03/05/2026
დიდი შრომის შედეგი! ❤️
20-26 აპრილს, ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარეობდა კვირეული, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი ვიკიკლუბების წევრები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ წერდნენ სტატიებს.
📊კვირეულში მონაწილეობა მიიღო 37-მა მომხმარებელმა;
↗️საერთო ჯამში მათ 923 ახალი სტატია შექმნეს;
🎖️შედეგების საფუძველზე, გათამაშდა 20 საგზური 2026 წლის ვიკიბანაკისთვის, რომელსაც „ვიკიმედია საქართველო“ ამ ზაფხულს გამართავს.
შედეგების და გამარჯვებულთა სანახავად, ეწვიეთ პირველივე კომენტარში მოცემულ ბმულს.