ბორჯომის სალოტბარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Borjomi
  • ბორჯომის სალოტბარო სკოლა

ბორჯომის სალოტბარო სკოლა ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიცი

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბორჯომის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა, რომელშიც მსურველები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საეკლესიო გალობას.
სასწავლო პროგრამა შედგენილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტების მიერ, ანზორ ერქომაიშვილისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით.
ბორჯომის სალოტბარო სკოლაში სიმღერა-გალობას ასწავლიან: ლოტბარი -ლელა მუხურაძე, რეგენტი - ტატიანა ივანიძე.
სალოტბარო სკოლის საბავშვო სტუდიაში მსურველები მიიღებიან 6-დან 15 წლამდე, სალოტბარო სკოლაში - 15 წლის ზემოთ.
სალოტბარო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დიპლომი.
წარჩინებულ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩააბარონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში (სწავლა ასევე უფასოა).
#შევინარჩუნოთფოლკლორი

04/09/2026
18/06/2026

"შემომეყარა თათარი"
(მესხური ვარიანტი)

იაკობ ნაკაშიძე

ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი

"ტრადიციის  გაგრძელება - ეს არის  ჩვენი  მისია!"2026  წლის 15 ივნისს , ანზორ  ერქომაიშვილის  სახელობის ფოლკლორის სახელმწ...
18/06/2026

"ტრადიციის გაგრძელება - ეს არის ჩვენი მისია!"

2026 წლის 15 ივნისს , ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი გაიმართა.
სცენაზე გაცოცხლდა საქართველოს ყველა კუთხის მუსიკალური სული - ტრადიციული სიმღერა -საგალობლებიდან დაწყებული, ენერგიული ცეკვებითა და ფერხულებით დამთავრებული.

ბორჯომის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ფოლკლორი ცოცხალი და მრავალფეროვანია.

ღონისძიება კიდევ უფრო გაამშვენა გორის სალოტბარო სკოლის სტუმრობამ და ერთობლივმა სიმღერამ.

ემოციური იყო მშობლებისა და შვილების შესრულებული სიმღერა და იაკობ ნაკაშიძის წაკითხული ლექსი.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ნიჭიერ მუსიკოსებს, გია და ლაშა გოგოლაძეებს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე გაუწიეს აკომპანირება ჩვენს მოსწავლეებს.

მადლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს მხარდაჭერისათვის.

მადლობა ყველას, ვინც ამ საღამოს შექმნაში წვლილი შეიტანა და ჩვენთან ერთად გაიზიარა ქართული ტრადიციული მემკვიდრეობა.

16/06/2026

🇬🇪 "ქართველი ხელი ხმალს იკარ "

ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი

საპატიო სტუმარი : გორის სალოტბარო სკოლა ❤️🇬🇪

16/06/2026

" ჩაღმა ჩაყრილო ვენახო"
(აჭარა)
დედებისა და შვილების ერთობლივი ნამღერი ❤️

ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი

16/06/2026

"მესხური მრავალჟამიერი"

ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი

ჩვენი საპატიო სტუმარი - გორის სალოტბარო სკოლა ❤️

16/06/2026

" ვარძიობა ძიობასა "

ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი

15/06/2026

"ზემყრელო" , "ქართლური საცეკვაო"

ბორჯომის სალოტბარო სკოლის კონცერტი ✨️

12/06/2026

გელით!!!!! სიყვარულით💜💜💜
15ივნისს... საღამოს18:30
🌸🌸🌸🌸🌼🌼🌼

Address

წმ. ნინოს N1
Borjomi

Telephone

+995577244495

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბორჯომის სალოტბარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბორჯომის სალოტბარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category