გარდაბნის N1 საჯარო სკოლა

გარდაბნის N1 საჯარო სკოლა სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ.გარდაბნის N1 საჯარო სკოლა

🤖 ლევან დევდარიანის სახ. ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში რობოტიკის კლუბი იხსნება! 🚀გიყვარს ტექნოლოგიები, ახალი აღმოჩენები...
21/09/2026

🤖 ლევან დევდარიანის სახ. ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში რობოტიკის კლუბი იხსნება! 🚀

გიყვარს ტექნოლოგიები, ახალი აღმოჩენები და საინტერესო გამოწვევები?
მაშინ ეს კლუბი შენთვისაა! 💡

რობოტიკის კლუბში IV, V და VI კლასის მოსწავლეები შეძლებენ:

🔹 განივითარონ ლოგიკური და კრეატიული აზროვნება
🔹 ისწავლონ კოდირების საფუძვლები 💻
🔹 ააწყონ და მართონ რობოტები 🤖
🔹 შექმნან საკუთარი იდეები და გამოსცადონ ისინი პრაქტიკაში
🔹 ისწავლონ გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაჭრა

აქ სწავლა იქნება არა მხოლოდ საინტერესო, არამედ თამაშით, ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული დავალებებით სავსე! ✨

📅 რეგისტრაცია: 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით
👩‍🏫 კლუბის ხელმძღვანელი: ნინო ოკუჯავა
👧👦 სამიზნე ჯგუფი: IV–VI კლასის მოსწავლეები.

🤖 იფიქრე! შექმენი!დააპროგრამე! აამოძრავე!
შენი პირველი რობოტული თავგადასავალი აქ იწყება!

📋დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ სკოლის გვერდზე მოსწავლის სახელი, გვარი და სადამრიგებლო კლასი.

15/09/2026
15/09/2026
15/09/2026
📢 მშობლების საყურადღებოდ! — სასკოლო ფორმები🔊🔊როგორც იცით, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ფორმებთ...
20/08/2026

📢 მშობლების საყურადღებოდ! — სასკოლო ფორმები

🔊🔊

როგორც იცით, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა.
ფორმებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორია ,რომლებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ.
ესენი არიან:

🔹 მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
🔹 მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
🔹 მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
🔹 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
🔹 თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
🔹 უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.

თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.

სასკოლო ფორმის ფასი:
სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
სასკოლო შარვალი: 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი

სარეალიზაციო პუნქტში ადგილზევე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ და შეარჩიოთ მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა.

ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)

ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.

ფორმები გაიცემა სსიპ-ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნისის N1 საჯარო სკოლაში.
მისამართი:ქ.გარდაბანი აღმაშენებლის ქ.N24

გაცემის პერიოდი: 2026 წლის 01სექტემბრიდან–14 სექტემბრის ჩათვლით.

სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)

რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი საჯარო სკოლას 25 აგვისტომდე ინდივიდუალურად შეგატყობინებთ თქვენთვის განკუთვნილ გეგმა-გრაფიკს.

II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.

V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.

გთხოვთ, ყურადღებით გაადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს!

ძალიან კარგი პროექტი ახალგაზრდებისთვის! ❤️
29/06/2026

ძალიან კარგი პროექტი ახალგაზრდებისთვის! ❤️

საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით გაძლევთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც გაიმართება:

📅 2026 წლის 22-25 ივლისს
📍 დმანისში

👥 მონაწილეობა შეუძლიათ 14-18 წლის ახალგაზრდებს.

🏕️ ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული და პროფესიული უნარების განვითარება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და მეგობრული გარემოს შექმნა!
✅ მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების გზით.

თუ გსურს გახდე ამ საინტერესო პროექტის მონაწილე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გამოიყენე შესაძლებლობა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მხარდაჭერით გეძლევა.

📌 რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfzgiva5X8frTrAHf1QUuWwYoW1kVYlofn5CJ2y2u1FVLO9Zg/viewform?usp=header
❗️განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5ივლისი
აქვე შეგახსენებთ: ფორმის შევსება არ ნიშნავს ავტომატურად ბანაკში მონაწილეობას.
#გარდაბნისახალგაზრდულისაბჭო #დმანისი #ახალგაზრდები #ახალგაზრდულიშესაძლებლობები 💙🌿
საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია - Ayacg
ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

საზაფხულო გამოწვევა: „ზაფხული წიგნის ყდაზე“ იწყება!მშობლებო და ბავშვებო, ზაფხულის არდადეგები დასვენების, გართობისა და ახ...
23/06/2026

საზაფხულო გამოწვევა: „ზაფხული წიგნის ყდაზე“ იწყება!
მშობლებო და ბავშვებო, ზაფხულის არდადეგები დასვენების, გართობისა და ახალი თავგადასავლების დროა! იმისათვის, რომ ეს ზაფხული კიდევ უფრო საინტერესო და შემოქმედებითი გავხადოთ, სკოლაში ნამდვილ საზაფხულო თავგადასავალს ვიწყებთ III- VII კლასის მოსწავლეებისთვის!

გამოწვევის წესები:
1. აირჩიე და წაიკითხე: ზაფხულის განმავლობაში წაიკითხე შენთვის სასურველი მინიმუმ ერთი წიგნი.
2. დაწერე ჩანახატი (ყველა თავის მოკლე მიმოხილვა): კითხვის პროცესში გააკეთე მოკლე ჩანახატები ყოველ თავზე. (შეგიძლიათ ელექტრონულად გააკეთოთ Word-ის ფაილში ან ხელით დაწეროთ ფურცელზე).
3. აღმოაჩინე ფრაზები: ჩანახატებთან ერთად, წიგნიდან ამოიწერე 3 ყველაზე საინტერესო ან ემოციური ფრაზა, ახსენი რატომ არის ეს ფრაზები შენთვის განსაკუთრებული.
4. გახსენი და შეავსეთ ლინკი (31 აგვისტოს ჩათვლით). https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd7YY4GhfayAusXA3yKYvP8fJIKTpc2cQ4BfjGDA9T3bwg-_w/viewform?usp=dialog
5. წარადგინე: ახალი სასწავლო წლისთვის (გაითვალისწინე: ზუსტ საპრეზენტაციო თარიღს 2 კვირით ადრე შეტყობინების სახით მიიღებ!) მოამზადე ამ ყველაფრის პრეზენტაცია შენი გემოვნებით – აირჩიე შენთვის სასურველი ფორმატი.
• პრეზენტაცია PowerPoint სლაიდებით;
• პრეზენტაცია ვიდეო-ვლოგით;
• პრეზენტაცია ლამაზად გაფორმებულ ფორმატზე.

„წინ მზიანი და თავგადასავლებით სავსე ზაფხული გველის!
ბედნიერ, ფერად და წიგნიერ არდადეგებს გისურვებთ! ☀️📚🏝️“

Address

Gardabani
1300

Telephone

+995577286569

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გარდაბნის N1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to გარდაბნის N1 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category