სსიპ "ჭიათურის #2 საჯარო სკოლა"

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • სსიპ "ჭიათურის #2 საჯარო სკოლა"

სსიპ "ჭიათურის #2 საჯარო სკოლა" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ "ჭიათურის #2 საჯარო სკოლა", School, ქ. ჭიათურის , ტოლსტოის ქ. #4, Chiat'ura.

სსიპ ქალაქ ჭიათურის  #2 საჯარო სკოლა
16/09/2026

სსიპ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლა

✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.

მსურველი პირები დარეგისტრირებას 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2026 წლის 02 ოქტომბრიდან 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:

✔️იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება და სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

✔️თუ პირი არ სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა, მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);

უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220

15/09/2026

სსიპ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ჭიათურის  #2 საჯარო სკოლა
15/09/2026

სსიპ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლა

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!გულითადად ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მთელ სასკოლო საზოგადოებას — ჩვენს ...
15/09/2026

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გულითადად ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მთელ სასკოლო საზოგადოებას — ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს!
გისურვებთ ნაყოფიერ, წარმატებულ, მშვიდობიან და საინტერესო სასწავლო წელს, ბევრ მიღწევას, ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს ახალი შესაძლებლობების, შემოქმედებითი იდეების, წინსვლისა და კეთილი საქმეების წელი.
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს სკოლის ზღურბლს პირველად გადმოაბიჯებენ. ეს მათი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია — ცოდნის, მეგობრობისა და აღმოჩენების სამყაროში პირველი ნაბიჯები.
ვუსურვებთ, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე სიხარულით, წარმატებითა და ლამაზი მოგონებებით იყოს სავსე; რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ახალი მეგობრების შეძენა და ოცნებებისკენ თამამად სვლა.
ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ყოველი მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობას, შეძლებს განვითარებას და ცოდნის სამყაროში თავდაჯერებულად იპოვის საკუთარ გზას.
წარმატებული, მშვიდობიანი და ბედნიერი სასწავლო წელი ყველას!
სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით,
სსიპ ქალაქ ჭიათურის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
ცირა ბრეგვაძე

სასკოლო ფორმა — ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ;სასკოლო ფორმების შესახებ — ხშირად დასმული კითხვები ! ! !​ძვირფასო ...
27/08/2026

სასკოლო ფორმა — ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ;სასკოლო ფორმების შესახებ — ხშირად დასმული კითხვები ! ! !

​ძვირფასო მშობლებო დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​ ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორია, რომელთა მოსწავლეებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ:
​ მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
​ მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
​ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
​ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
​ თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
​ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​ რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
შესაძლებელია თუ არა ფორმების ადგილზე ზომაზე მორგება/მოზომება?
​დიახ! სარეალიზაციო პუნქტში ადგილზევე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ და შეარჩიოთ მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა.
​ როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​ შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​ სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა ჭიათურაში?
​სარეალიზაციო პუნქტი: სსიპ ქალაქ ჭიათურის № 4 საჯარო სკოლა, ნიკოპოლის ქუჩა №14
​გაცემის პერიოდი: 1 –10 სექტემბერი (სარეალიზაციო პუნქტებში მიწოდება იწყება 20 აგვისტოდან)
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​
​ როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.

მოგესალმებით,ჭიათურის მერიის ორგანიზებით ჭიათურის კულტურის ცენტრში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 18.00 საათზე გაიმართება გე...
27/08/2026

მოგესალმებით,

ჭიათურის მერიის ორგანიზებით ჭიათურის კულტურის ცენტრში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 18.00 საათზე გაიმართება გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინის ბელა ბერკემერ-მახარაძის მუსიკისა და პოეზიის საღამო.

დასწრება თავისუფალია.

პატივისცემით,

სკოლისთვის მზადება გრძელდება — როგორ ავიღოთ სასკოლო ფორმის სწორი ზომა
27/08/2026

სკოლისთვის მზადება გრძელდება — როგორ ავიღოთ სასკოლო ფორმის სწორი ზომა

პირველი ნაბიჯები სკოლაში — ყველაფერი სასკოლო ფორმის შესახებმოგესალმებით,გიკავშირდებით     #2  საჯარო სკოლიდან, თქვენი შვ...
27/08/2026

პირველი ნაბიჯები სკოლაში — ყველაფერი სასკოლო ფორმის შესახებ
მოგესალმებით,
გიკავშირდებით #2 საჯარო სკოლიდან, თქვენი შვილის სასკოლო ფორმის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაწოდებლად.
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, როგორც სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზების პუნქტებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე - formebi.emis.ge.
15 სექტემბრიდან ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ და კონკრეტულ ქალაქებში დამატებით განსაზღვრულ რეალიზების პუნქტში (ამ პუნქტების
შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გახდება ცნობილი).
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის რეკომენდებულია 2026 წლის 6 სექტემბერს დღეს, სსიპ ქალაქ ჭიათურის #4 საჯარო სკოლაში - რეალიზების პუნქტში მისვლა.
პუნქტი იმუშავებს 11:00-დან 19:00 საათამდე, შესვენება იქნება 15:00-დან 16:00 საათამდე.
განრიგი სარეკომენდაციოა, თუმცა მისი დაცვა დაგეხმარებათ რიგისა და შესაძლო შეფერხების თავიდან აცილებაში.
ფორმის შესაძენად საჭირო იქნება მოსწავლის პირადი ნომერი.
გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
შესაბამისი პროგრამის ბენეფიციარი მოსწავლეები ფორმას უსასყიდლოდ მიიღებენ იმავე პუნქტებში ან ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; ბენეფიციარის სტატუსი მოსწავლის პირადი ნომრით ავტომატურად გადამოწმდება.

სსიპ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლის დირექცია

„სკოლა მთავრდება, მაგრამ ჩვენი სიამაყე თქვენით — არასოდეს.“  ძვირფასო კურსდამთავრებულებო,დღეს ის დღეა, რომელსაც დიდი მოლ...
25/08/2026

„სკოლა მთავრდება, მაგრამ ჩვენი სიამაყე თქვენით — არასოდეს.“

ძვირფასო კურსდამთავრებულებო,
დღეს ის დღეა, რომელსაც დიდი მოლოდინით, შრომითა და იმედით ელოდით. დღე, როცა სკოლის კედლებს მიღმა ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება — სტუდენტობა!
გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
გუშინ იყავით ჩვენი სკოლის მოსწავლეები, დღეს კი უკვე იმ დიდი საუნივერსიტეტო სამყაროს ნაწილი ხართ, სადაც ცოდნა, შრომა, თავისუფალი აზროვნება და ახალი შესაძლებლობები თქვენს მომავალს შექმნის.
თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაცაა. ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და გვჯერა, რომ იქ, სადაც არ უნდა მიგიყვანოთ ცხოვრების გზამ, ყოველთვის ღირსეულად გააგრძელებთ იმ გზას, რომელიც ჩვენი სკოლის კედლებიდან დაიწყეთ.
ახლა თქვენი ჯერია — შექმნათ საკუთარი ისტორია, დატოვოთ თქვენი კვალი და ოცნებები რეალობად აქციოთ!
გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო, ბედნიერ და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს; ბევრ ახალ მეგობარს, ცოდნას, შესაძლებლობასა და გამარჯვებას!
სიყვარულითა და სიამაყით,
სსიპ ქალაქ ჭიათურის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.სსიპ ქალაქ ჭიათურ...
25/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

სსიპ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლა

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

Address

ქ. ჭიათურის , ტოლსტოის ქ. #4
Chiat'ura
5500

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ "ჭიათურის #2 საჯარო სკოლა" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ "ჭიათურის #2 საჯარო სკოლა":

Shortcuts

Share

Category