გილოცავთ ახალ წელს! 🎁🎄✨
2026 წელი - განათლების, მშვიდობისა და სიყვარულის დროა 💖
სიყვარულით – სკოლა ეისი 🌟
#სკოლაეისი10წლისაა #ბედნიერი2026 #სიყვარულითსკოლაეისი
AC school - სკოლა ეისი
სკოლა ეისი - ახალი ნაბიჯი გორის საგანმანათლებლო სივრცეში
სკოლის კონსულტანტი შონ მაიკლ რიდი- მოწვეული პროფესორი KAIST, Seoul;
სკოლის დამფუძნებლები:
მარიკა ტლაშაძე - სკოლის დირექტორი
ნათია ტლაშაძე- ხარისხის მართვის მენეჯერი
14/10/2025
#ეისის ახალი კამპუსის მშენებლობა დავიწყეთ 🎉💙
26/08/2025
💥 მე-10 თაობის ეისელების სააბიტურიენტო წლის ბედნიერი დასასრული - 10 სტუდენტი, ყველა მათგანი პირველი პრიორიტეტით, 4 - 70%-იანი და 1 - 50%-იანი გრანტით - თითქოს უბრალოდ კარგი სტატისტიკაა, მაგრამ რამდენი ცოდნა, შრომა, მონდომება, დამღლელი დღე და უძილო ღამეა ამ შედეგის საფუძველი.
👩🎓🧑🎓ჩვენო საამაყო ეისელებო, სიყვარულით გილოცავთ სტუდენტობას, ჩვენ გვჯერა, რომ ყოველთვის იქნებით წარმატებულები, მიზანდასახულები და შეძლებთ, თქვენი არჩეული პროფესიების საშუალებით გააუმჯობესოთ საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრება ❤️
👩🏫🧑🏫გამორჩეული მადლობა თითოეულ პედაგოგს, რომელთა თავდადებული შრომის შედეგია ეს სიამაყე ❤️
🥰🥰მადლობა მშობლებს ნდობისა და მადლიერებისთვის❤️
📣🎊 დასრულდა ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 რჩეული ეისელი წარმატებულ სტუდენტთა სიას შეუერთდება და მათი უმრავლესობა სასწავლო გრანტით დაფინანსდება. 🎊🎊🏆❤️
გვინდა, ამ საუკეთესო ეისელებში განსაკუთრებული შედეგებით გამორჩეული ბიჭი გაგაცნოთ - დავით მინასიანი, რომელმაც ყველაზე იშვიათ - ტექნიკურ საგნებში უმაღლესი შეფასებები მიიღო - 51-დან 51 ქულა მათემატიკაში, 63-დან 62 ქულა ფიზიკაში! 🥇🥇❤️❤️
💌 სიყვარულით გილოცავთ და კიდევ უფრო წარმატებულ მომავალს გისურვებთ, ეისის უნიჭიერესო კურსდამთავრებულებო, საუკეთესო პედაგოგებო და მშობლებო! 💗
📓💻 მოახლოვდა ეროვნული გამოცდების დასაწყისი. ✅️ წარმატებასა და დასახული მიზნის მიღწევას ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს, გამორჩეულად - ჩვენს უნიჭიერეს ეისელებს 💖💖
23/06/2025
სტუდენტები - სკოლას - არაფორმალური განათლებისთვის 10 ივნისს გორის სკოლა AC-ს სტუმრობდნენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები პროექტით...
15/06/2025
Successful Youth - წარმატებული ახალგაზრდა ❤️
#სკოლაეისი
05/06/2025
🎊 #სკოლაეისი #მეათეთაობა 🩷
📍 ბოლო ზარის შემდეგ 2025 წლის კურსდამთავრებული ეისელები გაემგზავრნენ სამოგზაუროდ – ბელგიაში, ბრიუსელში!
🌍 ვეწვიეთ ევროპის გულს, დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, ვისიამოვნეთ მეგობრებთან ერთად და შევიქმენით დაუვიწყარი მოგონებები.
📸 ეს ვიდეო ასახავს ამ ლამაზ დღეებს – სიცილს, ემოციებსა და ერთად გატარებულ დროს.
📅 ექსკურსია: 2025 წლის 22-26 მაისი
🎒 სკოლა: ,,სკოლა ეისი"
📍 ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
🎥 ვიდეოგრაფი: დემეტრე ტლაშაძე ❤️
სკოლა ეისის ბელგიური თავგადასავალი / 2025 📍 ბოლო ზარის შემდეგ ჩვენი კლასი გაემგზავრა სამოგზაუროდ – ბელგიაში, ბრიუსელში!🌍 ვეწვიეთ ევროპის გულს, დავათვალი.....
03/05/2025
✅ სასიხარულო და საამაყო ინფორმაციით დაგვიბრუნდნენ 2025 წლის სასწავლო- კვლევითი კონფერენციის გეოგრაფიის სექციიდან ეისელები: მე-10 კლასის მოსწავლე მათე ნასყიდაშვილი და პედაგოგი ლელა ყაყიტაშვილი.
🔰 მათემ ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი თემით ,,გონივრული განვითარება” (ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში).
🎊🎊 სიყვარულით ვულოცავთ შრომის დაფასებასა და საამაყო წარმატებას მოსწავლე-მასწავლებელს 💜💜
20/01/2025
🌟 იდეატორთა და მკითხველთა კლუბების პირველი შეხვედრა 🌟
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სკოლა ეისი მონაწილეობდა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში და მოიპოვა დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ჩამოყალიბდა იდეატორთა და მკითხველთა კლუბები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. განსაკუთრებით გვიხარია, რომ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ქვეშისა და წითელუბნის სკოლებთან და კლუბის საქმიანობაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იქნებიან მათი მოსწავლეები 🌱
გიზიარებთ კლუბების პირველი შეხვედრის ფოტოებს! 🎉
პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და კლუბის წევრებმა შეარჩიეს კლუბის სახელწოდებები, ისაუბრეს მოლოდინებსა და საკუთარ ინტერესებზე. წინ კი ბევრი საინტერესო პროექტი და აქტივობა გველის 💫
სრულად: http://bit.ly/4h15822
USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program
13/01/2025
ძველით ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გთავაზობთ ჩვენი მერვე კლასელების მიერ AI-ის დახმარებით შედგენილ სცენარს – "ბოლო გაკვეთილი". 🎬�
ვიდეოში მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას აღმოაჩენენ მინიშნებას, რომელიც მათ დეტექტიურ თავგადასავალში გახვევს. რას ეძებენ ისინი? პასუხს ვიდეოს ბოლოს გაიგებთ! 🕵️♀️
🎥 ვიდეო გადაღებული და დამონტაჟებულია დემეტრე ტლაშაძის მიერ, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები.�
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! 🎄✨
ბოლო გაკვეთილი @სკოლა ეისი. მცირე ფილმი - საახალწლო მილოცვა !Short Film - Happy New Year Day !
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Address
Gori
1400
Opening Hours
| Monday | 09:30 - 16:00 |
| Tuesday | 09:30 - 16:00 |
| Wednesday | 09:30 - 16:00 |
| Thursday | 09:30 - 16:00 |
| Friday | 09:30 - 16:00 |
| Saturday | 09:30 - 16:00 |