოქმედო კვლევა“.

სახელმძღვანელო მასწავლებლებს საკუთარი საკლასო პრაქტიკის შეფასებასა და გაანალიზებაში, არსებული სირთულეების უკეთ გააზრებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. კვლევის პროცესის პრაქტიკაში გამოყენება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეების სწავლას, ისე მის პროფესიულ განვითარებას.

სახელმძღვანელო ეფუძნება საძიებო-სამოქმედო კვლევის (Exploratory Action Research – EAR) მეთოდოლოგიას, რომელიც ორ ძირითად ეტაპს აერთიანებს:

✅ საძიებო ეტაპზე მასწავლებლები სიღრმისეულად იკვლევენ საკლასო გარემოში არსებულ რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს;
✅ სამოქმედო ეტაპზე კი, მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გეგმავენ, ახორციელებენ და აფასებენ მცირე, გააზრებულ ცვლილებებს.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მაგალითები და კვლევითი ანგარიშები ეფუძნება ქართველი მასწავლებლების მიერ ქართულ სკოლებში განხორციელებულ რეალურ პროექტებს.

განხილული თემებია:
✅ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა;
✅ წაკითხულის გააზრება;
✅ ინსტრუქციების გაგება;
✅ საშინაო დავალებები;
✅ განმავითარებელი შეფასება.

🌐 სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სერვისებისა და რესურსების პორტალზე – განათლების E სახლი:
https://educationhouse.ge/storage/books/exploratory_action_research_manual_for_teachers_3547.pdf

🩵ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო!🩵გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!🩵ახალი სასწავლო...
15/09/2026

🩵ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო!

🩵გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

🩵ახალი სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. გისურვებთ, რომ თითოეული დღე იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი თქვენი ოცნებებისკენ🩵

🩵 მშობლებს კი მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის.

🩵სკოლის ადმინისტრაციის სახელით, მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონა თედიაშვილს Ensemble OQROS PARI / ანსამბლი "ოქროს ფარი" და მის მოცეკვავეებს ჩვენი ღინისძიების კიდევ უფრო მეტად გალამაზებისათვის💫

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚💫🎈
14/09/2026

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚💫🎈

25/08/2026

მეხუთე საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს სტუდენტის სტატუსის მოპოვებას! 🎓💓

ეს მნიშვნელოვანი წარმატება თქვენი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია. წინ გელოდებათ ცხოვრების ახალი, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, ღირსეულ მომავალს, უამრავ გამარჯვებასა და ყველა დასახული ოცნების ახდენას! ✨

გვჯერა, რომ თქვენი ცოდნით, ნიჭითა და თავდადებით კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევთ.

გვეამაყებით და გვჯერა თქვენი! ❤️

20/08/2026

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტი იქნება სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მისამართზე: ხაშური, ტაბიძის ქ.N22

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე
📌 მშობლებისა და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლების მიხედვით განისაზღვრება ერთგვარი სარეკომენდაციო გრაფიკი
📌 რეალიზაცია დაიწყება 1 სექტემბერს და დასრულდება 14 სექტემბერს
📌 დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით სკოლა

წარმატებებს ვუსურვებთ ეთიკოს❤️
13/08/2026

წარმატებებს ვუსურვებთ ეთიკოს❤️

🎉 გაიცანით 2026 წლის საუკეთესო მოხალისე - ეთიკო ცერცვაძე
ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ სსიპ ქ. ხაშურის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთიკო ცერცვაძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო მოხალისის წოდება და ჯილდო მიანიჭა.

🏆 ეთიკოს მოხალისეობრივი საქმიანობა მრავალფეროვანია. მას მოხალისეობრივი გამოცდილება აქვს ისეთ ორგანიზაციებსა და პროგრამებში, როგორიცაა: პრომეთეს აკადემია, ხაშურის ახალგაზრდული სივრცე, ამერიკული კუთხე, SynapseCode, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლა, კასპის ტექნოპარკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოება ,,ნარი" და ეკო-კლუბი ,,მწვანე ნაკვალევი".

მოხალისეობა მისთვის მხოლოდ დროის სასარგებლოდ გამოყენება არ არის. ეს არის გზა, რომ საკუთარი ენერგიითა და პასუხისმგებლობით საზოგადოებაში დადებითი ცვლილებები შეიტანოს.

🔸️ ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო წარმატებებს უსურვებს ეთიკოს მოხალისეობრივ საქმიანობაში!
fans
Youth Council of Khashuri • ხაშურის ახალგაზრდული საბჭო
ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის Youth for the development of Khashuri

🎓სსიპ ქალაქ ხაშურის №5 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს მე-12 კლასელებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!🎓თი...
02/08/2026

🎓სსიპ ქალაქ ხაშურის №5 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს მე-12 კლასელებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

🎓თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი სკოლის დიდი სიამაყეა.

🎓გისურვებთ, სტუდენტური წლები სავსე იყოს ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო გამოცდილებითა და პროფესიული წარმატებებით. არ შეწყვიტოთ განვითარება, ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და თავდაჯერებით იარეთ დასახული მიზნებისკენ.

🎓მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის, ხოლო მშობლებს – მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

♟️✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნუ...
30/07/2026

♟️✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, 2026 წელს გაიმართა საქართველოს მოსწავლეთა III სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში — „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.

♟️✅ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ხაშურის №5 საჯარო სკოლამ. მონაწილე მასწავლებელსა და მოსწავლეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობის სიგელები გადასცა.
ვულოცავთ მონაწილეებს და მომავალშიც ვუსურვებთ არაერთ წარმატებას!

Address

ჯორჯაძის ქ. N1
Khashuri
5700

Telephone

0368 24 28 08

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category