Ani's Library • ანის ბიბლიოთეკა

Ani's Library • ანის ბიბლიოთეკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ani's Library • ანის ბიბლიოთეკა, Education Website, Sachamiaseri, Guria საჭამიასერი, გურია, Chokhatauri.

გვინდა ანი ზაალიშვილის შესახებ გიამბოთ - გოგონას, რომელსაც სამყარო უყვარდა.

ანი ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარი იყო ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში. სურდა ბავშვებში განათლების სიყვარული გაეღრმავებინა, ინტერესი გაეჩინა მეცნიერების მიმართ, განსაკუთრებით კი - გარემოს დაცვის მიმართულებით.

ის მხოლოდ 29 წლის იყო ვერაგ ვირუსს რომ ემსხვერპლა. ვერ შეძლო თავისი გეგმების განხორციელება, თუმცა კეთილი საქმეები მისი სახელით მარადიულად გაგრძელდება.

🔬ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში,  გამართული კონფერენციის ფარგლებში - "შეაბიჯეთ მეცნიერებაში", საუ...
13/06/2025

🔬ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში, გამართული კონფერენციის ფარგლებში - "შეაბიჯეთ მეცნიერებაში", საუკეთესო მოხსენებისა და პოსტერი პრეზენტაციის ავტორები, ანი ზაალიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ.

🎗️ჯილდო არამხოლოდ პროფესიული წარმატების აღიარებაა, არამედ სიყვარულით სავსე ხსოვნაა გოგონასი, რომელმაც საკუთარი ცოდნა სხვებისთვის აქცია შთაგონებად.

👩‍🔬ამიერიდან, ანის სახელი განსაკუთრებული წახალისებაა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომ არასოდეს დაკარგონ რწმენა პროფესიულ გზაზე.

🤍🤍🤍
21/05/2025

🤍🤍🤍

📅 6 ივნისი, 2025

🧑‍🔬მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „შეაბიჯეთ მეცნიერებაში“-ის ფარგლებში საუკეთესო ზეპირი მოხსნებისა და პოსტერი პრეზენტაციის ავტორები დაჯილდოვდებიან ანი ზაალიშვილის სახელობის პრემიით და შესაბამისი სერტიფიკატით.

✨ ანი ზაალიშვილის სახელობის პრემიაზე – დამატებითი ინფორმაცია:
ანი ზაალიშვილი იყო ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც გამოირჩეოდა მრავალმხრივი აკადემიური და პიროვნული ინტერესებით. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე. შემდგომში სწავლა გააგრძელა გერმანიაში, კონსტანცის უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით გაიარა მაგისტრატურის კურსი. მისი კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებულ იყო ქცევის ევოლუციის ნეირობიოლოგიური საფუძვლების შესწავლაზე, რომელსაც ანი მაქს პლანკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ახორციელებდა.

ანი აქტიურად იყო ჩართული როგორც სამეცნიერო, ისე შემოქმედებით საქმიანობაში. მისი გატაცებები იყო მხატვრობა, ფოტოგრაფია და ჩოგბურთი, რამაც მისი პიროვნული მრავალფეროვნება კიდევ უფრო განამტკიცა.

🥇 ანი ზაალიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით ფონდმა ‘’გურული დღიურები’’ დააწესა „ანი ზაალიშვილის სახელობის სტიპენდია“, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმატებულ მოსწავლეებს მათი აკადემიური და კვლევითი მიღწევებისათვის.

#შეაბიჯეთმეცნიერებაში #გურულიდღიურები

17/06/2024
📖 გურიის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლაში, ანი ზაალიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. 🎓ანის ძალიან უყვარდა ბავშვები ...
21/10/2023

📖 გურიის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლაში, ანი ზაალიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

🎓ანის ძალიან უყვარდა ბავშვები და მისი ოცნება იყო განათლების სიყვარული შთაეგონებინა მათთვის. განსაკუთრებით კი, მეცნიერება უყვარდა, რადგან ის ევოლუციური და ქცევის ბიოლოგიის მკვლევარი იყო ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

✨ანიმ ვერ მოასწრო ეს ყოველივე, ხოლო მისი ოცნებების ასრულება შესანიშნავმა მწერალმა, ყველასთვის საყვარელმა გიორგი კეკელიძემ შეძლო.

🧬ანის საყვარელ გურიაში მისი სახელობის ბიბლიოთეკა, ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უახლეს ლიტერატურას და სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გახადონ სხვადასხვა სამეცნიერო მოდელებით.

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

21/10/2023

Address

Sachamiaseri, Guria საჭამიასერი, გურია
Chokhatauri
4900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ani's Library • ანის ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share