სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gremi
  • სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლა

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლა, School, გრემის საჯარო სკოლა, Gremi.

გრემის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან რობოტიკის კლუბი იხსნება! 🎉🎉ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ნატო ქი...
10/07/2026

გრემის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან რობოტიკის კლუბი იხსნება! 🎉🎉
ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ნატო ქიტესაშვილმა, წარმატებით დაასრულა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა რობოტიკის 5-დღიანი ინტენსიური ბანაკი ყვარელში.

ამ პროექტისთვის, სხვადასხვა რეგიონის 500-ზე მეტი დარეგისტრირებული მასწავლებლიდან შეირჩა 100 პედაგოგი, რომელთა შორის არის გრემის საჯარო სკოლის პედაგოგიც.

ბანაკში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მეშვეობით, სექტემბრიდან გრემის სკოლაში ოფიციალურად დაფუძნდება რობოტიკის კლუბი, რომელიც სრულად აღიჭურვება თანამედროვე რობოტექნიკით. კლუბში გაწევრიანებას და რობოტების აგება-პროგრამირების შესწავლას მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრს მასპინძლობისთვის და თითოეულ ტრენერსა თუ მენტორს გაზიარებული ცოდნისა და პროფესიონალიზმისთვის.
ვულოცავთ ჩვენს მასწავლებელს ბანაკის დასრულებას და მოუთმენლად ველოდებით ახალ სასწავლო წელს! 💛

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სკოლა მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის მონაწილეებს შორისაა, სადაც საფუძველი ეყრება სკოლებში ახ...
08/07/2026

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სკოლა მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის მონაწილეებს შორისაა, სადაც საფუძველი ეყრება სკოლებში ახალი რობოტიკის კლუბების დაფუძნებას.

ჩვენმა III და IV კლასის მოსწავლეებმასასკოლო ღონისძიებაზე განსაკუთრებული სიხარული შემოიტანეს.🤗💛მათ მიერ შესრულებულმა მუსი...
12/06/2026

ჩვენმა III და IV კლასის მოსწავლეებმა
სასკოლო ღონისძიებაზე განსაკუთრებული სიხარული შემოიტანეს.🤗💛

მათ მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენი ნიჭი და კარგი ენერგიაა ჩვენს ბავშვებში.💛

მადლობა კლასის დამრიგებელს, მადონა გურასპიშვილს და მუსიკის მასწავლებელს, თამუნა მირინაშვილს, იმ შრომისა და გულმოდგინებისთვის, რაც ბავშვებთან ერთად ამ გამოსვლების მომზადებაში ჩადეს.💛

ყველაზე მეტად კი მადლობა თავად მოსწავლეებს, 🥰 თქვენი მონდომება, ღიმილი და ერთმანეთის გვერდში დგომა ჩვენთვის საამაყოა. სკოლას ძალიან უყვარხართ და მუდამ თქვენს გვერდითაა. 🫂💛💛

12/06/2026

მეორე კლასის ულამაზესი ღონისძიება - "წინ, წარმატებისაკენ!"
კლასის დამრიგებელმა, დარეჯან მათიაშვილმა, კიდევ ერთი დაუვიწყარი, ფერადი და სიყვარულით სავსე დღე აჩუქა მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლას.
ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, რომელთა მომზადებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის თამუნა მირინაშვილს🧡
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და თითოეულ მათგანს დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე კლასში! 🧡🧡

დღეს, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონფერენციაზე, ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნ...
05/06/2026

დღეს, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონფერენციაზე, ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ნატო ქიტესაშვილმა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა კოლეგებს.

მან ისაუბრა იმ პრაქტიკულ, თანამედროვე და მოსწავლის უნარებზე მორგებულ მეთოდებზე, რომლებსაც გაკვეთილებზე იყენებს და აჩვენა, თუ როგორ ეხმარება ციფრული ინსტრუმენტები მოსწავლეებს ერთობლივ, გუნდურ მუშაობაში და როგორ ხდის ეს მეთოდები კლასს მეტად აქტიურს.

მადლობას ვუხდით ყვარლის რესურსცენტრს საინტერესო დღისთვის, ხოლო ნატო მასწავლებელს ვულოცავთ წარმატებულ გამოსვლას! 💖

დრო საოცრად სწრაფად გავიდა... ანბანის სამყაროდან დავიწყეთ და დღეს უკვე დიდი მეგობრობის პირველი წელი ვიზეიმეთ. უდიდესი მა...
29/05/2026

დრო საოცრად სწრაფად გავიდა... ანბანის სამყაროდან დავიწყეთ და დღეს უკვე დიდი მეგობრობის პირველი წელი ვიზეიმეთ.

უდიდესი მადლობა თამუნა მასწავლებელს ამ ლამაზი დღესასწაულის შექმნაში შეტანილი დიდი წვლილისა და დახმარებისთვის!

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და გვჯერა მათი თითოეული მომავალი წარმატების!
ბედნიერ და მხიარულ არდადეგებს გისურვებთ, ჩვენო პატარებო!

სიყვარულით, თქვენი თინიკო მასწავლებელი 🧡

დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ჩვენმა მო...
29/05/2026

დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის, ნატო ქიტესაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლა წარადგინეს: მარია მათიაშვილმა, ბარბარე ხეჩიაშვილმა, მარიამ ბერიძემ და გოგა ბარბაქაძემ.

ბავშვებმა დარბაზს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტები წარუდგინეს, რომლებიც ფუტურისტულ კვლევებს, ციფრულ მედიას, ხელოვნურ ინტელექტს, სოციო-ფსიქოლოგიურ გავლენებსა და ვიზუალურ პროგრამირებას (Scratch) ეხებოდა.

ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები შესანიშნავად დაიცვეს და კონფერენციის ბოლოს შესაბამისი სერტიფიკატებითა და მადლობის ფურცლებით დაჯილდოვდნენ!

გილოცავთ ამ წარმატებას! თქვენ ჩვენი სკოლის, თქვენი მშობლებისა და მთელი სოფლის დიდი სიამაყე ხართ. მადლობა ასეთი შრომისთვის და ყოჩაღობისთვის!

III-IV კლასებში, მადონა გურასპიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა სადამრიგებლო საათი თემაზე: “როგორ გავ...
29/04/2026

III-IV კლასებში, მადონა გურასპიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა სადამრიგებლო საათი თემაზე: “როგორ გავაუმჯობესოთ კითხვის უნარები”.
აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული ბიბლიოთეკარი დოდო მამნიაშვილი. მოსწავლეებმა დიდი მონდომება გამოიჩინეს, კითხვის პროცესმა კი მათ მოტივაცია და ხალისი შესძინა. გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში კითხვის კულტურის განვითარებას. ❤️

24/04/2026

⚔️📖 "გადაარჩინე ქართული ენა. უთხარი არა ბარბარიზმებს."- ამ ლოზუნგით გრემის საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა ბარბარიზმებისწინააღმდეგ "გაილაშქრეს".

✅ ამ აქტივობის მთავარი მიზანი არის ქართული ენის სიწმინდისა და თვითმყოფადობის დაცვა.
შედეგად, მოსალოდნელია: მეტყველების კულტურის გაუმჯობესება, ქართული სიტყვების "დაბრუნება" აქტიურ გამოყენებაში. ქართული ენის გამდიდრება და გაძლიერება

👩‍🏫 კლასის დამრიგებელი: დ.მათიაშვილი.

Address

გრემის საჯარო სკოლა
Gremi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category